ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფედერიკო კერუბინის ინტერვიუ Tuttosport -თან

Tuttosport -ი ფედერიკო კერუბინთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გვთავაზობს, რომლის განმავლობაშიც იუვენტუსის ამჟამინდელი სპორტული დირექტორი მოცულობით საკითხზე საუბრობს:

  • კაიო ჟორჟი
  • ახალი პროექტი
  • კრიშტიანო რონალდუ
  • მანუელ ლოკატელი

“შევიტყვეთ თუ არა კრიშტიანოსგან, რომ კლუბის დატოვება გადაწყვიტა, მომენტალურად გადავერთვეთ სხვა პროექტზე. ხალხი იძახის, რომ მოიზე კინი პორტუგალიელის შემცვლელად მოვიყვანეთ, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება.

მოიზე არის იმ ახალი პროექტის ნაწილი, რომელიც ჩვენი მოსაზრებით გამარჯვებულ გზას გააგრძელებს. საკმაოდ კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გვყავს და თუ სანაკრებო ბატალიებს გადახედავთ, მიხვდებით რომ 16 მოთამაშე საკუთარი ქვეყნის ღირსებას შემთხვევით არ იცავდნენ.

ხშირად მესმის ფრაზა, რომ გუნდში ძირითადათ ახალგაზრდები არიან.. მაშინ რა უნდა ვთქვათ ბონუჩიზე, კუადრადოზე, დიბალაზე, კიელინიზე, შესნიზე და იმავე დე ლიხტზე.. ჰოლანდიელი ასაკით მათზე უმცროსია მაგრამ გამოცდილების გაზიარება ახლაც მშვენივრად შეუძლია.

მესმის, რომ გასულ წლებთან შედარებით გამოცდილი მოთამაშეების რიცხვი შემცირებულია, მაგრამ ის ახალგაზრდებიც რომლებიც აქ იმყოფებიან უკვე საერთაშორისო დონეზე არიან აღიარებულები.

სატრანსფერო საკითხების გავლისას მაქს ალეგრისთან შუახაზელზე და ფორვარდზე ვსაუბრობდი.. მანუელ ლოკატელი იყო იდეალური კანდიდატურა და მოლაპარაკებები სხვებისთვის შესაძლოა უჩვეულოდ გაიწელა.. მაგრამ პანდემიურ პერიოდში ფინანსური და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ასპექტები დიდ ყურადღებას საჭიროებს. ვალდებულებული ხარ შესაბამისი ანალიზი გააკეთო, რადგან ეს რისკებთან ასოცირდება.

აუცილებელი იყო შუახაზში რაღაც სიახლის მოტანა და ჩვენი გადმოსახედიდან ეს სატრანსფერო რისკი, აბსოლუტურად გამართლებული გახლდათ. 

კაიო ჟორჟის შემთხვევაში ჩვენი მიზანი ალვარო მორატას რეზერვისტვის მოძიება გახლდათ. სამწუხაროა, რომ ტრავმა მიიღო, მაგრამ საკმარისია ერთხელ გაესაუბროთ და უმალვე მიხვდებით ფეხბურთზე რამდენად ორიენტირებულია! ცხოვრობს და სუნთქავს ბურთით! ბევრს მუშაობს, რათა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს.. მერწმუნეთ ჩვენს ხელში ძალიან დიდი პოტენციალის მოთამაშე იმყოფება.

იუვენტუსს მუდამ ქონდა განსაკუთრებული ფასეულობა და რაოდენ საინტერესოდაც არ უნდა ჟღერდეს, საზღვარგარეთ ამას ბევრი აფასებს.. ჩვენ გულშემატკივრების დიდი არმია გვყავს, რომლებსაც ეს იდენტობა გააჩნიათ.. განსაკუთრებული ერთგულება და ის სისხლის ჯგუფი, რომლის დამსახურებითაც იუვე მსოფლიოში გამორჩეულია. 

შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვართ ამ ფასეულობას გავუფრთხილდეთ. კონკურენტუნარიანობა იქმნება არა ტრანსფერებით, არამედ საქმისადმი მიდგომით. ფეხბურთელებმა კარგად უნდა გაიაზრონ რომელი კლუბის მაისურს ატარებენ.. დისციპლინა, მაქსიმუმის გაღება და წარმატებაზე ორიენტირება!

სატრანსფერო ბაზარი? ზუსტად ვიცით მომავალში რამდენის დახარჯვის საშუალება გვექნება.. გაკეთდება თუ არა აქცენტი იტალიელებზე? დიახ, იუვენტუსი ამ მხრივ მუდამ იყო გამორჩეული და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება. 

ჰალანდთან ჩაშლილი მოლაპარაკებები? მაშინ იუვენტუსი ბ-ს პროექტი ახალი დაწყებული იყო და როდესაც შენ მოკრძალებულ კლუბში მსგავსი ასაკის ფორვარდს ნახულობ, რთულია უპასუხა კითხვას – რა მელის თქვენთან გადმოსვლის შემთხვევაში.. ეს იქნებოდა არენდა ან იუვენტუსი ბ-ს გუნდში ყოფნა.. ამიტომაც ამჯობინა ზალცბურგი..

შესაძლოა, ახლა რომ იგივე კითხვით მოემართა, ჩვენ სხვაგვარად შეიარაღებულები ვყოფილიყავით, მაგრამ მაშინ სიტუაცია სხვაგვარად შეფასდა ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე.

იჰატარენი? ნიჭიერი ბიჭია და სათამაშო პრაქტიკა მისთვის ახლა ყველაზე ფუნდამენტური რამ არის. ტურინში ამის დრო ნაკლები ექნებოდა და ისეთი კლუბი მოვუძებნეთ, რომელიც მის მახასიათებლებს ყველაზე კარგად ესადაგებოდა.

კაიო ჟორჟის შემთხვევაში მისი ტურინში დატოვება გადაწყდა. რთულია როდესაც სხვა კონტინენტიდან მოდიხარ აბსულუტურად სხვა გათამაშებაში. იმავე იჰატარენთან მიმართებაში ეს პრობლემა არ იდგა.. იგი ევროპაში თამაშობდა და იტალიური ფეხბურთისთვის მეტად მომზადებული აღმოჩნდა.

სახელფასო ფონდი? კარგად იცით, რომ კლუბის ფინანსური პოლიტიკა შეიცვალა და ამ მხრივ საკმაოდ ფრთხილად ვმოქმედებდთ.

დიბალას კონტრაქტი? ყველა მხარე ცდილობს თავისთვის საუკეთესო ვარიანტის მიღწევას და აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ ვალდებულებას შეთანხმება მეორე კონსულტაციის დროსვე შედგეს. ჩვენ კიდევ ერთხელ შევხვდებით და ვეცდებით საერთო წერტილის პოვნას.

დონარუმა? ვოიცეხ შესნისთან გრძელვადიანი კონტრაქტი გვაქვს. არ მიგვაჩნია სწორი პსჟ-ს მოქმედება.. არ გვსურდა ერთდროულად ორი მაღალი დონის მეკარის გუნდში ყოლა.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x