ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფაბიო პარატიჩი სარიზე, გასპერინიზე, რონალდუზე და ბონუჩიზე..

ფაბიო პარატიჩი

ატალანტასთან მატჩის წინ ჟურნალისტებს ბიანკონერის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩი შეხვდა და კრიშტიანო რონალდუს თემაზე ესაუბრა:

“აქ ჩამოსვლამდე ბევრი მეკითხებოდა, იყო თუ არა ჯანპიერო გასპერინი მაქს ალეგრის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ერთ-ერთი კანდიდატი რომელიც იუვენტუს ჩაიბარებდა..

სიმართლე გითხრათ, ასეთი იდეა თავში არცერთ ჩვენგანს არ მოსვლია, რადგან მაურისიო სარი გახლდათ ერთადერთი უალტერნატივო ვარიანტი.

კრიშტიანოს გუნდთთან, ხელმძღვანელობასთან ან მთავარ მწვრთნელთან არანაირი პრობლემა არა აქვს.. 

უბრალოდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში კითხვის ნიშნებს ბადებს, მიღებულ იქნა ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ პორტუგალიელი გამოტოვებდა ბერგამოელებთან მატჩს.

ლეონარდო ბონუჩი აქამდეც ერთ-ერთი საუკეთესო ვიცე კაპიტანი იყო ჩვენი გუნდისთვის..

უდაოდ მტკინეული სანახავი გახლდათ მისი მილანში გადასვლა, მაგრამ ახლა უკვე ბედნიერები ვართ, რომ იტალიელი ჩვენთან დაბრუნდა.

მას უკვე სამასზე მეტი შეხვედრა აქვს გამართული და საკუთარ მაღალ საშემსრულებლო ოსტატობას ყოველთვის მაღალ დონეზე ახორციელებს.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of