ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფაბიო პარატიჩის სამი ფავორიტი ფორვარდი იგუაინის ნაცვლად

ფაბიო პარატიჩი

Tuttosport -ის ინფორმაციით, იუვენტუსის სპორტული დირექტორი აქტიურად განაგრძობს ბაზარზე კვალიფიციური ფორვარდის ძიებას.

თუ, ტურინულ გამომცემლობას დავუჯერებთ, მას შემდეგ რაც გუნდი ზაფხულში გონსალო იგუაინს დაემშვიდობება, რომლის მომავალ ადგილად რივერ პლეიტი სახელდება, ბიანკონერი სამ შესაძლო ვარიანტზე გადაერთვება.

პირველ პოზიციაზე ამ შემთხვევაში გაბრიელ ჯესუსი სახელდება.. თუმცა, მანჩესტერ სიტისთან დაკავშირებით უეფას გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ, რომელმაც სატრანსფერო თემებზე აპელაცია უნდა მოისმინოს ინგლისელთა მხრიდან. 

მეორე ადგილზე მაურო იკარდია.. ტრანსფერი რომელიც იუვეს მინიმუმ 70 მილიონი დაუჯდება.. თუმცა, თუ მირალემ პიანიჩს ჩართავენ საქმეში, მაშინ შესაძლოა ბარტერი განხორციელდეს ყოველგვარი ფინანსური უზრუნველყოფით.

მესამე ადგილი ჰარი კეინს უკავია, მაგრამ ეს ტრანსფერი წესით იკარდიზე უფრო მეტი ეღირება და კონკურენცია რეალის მხრიდან საგრძნობლად დიდია.. დღევანდელი კრიზისის პერიოდში კი ნაკლებად მოსალოდნელია, იუვე ასეთ ავანტიურაზე წავიდეს.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
joni77
joni77
4 months ago

რა თქმა უნდა კეინი

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<