ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს ატალანტასთან გამართული მატჩის შემდეგ:

შესნი – 6 – ვერაფერში ვერ დაადანაშაულებ. ერთადერთი მომენტი იყო და იქ ვერაფერს იზამდა.

კუადრადო – 6 – ერთ-ერთი იმათაგანი ვინც უკანასკნელ წამამდე ცდილობდა სიტუაციის გამოსწორებას.

დე ლიხტი – 5 – ქაოტურად დაიწყო და საპატას ეპიზოდში მისი ბრალეულობაც შედის. მეორე 45 წუთში უკეთესია.

ბონუჩი – 5 – მისგან ახლა საჭირო იყო იმ სტატუსის და ლიდერული სულისკვეთების გამოვლენა, რაც გააჩნია.. მან ეს ყველაფერი ქარს გაატანა.

ალექს სანდრო – 4 – ფეხბურთი ხომ გითამაშიათ, სადაც რჩება შთაბეჭდილება თითქოს ერთით ნაკლები ხართ მეტოქეზე.. აი ასეთია სანდრო.. ერთი უბრალო არაფრით გამორჩეული, რომელსაც შეტევაში არაფერი არ გაუკეთებია.

კიეზა – 5.5 – სამწუხაროდ ფედერიკო მატჩზე ვერანაირად ზეგავლენას ვერ ახდენს და ყველაფერთან ერთად ტრავმასაც ღებულობს. იუვეს იმედი აქვს, რომ ერთ-ერთ ლიდერს მალე დაიბრუნებს.

ბერნარდესკი – 5.5 – 46 წუთიდან – იდეები არის მაგრამ ამ ბერნარდესკის ახლა იუვენტუსისთვის არ შეუძლია საჭირო იმპულსის მიცემა.

ლოკატელი – 6 – ალბათ ერთადერთი პოზიტიური წერტილია რომელზეც ღირს ყურადღების გამახვილება.

მაკენი – 6 – ერთ-ერთი საუკეთესო იყო შავ-თეთრებისგან.. სამწუხაროდ მასაც ტრავმა და ნაადრევად მოუწია მინდორის დატოვება.

კინი – 55 წუთიდან – 6 – ცუდად შემოვიდა და არაფერი არ გაუკეთებია.

რაბიო – 5.5 – ხელფას ღებულობს წამყვანი ფეხბურთელისას და თამაშობს, როგორც რიგითი სკამის მოთამაშე.

დიბალა – 6 – მისი დარტყმული საჯარიმოდან ოდნავ აცდა მიზანს.. ბურთმა ძელს აკოცა და მოედნის ფარგლები ასე დატოვა.. რაღაცნაირად იუვენტუსის მწარე რეალობას რომ უხდება ზუსტად ისე..

მორატა – 5 – ესპანელი იმ მოსწავლეს გვაგონებს, რომელიც ბევრს სწავლობს, მაგრამ ნიშნები ვერა და ვერ გაიუმჯობესა. სტადიონიდან მისი მისამართით სტვენა სრულ რეალობას ასახავს..

 

3 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x