ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები (იუვენტუსი – სასუოლო)

პაულო დიბალა

გუშინ, ტურინელებმა დომენიკო დე ძერბის მიერ გაწვრთნილ სასუოლოს უმასპინძლეს და უნდა ითქვას, საკმაოდ მძიმე ბრძოლაში მოახერხეს მათი დამარცხება..

ყველაფერთან ერთად სასუოლომ უმეტესწილად შეხვედრა 10 კაცით ჩაატარა, თუმცა დანილოს გოლს დეფრელმა უპასუხა და 82 წუთამდე ბიანკონერი წინ გასვლას ვერ ახერხებდა..

საბოლოო ჯამში იტალიის მოქმედმა ჩემპიონებმა შეძლეს სამი ქულის მოპოვება, ახლა კი ტრადიციულად მატჩისშემდგომ შეფასებებს გთავაზობთ:

შესნი – 6 – მაყურებელი.. სხვა მხრივ ამ საღამოს საქმე არ ქონია.. დეფრელის ეპიზოდი არ ითვლება, ფაქტიურად უშანსო იყო.

დანილო – 7 – დაცვაში საიმედოა და ამჯერად შეტევაშიც ეფექტურია. იტანს გოლს და შემდგომ ბონუჩის სტილში აკეთებს რონალდუზე საგოლე გადაცემას. ეს არის სრულებით განსხვავებული დანილო რომელსაც შარშანდელ სეზონში ვუყურებდით.. საეჭვოა, არის კი ვინმე დარჩენილი ვინც კანსელუზე დარდობს?

ბონუჩი – 5.5 – გამოცდილება გასაგებია.. მაგრამ ეს ამ საღამოს საკმარისი არ აღმოჩნდა. ხშირად კარგავდა კონცენტრირებას.

დემირალი – 6 – ლუკაკუს მატჩის წინ ეს იყო კიდევ ერთი გამოცდა.. გამოცდაში მისი ფიზიკური კონდიციების მდგრადობა იგულისხმება. დაცვაში მისი ყოფნა ყოველთვის იგრძნობოდა.. თავს არ ზოგავდა და შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენდა.. სტაბილურად.

ფრაბოტა – 6.5 – შესაძლოა იდეალური არ არის, მაგრამ ამ ახალგაზრდა ბიჭის თავგანწირვა ყოველ ეპიზოდში აღფრთოვანებას იწვევს. მთელს ფლანგზე დაუღალავად გადაადგილდებოდა.

კიეზა – 6 – დასაწყისშივე ცდილობდა ისეთივე მომაკვდინებელი ყოფილიყო როგორც სან სიროზე.. მაგრამ მის მოძრაობებს სასუოლოს მოთამაშეების მხრიდან უხეში თამაში მოსდევდა. ერთ-ერთი შეჯახების დროს კითხვის ნიშნებიც კი გაჩნდა მისი მოედანზე დარჩენასთან დაკავშირებით. მეორე ტაიმში ნაკლებად ეფექტურია, შესაძლოა სწორედ ამ მიკრო ტრავმების გამო.

არტური – 6 – ჭკვიანურად შრომობს დაცვის წინ. საიმედოდ იჭერს ბურთს, მაგრამ შემტევ ფაზაში მეტი ცივსისხლიანობა მართებს. ეტაპობრივად ბრაზილიელი ალღოს უღებს იტალიურ ფეხბურთს და იმედი ვიქონიოთ, მალე ვნახავთ იმ მოთამაშეს რომელმაც გრემიოში მესი გააკვირვა და მის გამო ბარსას დიდი ფული გადაახდევინა.

ბენტანკური – 5.5 – ფაქტია, ურუგვაელი სერიოზულ დისკომფორტს განიცდის ორ შუახაზელიან ტაქტიკურ მოდულში. ვერაფერზე ვერ რეაგირებს.

რაბიო – 46 წუთიდან – 6 – ფრანგმა მოიტანა რაოდენობა, მაგრამ არა ხარისხი. თუმცა, ფაქტია ფრანგს მეტი შეუძლია.

მაკენი – 6.5 – პირლოსთვის მისი დანაკლისი ამ ეტაპზე სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება. უკანასკნელ წამამდე ცდილობდა მინდორზე დარჩენას, მაგრამ მწვრთნელმა აღარ გარისკა.. წინ მძიმე მატჩებია ჯერ ინტერთან მერე ნაპოლისთან.

რემზი – 18 წუთიდან – 6.5 – დღეს მან საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა.. დიახ, მძიმე ბრძოლაში მან შეძლო და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.. თუმცა, რიგ შემთხვევებში თითქოს გამბედაობა აკლია. მაგალითად პირველი ტაიმის ბოლოს თავადვე შეეძლო მომენტის დასრულება..

დიბალა  – 6 – ასრულებს ტაქტიკურ ჩანაფიქრს და ხელს უშლის ლოკატელის საკუთარი გუნდის შეტევის აგებაში. შესაძლოა ასეთი მისიის გამო დაშავდა. სხვა მხრივ შეტევაში გუნდს მძიმე ამოცანების ამოხსნაში ეხმარება.

კულუსევსკი – 42 წუთიდან – 6.5 – დეიანი უბრუნდება სასტარტო პოზიციას. გაცილებით ეფექტურია უკანასკნელ ორ შეხვედრაში. ახლა საჭიროა ეფექტურობა რომელიც გამოაჩინა, უფრო სტაბილური გახადოს სრული 90 წუთის მანძილზე.

რონალდუ – 6 – ჩვეულად მწვავე და მკვლელის ინსტიქტით ისევ არ არის, მაგრამ პორტუგალიელს ეს ყოველივე გოლების რაოდენობის გაზრდაში ხელს არ უშლის. მილანური საღამოსგან ოდნავ განსხვავებულია.. ვნახოთ ერთ კვირაში სან სიროზე რას მოიმოქმედებს.. სხვა მხრივ კრიშტიანო ხომ ასეთი საღამოებით განსაკუთრებულად ცოცხლობს.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juventino
juventino
14 days ago

უსაშინლესი თამაში!!დაცვაში რეები ხდებოდა!!!როგორ თავისუფლად გადაადგილდებოდნენ სასუოლოს ფეხბურთელები და რამხელა სივრცეები გვქონდა დატოვებული.სახლში 10 კაციან სასუოლოსთან!!!ბონუჩიზე აღარაფერს ვამბობ.რონალდო საერთოდ სხვაგან იყო!!!

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<