ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფედერიკო კიეზა:”ლეო, ეს ჯილდო და გამარჯვება შენ გეძღვნება”

ფედერიკო კიეზამ ესპანელებთანაც მოახერხა გოლის გატანა და მან ეს საკმაოდ მნიშვნელოვან მონაკვეთში შეძლო. მიმდინარე ჩემპიონატში აძურისთვის ყველაზე რთული დაპირისპირება სწორედ ფურია როხასთან შედგა.

მატჩის შემდეგ საუკეთესო მოთამაშის წოდება ფედერიკო კიეზას ხვდა წილად, რომელმაც ეს ჯილდო ლეონარდო სპინაცოლას მიუძღვნა:

“უმძიმესი შეხვედრა გამოდგა, რადგან ესპანელებს საოცარი გუნდი ყავთ. 

MVP? ამ ჯილდოს სპინას ვუძღვნი გამარჯვებასთან ერთად. უდაოდ დიდ დახმარებას გაგვიწევდა, მაგრამ ახლა შევეცდებით ფინალისგან სიამოვნება მივანიჭოთ. სამწუხაროდ საფეხბურთო სამყაროში მსგავსი უიღბლობისგან არავინ ვართ დაზღვეულები.

ახლა კი დროა ფინალისთვის მოვემზადოთ.. იქამდე კიდევ 5 დღეა და ვფიქრობ ძალების აღსადგენად ეს საკმარისი პერიოდია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ შარშანდელ სეზონში საფეხბურთო მინდორზე ყოველ მესამე დღეს გამოვდიოდით.. ასე რომ დატვირთვების ასატანად მზად ვართ.

ჩემი პირადი მიზანი? არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩემთვის პროგრესი უმნიშვნელოვანესი რამ არის.”


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

3 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x