ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსმა რომას უმასპინძლა და მორიგ გამარჯვებას მიაღწია. მატჩში ერთადერთი გოლი მოიზე კინის ანგარიშზეა, ხოლო ბიანკონერიმ კიდევ ერთ მოპოვებულ წარმატებასთან ერთად, კარის მშრალად შენახვაც მოახერხა.

ახლა კი ტრადიციულ შეფასებებს გთავაზობთ, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

შესნი – 7 – შეცდომები თითქოს წარსულს ჩაბარდა.. 11-იანიც მოიგერია და არაერთ ეპიზოდში შესაშური ცივსისხლიანობაც გამოავლინა.

დანილო – 6.5 – ამ იუვენტუსისთვის სამხრეთ ამერიკელი ნამდვილი ჯოკერი აღმოჩნდა. კარგია როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში.. ალეგრისთან დანილო მეტად პროდუქტიული და სტაბილური გახდა.

ბონუჩი – 6.5 – მიიღო მძიმე დარტყმა.. ამოისუნთქა და ბრძოლა გააგრძელა. ამტკიცებს თუ რატომ მიაჩნია ალეგრის საკუთარი ახალი სისტემის მთავარ ფიგურად.

კიელინი – 6.5 – შეცდომა იმ ეპიზოდში, როდესაც რომამ 11-იანი დარტყმის უფლება მოიპოვა. სხვა მხრივ იბრძვის როგორც კაპიტანს შეშვენის.

დე შილიო – 7 – ბენტანკურზე და კინზე საოცრად გამოზომილ გადაცემას ასრულებს, რომელიც გოლით სრულდება. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მატია გახდა ამ მატჩის ნამდვილი გმირი. ხარისხი, სტაბულურობა და სიზუსტე!

კუადრადო – 6 – ეს იყო მატჩი, სადაც კოლუმბიელი ძირითადად აქცენტს უკანა ხაზის საიმედო თამაშზე ახორციელდება.

ლოკატელი – 6 – საშინაო დავალება – არც მეტი არც ნაკლები.. ახლა საინტერესოა არტურის დაბრუნების შემდეგ, იტალიელის როლი რა იქნება..

ბენტანკური – 6.5 – ყველაფერი იყო – სწორი გადაცემები, ჩაჭრები და ერთადერთ ბურთში უშუალო მონაწილეობა.. მეორეს მხრივ ასევე იყო შეცდომები მოედნის ცენტრში, დაცვიდან ამოსვლისას და ელემენტარულ მოკლე გადაცემებში.. ეპატიება, რადგან სამხრეთ ამერიკიდან ახლახანს დაბრუნდა.

ბერნარდესკი – 6.5 – ამჯერად არც ცრუ ფორვარდია და არც ფლანგელი შემტევი.. მეცალაზე დადგა და საქმეს თავი კარგად გაართვა.. ნამდვილი შედევრი იქნებოდა ფლანგიდან განხორციელებული გადაცემის შემდეგ მაკრატელა, რომ გაეტანა..

კიეზა – 5.5 – არ იყო მისი საღამო.. პრაქტიკულად არ ქონია მომენტი, რადგან რომაელების მხრიდან ფედე განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობდა.

კულუსევსკი – 71 წუთიდან – 5.5 – გამოვიდა რათა შემტევი ხაზი მეტად გაწელილიყო, მაგრამ ამ იდეიდან კარგი არაფერი გამოვიდა. ჩნდება კითხვა – არის კი შვედი ალეგრის სქემისთვის მნიშვნელოვანი?

კინი – 6.5 – მას აკრიტიკებენ – ის კი გამოდის და გოლს იტანს.. საუკეთესო რამ რითაც კრიტიკოსებს პასუხს სცემ..

ალეგრი – 6.5 – გამოიცნო შემადგენლობა და განაგრძობს სერია ა-ში ზემოთ სვლას. მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკელებს დიდი ენერგიის დახარჯვა მოუწიათ სანაკრებოებზე, მან მაინც მოახერხა სასურველი შედეგის მიღება, რადგან მატჩის წინ შექმნილმა გეგმამ 100 %-ით გაუმართლა.

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x