ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსმა მაქს ალეგრის დაბრუნების შემდეგ ოფიციალურ შეხვედრაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

ტურინელებმა ჩემპიონთა ლიგის ახალ სეზონში თავგადასავალი გამარჯვებით დაიწყეს.. ბიანკონერი სტუმრად შვედურ მალმიოს დაუპირისპირდა და მეტოქეს პირველ 45 წუთში სამი უპასუხო გოლი გაუტანა.

ახლა კი ტრადიციულ შეფასებებს გთავაზობთ:

შესნი – 6 – ოპონენტის გათვალისწინებით ეს არ იყო ის მატჩი, სადაც პოლონელისგან რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება გახდებოდა საჭირო.

დანილო – 6.5 – ტაქტიკური თვალისაზრისით მაქსი დანილოსთან ერთად იოლად გადადის სამ მცველიან ტაქტიკაზე.

ბონუჩი – 6.5 – სწორედ მისი წამოწყებული იერიშებიდან იქმნება მთავარი ხიფათები.

დე ლიხტი – 6.5 – საიმედოა! ყოველგვარი კითხვის ნიშნების გარეშე.. მის ზონაში მეტოქე განწირული იყო.

ალექს სანდრო – 7.5 – საწყისი წუთებიდანვე საოცრად დამუხუტული და ენერგიულია. შემთხვევითი არ იყო ამ მატჩში პირველი გოლის ავტორი ბრაზილიელი რომ გახდა.

კუადრადო – 7 – მის გარეშე იუვეს ძალიან უჭირს.. პრობლემების ქარ-ცეცხლი დაატეხა მის ზონაში მყოფ მეტოქეს.

ბენტანკური – 6 – ვერა და ვერ აჩვენებს სათანადო დონის პროგრეს და ხარისხს.. ბურთს შესაძლოა იმაზე ადრე ემშვიდობება ვიდრე აუცილებელია.

ლოკატელი – 6 – ჯერ კიდევ შორის არის იმ ლოკატელისგან რომელიც ევროპაზე ბრწყინავდა, თუმცა რამდენიმე კარგი იდეა მალმიოს წინააღმდეგაც შემოგვთავაზა.

რაბიო – 6 – მის ასპარეზობაში ჩანს შემდეგი – მე ეს მინდა, მაგრამ არ შემიძლია.. არის პროგრესი მაგრამ სტაბილურობაა საჭირო.

მორატა – 7 – ჩემპიონთა ლიგაზე ალვარო ყოველთვის პროდუქტიულია და იმავეს ამტკიცებს ამ შეხვედრაშიც. მნიშვნელოვანი გოლი რომლმაც გადატვირთვის ეფექტი უნდა მოახდინოს მისთვისაც და იუვენტუსისთვისაც.

კინი – 68 წუთიდან – 6 – თამაშგარის გამო გაუქმებული აღნიშნვა.. რამდენიმე მცდელობა და მუშაობა.. ამ ეტაპზე კარგი შედეგია.

დიბალა – 6.5 – კაპიტნის სამკლაურით არის და ცდილობს იუვე მხრებზე შეისვას და წარმატებისკენ გაუძღვეს. გაიტანა პენალტი და კარგი იყო დაცვით მოქმედებებში..

ალეგრი – 6.5 – ტესტი ხარისხის კუთხით კარგი არ იყო, მაგრამ კოშმარული სტარტის შემდეგ აუცილებელი იყო გამარჯვება.


 

შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x