ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იტალიელებს ავსტრიელებმა მძიმე ბრძოლა გაუმართეს და სკუადრა აძურიმ გამარჯვების მოპოვება, მხოლოდ დამატებით დროში მოახერხა.. არადა მსაჯს რომ არნაუტოვიჩის გოლი ძირითად დროში ჩაეთვალა, არავინ იცის მოვლენები როგორ განვითარდებოდა.

თუმცა, შეცვლაზე შემოსულმა ფედერიკო კიეზამ და მატეო პესინამ აძურის 1/4 ფინალის საგზური მოუტანეს.

ახლა კი ტრადიციულ შეფასებებს შემოგთავაზებთ:

დონარუმა – 6.5 – ვეტერანივით თამაშობდა, მაგრამ ერთ მომენტში ვარ-ის მიმართ მადლიერება გამოხატა, რადგან გამოსვლაზე აშკარა შეცდომა დაუშვა.

დი ლორენცო – 5.5 – 5 წლის წინ საერთოდ გუნდის გარეშე იყო, ახლა უემბლიზე ნაკრების მარჯვენა ფლანგი ჩააბარეს და ვერ ვიტყვით, რომ საიმედოდ გაისარჯა.. პირიქით ავსტრიელები მისი ფლანგიდან ქმნიდნენ პრობლემებს.

ბონუჩი – 6 – როდესაც ნაკრებს უჭირს.. პრობლემების ქვეშ არის და ლიდერი ესაჭიროება, კარგად დაფიქრდით აბა შეუძლია თუ არა ლეოს მისი ხსნა? არა.. თამაშგარე მდგომარეობა, რომ დაფიქსირდა შვებით ამოისუნთქა.

აჩერბი – 6.5 – ცენტრალურ ზონაში სწორედ ის იდგა საიმედოდ და წმენდა ყველაფერს რაც შეიძლებოდა.

სპინაცოლა – 7 – ტრიბუნები გაუჩერებლად სკანდირებდნენ მის გვარს, როგორც კი ბურთს მიიღებდა.. ყვიროდნენ, რომ სპინა წინ წასულიყო. მორიგი შოუ! უამრავი დრიბლინგი და გადაცემა, რომლითაც კიეზამ ავსტრიელებს სიყვარულის კოცნა გაუგზავნა.

ბარელა – 5.5 – ბევრი იბრძოლა და ერთ მომენტში გოლის გატანის შანსიც ქონდა.. თუმცა, სიზუსტეც აკლდა და თითქოს ტონუსიდან იყო ამოვარდნილი.

პესინა – 7 – 67 წუთიდან – უელსთან კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა.. მაგრამ ამაზე გაჩერება არ ისურვა და ავსტრიელებთან უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა!

ჟორჟინიო – 6.5 – პირველ ნახევარში ჭრის და კერავს.. სწრაფი ვერტიკალური გადაწყვეტილებები, ზონებს შორის სივრცის შექმნა და ეფექტური ამოსვლა დაცვიდან.. მეორე ნახევარში სიჩქარეს მოუკლო..

ვერატი – 6.5 – სინთეზი ინგლისური და ესპანური ფეხბურთის. ბევრი ბრძოლა და რამდენიმე იდეა. მეორე ნახევარში ძალა მოაკლდა და მანჩინიმ გამოცვალა.

ლოკატელი – 6.5 – 63 წუთიდან – შეცვლამ შედეგზე ზეგავლენა ვერ მოახდინა, მაგრამ იგრძნობა რაოდენ დიდი პოტენციალი აქვს.

ბერარდი – 5.5 – აჩქარებები საკმაო ქონდა, მაგრამ ისეთივე ზუსტი არ ყოფილა, როგორც ჯგუფურ ეტაპზე.

კიეზა – 7.5 – 81 წუთიდან – გვჭირდებოდა ზუსტად ასეთი გვარის მქონე ფეხბურთელი, რომელიც ცივსისხლიანად შემოვიდოდა და საქმეს მსგავსი ეფექტურობით შეასრულებდა!

იმობილე – 5 – მცირეოდენი გამონათებები.. ბევრი შრომა და თავგანწირვა, მაგრამ სად არის ოქროს ბუცი?

ბელოტი – 6 – 81 წუთიდან

ინსინიე – 6 – მის მიერ შესრულებულ ორ დარტმყულზე დელ პიერო გაგვახსენდა.. ბევრს ცდილობდა მარცხენა ფლანგიდან.. სპინაცოლასთან კარგად კომბინირებდა, მაგრამ ცენტრში შეწევა და თან პროდუქტიულად, საკმაოდ უჭირდა.

მანჩინი – 7 – ცუდია.. თუმცა, სწორი შეცვლებით მომდევნო ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. განსაკუთრებით ყურადსაღები მეორე ნახევარია, სადაც იტალიელები თითქოს მარცხენა ფეხით გამოვიდნენ და ვერ ხვდებოდნენ რა უნდა მოემოქმედებინათ.


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
2 months ago

კიეზა ბიანკონერო..ოქროს ბიჭუნა გვყავს..ბონის შეცდომები აღარ მიკვირს,ლოკა ნარმალნა გამოიყურება და სპინას გაშვება როგორ შეიძლებოდა,რა მაგრა თოხლეს სირ-ბმა..

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x