ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსი

იუვენტუსმა ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეძლო კროტონეს დამარცხება.

შედეგად ბიანკონერი ორი წარუმატებელი მატჩის შემდეგ, გამარჯვებულ გზაზე ბრუნდება და სატურნირო ცხრილშიც მდგომარეობას მკვეთრად აუმჯობესებს.

ტრადიციულად, მატჩის შემდეგ გთავაზობთ მოთამაშეთა შეფასებებს, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

ბუფონი – 6 – მშვიდად არის.. არ დასჭირვებია ზე ძალების გამოყენება, რათა გუნდი გოლისგან ეხსნა, თუმცა დაცვის ხაზს კარგად ხელმძღვანელობდა, რაც აქტივში შეტანას უდაოდ იმსახურებს.

დანილო – 6.5 – პირველ 45 წუთში წინ აქტიურად მიიწევდა და ცდილობდა მეტოქის მხრიდან დატოვებული თავისუფალი სივრცე ეფექტურად აეთვისებინა. მეორე ნახევარში შეტევაში ნაკლებად მიდის, თუმცა დაცვაშია ძალზედ ყურადღებით.

დე ლიხტი – 6 – გასაგებია რომ ბონუჩის მარჯვენა ფეხი არა აქვს.. მისავით გრძელი დიაგონალური გადაცემებით თავს ვერ იწონებს, მაგრამ გააჩერეთ კროტონეს ფორვარდები და კითხეთ, შეიძლება თუ არა მის ზონაში შესვლა? არა რათქმაუნდა!

დემირალი – 6 – ბრწყინვალედ მოქმედებს ჰოლანდიელთან დუეტში! მშვიდად აჩერებს მეტოქის ფორვარდს და ყოველთვის ზედმიწევნით კონცენტრირებულია.

ალექს სანდრო – 7 – რონალდუს შემდეგ საუკეთესოა ტურინელთაგან. პირველი საგოლე გადაცემის ავტორი! როგორც იქნა ის სანდროა რომელსაც ტურინელი ტიფოზერია ელოდა. მუდმივად უტევს და არც დაცვაში ყოფნას ივიწყებს.

ბენტანკური – 6.5 – დაივიწყეთ პორტოს კოშმარი. გამოფხიზლებულია და ეხმარება გუნდს სწრაფი ფეხბურთის ჩვენებაში. კიეზაზე გაკეთებული გადაცემაც არ უნდა დაგვავიწყდეს. ეს ის არის რასაც მისგან მწვრთნელი ითხოვს.

ფაჯიოლი – 6 – 70 წუთიდან – მშვიდად, აუღელვებლად და ეფექტურად. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ 20 წლის ბიჭს უკვე დიდი გამოცდილება აქვს, იმდენად ცივსისხლიანად მოქმედებს ბურთთან ერთად, მოედნის რა მონაკვეთზეც არ უნდა იმყოფებოდეს ან თუნდაც რამდენი მეტოქის გარემოცვაშიც.

რემზი – 6 – მთავარი მოქმედი გმირი მომენტების შექმნის და შემდგომ მისი გაფუჭების კუთხით. მეორე ტაიმში გოლის გატანა მართებდა, მაგრამ მეკარემ უარით უპასუხა. ნებისმიერ შემთხვევაში უელსელი პირლოსთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მას ახლა ფორმაში შესასვლელად დრო და პრაქტიკა ესაჭიროება.

მაკენი – 7 – პირველ ნახევარში ნაკლებად ენერგიულია, მაგრამ მეორეში გაცილებით აქტიურია. მუდმივად შედის თავისუფალ სივრცეში და პარტნიორებს შეტევის განვითარებისთვის მის ჩართვას თავაზობს. იტანს გოლს და ერთი სიტყვით ამერიკელი უდაოდ არის სტაბილურობის გარანტი!

კიეზა – 6.5 – საკმარისია სიჩქარეს მოუმატოს და მთელ კროტონეს პრობლემები ეწყება. მის ჩაწოდებებს მეტოქის საჯარიმოში, მუდმივად ქაოსი მოაქვს.  თავს კარგად გრძნობს და ამის დანახვას დიდი ძალის დატანება არ ესაჭიროება.

კულუსევსკი – 6 – მისი თამაში ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. შესაძლოა რიგ მომენტებში არაზუსტი იყო, თუმცა საერთო ჯამში შვედმა გაუმჯობესებული ხარისხი გვაჩვენა. თუმცა, ყველანი ვხვდებით რომ მას ბევრად უკეთ შეუძლია.

მორატა – 6 – დიდი ენთუზიაზმით შედის და რამდენიმე წუთში მაქსიმუმს იღებს საკუთარი გუნდისთვის.

რონალდუ – 7.5 – რამდენიმე წუთში, ორი გოლით თამაშის სცენარი სრულად იცვლება. ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობის შემდეგ, რონალდუ საკუთარი დუბლით იუვეს მნიშვნელოვან გამარჯვებას ჩუქნის. არაერთხელ იყო ჰეთთრიკთან ახლოს, თუმცა..

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
3 months ago

logikuria

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x