ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსი - ვერონა

ტურინელებმა მორიგი წარუმატებლობა განიცადეს და ამჯერად პრობლემებს ვერონასთან შეხვედრაში წააწყდნენ.

ანდრეა პირლოს შეგირდებმა კი გახსნეს ანგარიში, მაგრამ საქმის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ მოახერხეს და ფრეს დაჯერდნენ.

გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს:

შესნი – 6.5 – გაშვებულ ბურთთან უძლურია, თუმცა სხვა შემთხვევებში აბსოლუტურად კონცენტრირებული და საიმედოა.

დემირალი – 5.5 – კარგად იწყებს, მაგრამ რაც დრო გადის პრობლემები მატულობს. გოლიც მისი ზონიდან გავიდა.

დე ლიხტი – 6.5 – განსხვავებით თურქისგან, მატეისი კარგად იწყებს, მშვენივრად აგრძელებს და უშეცდომოდ ასრულებს. მისი ზონიდან თქვენ კარგი არაფერი გელოდებოდათ.

ალექს სანდრო – 6 – ნახევარი ქულით ნაკლები გოლის ეპიზოდის გამო. სხვა მხრივ საიმედოდ მოქმედებდა.

კიეზა – 6 – ანალოგიურად დააკლდა ნახევარი ქულა. საგოლე გადაცემა რონალდუზე, მაგრამ ამ წამიდან მოყოლებული ქრება.

რაბიო – 5.5 – პოზიციას და ზონას ხშირად კარგავდა.

ბენტანკური – 5.5 – ტრადიციულად რეჯისტას როლშია და აბსოლუტურად ვერ უმკლავდება დაკისრებულ მოვალეობას. იქნებ დაფიქრდეს პირლო და მას სხვა ამპლუაში ხილვა შევძლოთ.

რემზი – 6 – ორი იდეალური შანსი ქონდა გოლის გასატანად, მაგრამ ვერცერთხელ ვერ მოახერხა მიზნის მიღწევა.

მაკენი – 6 – 68 წუთიდან – შემოდის, რათა არსებული ქაოსი დაარეგულიროს, მაგრამ ამ საქმიდან მხოლოდ ნახევარი თუ გამოდის.

ბერნარდესკი – 6.5 – კარგი მატჩი, ბევრი შავი სამუშაო და გუნდისთვის მსხვერპლის გაღება.

კულუსევსკი – 6 – თამაშობს და ბჟუტავს.. პერიოდულად ანათებს. მისგან მეტს ელიან.. გაცილებით მეტს!

რონალდუ – 6.5 – ინთავისუფლებს თუ არა პოზიციას, ბურთს მომენტალურად კარისკენ აგზავნის. კარიერაში ალბათ ყველაზე იოლი გააქვს. თუმცა, გუნდს ეს არ ყოფნის.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
1 month ago

ისე ამ სანდროსაც რო ვუყურებ ფეხზე ძლივს დგას რამ დაღალა თავდასხმაშიც ვაფშე ვეღარ ერთვება. დადგეს ეხლა დააყენოს სპეციასთან ფაჯიოლო ფრაბოტა მაგარი არ მევასება მარა მაინც. თუ მაინდამაინც 4 4 2 ტაქტიკა უნდა არ შეიძლება თავდასხმაში ვინმე პრიმავერადან დააყენონ და კულუსევსკი თავის პოზიციაზე ან ზამენიდან თუ გაგვიჭირდა.წუხელ ტაქტიკური შეცდომების გარდა შესნი სანდრო ბენტანკურის გამო დანარჩენი 8 ფეხბურთელი უბრალოდ აორთქლდა.შესნის საერთოდ დრო გაყავდა პასებს აგვიანებდა საშინლად. პირლოს ყვირილი სულ არაა საჭირო მოსვას ზამენაზე ზოგ ზოგიერთები და ეგაა.სპეციასთან ისევ ბერნარდესკის დავაყენებდი და ბუფონს პახმელიაზე მყოფ შესნის ნაცვლად.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
1 month ago

აუ რა ცუდ ხასიათზე დამაყენეს ამათი. ბენტანკური აუცილბლად უნდა დაასვენოს. ისე როგორც მეკარეს უბრუნებენ ბურთს მაგას ჯობია აუტზე გადააგდონ.შესნიმ კიდე სად გადააგდო ბურთი.ეგ ჯარიმა კიდე ბერნარდესკის უნდა დაერტყა. ტაქტიკაზე არაფერს ვიტყვი საშინელება თავდასხმამდე ბურთი ვერ ააქვთ.პირლომ სასწრაფოდ უნდა დატოვოს იუვე.ვისაც არ ეზარება ქულას გვართმევს.ფიორენტინამ 0 3 რო მოგვიგო იმის შემდეგ ეგენი ყველამ გაიგდო.

ბაქარი
ბაქარი
1 month ago
Reply to  LASHAJUVENTINO

samcuxarod martali xar

ბაქარი
ბაქარი
1 month ago

yvela noli

Delpiero
Delpiero
1 month ago

ბოლო ჯარიმა უნდა დაეთმო ბერნასთვის..

ბაქარი
ბაქარი
1 month ago
Reply to  Delpiero

bernac araferis gamketebeli ar chans mara mainc martali xar

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

6
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<