ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსმა 2022 წელი ნაპოლისთან მატჩი გახსნა და დრის მერტენსის გოლს ფედერიკო კიეზას ზუსტი დარტყმით უპასუხა. შედეგად დაპირისპირება ფრედ 1-1 დასრულდა.

ახლა კი ტრადიციულ შეფასებებს გთავაზობთ, რომელიც გამომცემლობა La Stampa -მ გამოაქვეყნა:

შესნი – 6 – მერტენსის ბილიარდის სტილში დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ ზელინსკის ეპიზოდში საიმედოდ იმოქმედა. მეორე ნახევარში დრის ისევ ქონდა მიზნად მისი დამწუხრება, თუმცა პოლონელი ამჯერად მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა.

კუადრადო – 6 – იდეალური შეხვედრა არ გაუმართავს, თუმცა მის აქტიურობას მოყვა გოლი. თან ვერტიკალურობის დახმარებით, მისი თანაგუნდელები კარგ სიტუაციას ქმნიდნენ მეტოქის მისადგომებთან. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საღამოს კოლუმბიელს ინსინიეს სახით სერიოზული მოწინააღმდეგე ყავდა.

რუგანი – 6 – იყო კითხვის ნიშნები რამდენად მზადაა დანიელე ასეთი გამოწვევებისთვის. თურმე, ყოფილა! კარგი დუეტი დე ლიხტთან!

დე ლიხტი – 6.5 – შესნი ბურთს საერთოდ რომ არ შეხებოდა ჰოლანდიელი მერტენსის დარტყმულს თავად მოიგერიებდა. სხვა მხრივ ბელგიელი თოკზე ყავდა გამობმული და არაფრის გაკეთების საშუალება არ მიუცია.

ალექს სანდრო – 5 – ეს უკვე ის შემთხვევაა, როდესაც ღიად ვამბობთ – გუნდს ლუკა პელეგრინის არყოფნა დაეტყო.. უფანტაზიოა შეტევაში და სუსტია დაცვაში..

მაკენი – 6.5 – ამერიკელმა მატჩის საწყის წუთებში იდეალური მომენტი დაასამარა. სხვა მხრივ ტრადიციულად აქტიურია და მეტოქეს თავსატეხს უჩენს.

ლოკატელი – 7 – იუვენტუსის გეომეტრია მისი გავლით ხორციელდება. კარგია როგორც დაბრუნების ფაზაში, ასევე დაცვიდან ამოსვლაში. კარგად ხელმძღვანელობს და მეტოქის ნახევარმცველებსაც პრესინგის ქვეშ ამყოფებს.

რაბიო – 4.5 – დიახ, ადრიენი გუშინ მოედანზე მართლაც იმყოფებოდა.. თუ 2021 წელი ასე თუ ისე კარგ ნოტაზე დაასრულა, 2022 აშკარად ცუდ ფეხზე დაიწყო.

ბენტანკური – 66 წუთიდან – 5 – ვერ მოახერხა თამაში სათანადოდ ჩართვა.

კიეზა – 7.5 – ნამდვილი შვებაა მისი დაბრუნება! გოლის გარდა უამრავი სამუშაო შეასრულა და მუდმივად იგრძნობოდა ხიფათი. იუვეს ძალიან აკლდა კიეზა და ახლა ის კარგ ფორმაში დაბრუნდა.

ბერნარდესკი – 6.5 – ფედერიკო პროგრესირებას განაგრძობს. ახლა ის სხვა სტილში მოქმედებს, მეტად თავდაჯერებულია, ფიზიკურად მომატებელი აქვს და წინ თამამად მიდის.

მორატა – 6.5 – ბევრი შანსი გაუშვა ხელიდან, თუმცა შესაძლოა მასსზე სატრანსფერო ჭორებმა მცირედით მაინც იმოქმედა. მეორეს მხრივ გუნდზე ნაყოფიერად იმუშავა და დაცვაშიც ხშირად ჩამოდიოდა.. გამოდის მაქსის სიტყვებმა მას სიმშვიდე ცოტათი მაინც შემატა.

ალეგრი – 6.5 – სიმართლე ითქვას იუვემ კარგად დაიწყო და გოლმა ცივი შხაპის ეფექტი მოახდინა. მეორე ტაიმში ბრუნდებიან და გოლიც დაიმსახურეს. ნაპოლის მდგომარეობიდან გამომდინარე გამარჯვება კარგი იქნებოდა, მაგრამ დაცვაში საიმედო მოქმედებები დღევანდელ ვითარებაში გაცილებით მნიშვნელოვანია.

4 4 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x