ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები (იტალია 2-1 ბელგია)

იტალიის ეროვნული ნაკრები უკვე 32 შეხვედრაა ზედიზედ რაც დაუმარცხებელია და რობერტო მანჩინის შეგირდებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე 1/2 ფინალის საგზური მოიპოვეს!

ბელგიის საკმაოდ ძლიერ ნაკრებთან აძურის მოთამაშეებმა მაღალი დონის შეხვედრა აჩვენეს და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს, რისი დამსახურებითაც მომდევნო ეტაპზე ესპანეთის ნაკრებს უემბლიზე შეხვდებიან.

გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა და მითუმეტეს ასეთი თამაშით, როგორსაც აძური აჩვენებს, მაგრამ ბელგიასთან დაპირისპირებას სამწუხარო ფაქტის გარეშე არ ჩაუვლია..

მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ ლეონარდო სპინაცოლამ უმძიმესი ტრავმა მიიღო, რის გამოც ტურნირზე მონაწილეობას ვეღარ მოახერხებს.. უფრო მეტიც, მისი სარეაბილიტაციო კურსი შესაძლოა 6 თვემდეც კი გაიწელოს..

ფეხბურთელები სოციალურ ქსელში გამარჯვებას მას უძღვნიან და სიყვარულით სავსე გზავნილებს უგზავნიან!

ახლა კი ტრადიციულად ფეხბურთელების შეფასებებს გაგაცნობთ:

დონარუმა – 7.5 – საოცარი სიმამაცე გამოაჩინა მთელი მატჩის განმავლობაში. იყო უნაკლო დე ბრუინის და ლუკაკუს ეპიზოდებში! სირცხვილია, რომ მას სერია ა-ში ვეღარ ვიხილავთ.

დი ლორენცო – 5.5 – სუსტი შეხვედრა.. პენალტის გარდა, რომელიც ძალიან საკამათო იყო ნებისმიერ სიტუაციაში, უშვებს ბევრ ტექნიკურ შეცდომას.

ბონუჩი – 6.5 – მას უფრო ნაკლები დავალება ქონდა, ვიდრე მის პარტნიორ კიელინის.. თუმცა, დე ბრუინისგან მთელი თამაში პრესინგის ქვეშ იყო და ლეოც სრულ მობილიზებას ამჟღავნებდა.

კიელინი – 8 – ნამდვილი ლიდერი! ნებისმიერ ხომალდს გაუძღვება და უხელმძღვანელებს! რა ფორმაშიც არ უნდა იყოს ლუკაკუს ყოველთვის “მოუვლის”.

სპინაცოლა – 6.5 – მისი ცრემლები ყველაფერზე თავად მეტყველებს.. ეს იყო მისი ოცნება, რომელიც ლამაზ ფერებში შეიღება და მიზნისკენ თავაწეული მიფრინავდა..

ბარელა – 7.5 – მისგან ელოდნენ იმავე თამაშს, რასაც კანტე აჩვენებს.. უნდა ყოფილიყო ყველგან და უნდა გაეკეთებინა ყველაფერი! მან უფრო მეტი გაიღო და ისეთი გოლი გაიტანა დე ბრუინსაც რომ შეშურდებოდა!

ჟორჟინიო – 7.5 – იმპერატორი! ცივსისხლიანი მბრძანებელი, რომელიც მოედნის ცენტრში აბსოლუტურად ყველა წვრილმანს აკონტროლებდა და მეტოქეს გაქანების საშუალება არ მისცა.

ვერატი – 7.5 – რიტმის სრული კონტროლი და უშეცდომო მოქმედებები! ბარელაზე საგოლე გადაცემა კი ნამდვილი დესერტი იყო.

კრისტანტე – 65 წუთიდან – 6 – გამოდის, რათა ნახევარდაცვას ახალი ენერგია და კუნთები შემატოს.

კიეზა – 7 – ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მოედანზე პირველსავე წუთებიდან გამოჩნდა, იყო ტორგენ აზარისთვის გასაქანი არ მიეცა. ამ ამოცანას თავი კარგად გაართვა და წინაც ძალზედ პროდუქტიულად იასპარეზა!

იმობილე – 5 – რთული მატჩი გამოდგა, რადგან ბელგიელთა მცველებთან თამაში იოლი არავისთვისაა.. იბრძოდა, მაგრამ შეცდომებიც საკმაოდ ბევრი ქონდა, რაც მისთვის დამახასიათებელი არ არის.

ბელოტი – 6 – გაუჩერებლად დიდი შემართებით მოქმედებს მთელს მოედანზე.

ინსინიე – 7 – კარგი კომბინირება სპინაცოლასთან.. რამდენიმე ეფექტური გადაწყვეტილება და მუდმივად სივრცის ძიებაში. ყველაფერთან ერთად იტანს ულამაზეს გოლს!

მანჩინი – 9 – ბელგია, ნაკრები რომელიც ტოპ 3-ში შედის დამარცხებულია და თან როგორი ფეხბურთით! გრძელდება ოცნება და ეს მანჩინის იტალიაა რომელიც 32 თამაშია მარცხის გარეშე მიიწევს!


იმისათვის, რომ ჩვენმა საიტმა მუშაობა განაგრძოს, თქვენი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია 

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x