ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

Juventus

გთავაზობთ ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელების შეფასებებს გუშინდელი მატჩის შემდეგ:

ბუფონი – 6 – საერთოდ არაფრით არ განსხვავდებოდა იმ ადამიანისგა, რომელმაც პირველი იარუსის, მეხუთე სექტორში შეიძინა ბილეთი. აქტიური გულშემატკივრის როლში 90 წუთის მანძილზე.

დანილო – 6 – უკანა ხაზის კომპაქტურობას ინარჩუნებს.

დე ლიხტი – 6.5 – მშვიდი და სასიამოვნო საღამო. ყოველგვარი პრობლემის გარეშე უმკლავდება მეტოქის ფორვარდებს.

რუგანი – 6.5 – იტალიელი მცველი შესაშური კონცენტრირებით, ცივსისხლიანობით და აგრესიით. დანიელე გულშემატკივრების წინაშე კარგი კუთხით წარდგა. 

ალექს სანდრო – 6 – დანილოსგან განსხვავებით, შეტევაში ოდნავ უკეთესია. დუგლას კოშტასთან ერთად ცდილობდა მარცხენა ფლანგის პროდუქტიულად ამუშავებს.

ბერნარდესკი – 6.5 – იტალიელი დიდი დაკვირვების ქვეშ იყო, პირველ რიგში ახალი პოზიციის გამო. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფედემ გამოცდა წარმატებით ჩააბარა. პოზიცია არასდროს დაუკარგავს, კარგი იყო ართმევით მანევრირებაში და ბუნებრივია ეხმარებოდა გუნდს იმ ფეხბურთის თამაში, რაც იუვეს შესრულებით 90 წუთის მანძილზე სიამოვნებას გვანიჭებდა.

ბენტანკური – 7 – დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანზე ბრუნდება და საქმეს მაღალ დონეზე ასრულებს. საერთოდ არ განიცდის პიანიჩის არ ყოფნაში.. თავად უძღვება გუნდის ტემპს და ოდნავ, რომ გამართლებოდა გოლს თავადვე გაიტანდა.

რაბიო – 6.5 – ამჯერად სარის სირთულეში არ ჩაუგდია და შუახაზში მარცხნივ გაამწესა. სულ უფრო და უფრო ხვდება მწვრთნელის მოთხოვნებს.. მის ტაქტიკურ სისტემას და გუნდის მოძრაობას.

რემზი – 71 წუთიდან – 6 

დუგლას კოშტა – 7 – ბრაზილიელი მარცხენა ფლანგზე მოგვევლინა და ჩვეული ინტენსივობით აბითურებდა მოწინააღმდეგეს. თუმცა, ყველაფერთან ერთად არც დაცვით მანევრირებას ივიწყებდა.

კუადრადო – 63 წუთიდან – 6 – რამდენიმე სპრინტერული ჩართვით პოზიციონირებდა. 

დიბალა – 8 – ამ საღამოს ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. მისი თითოეული შეხება სილამაზის მწვერვალია. კომბინაცია იგუაინთან ნამდვილი სიმფონია.. თუმცა, იგი არ ჩერდება მიღწეულზე და თავადაც ორჯერ იჩენს თავს!

პიაცა – 75 წუთიდან – 6 – დებიუტი.. იმედი რომ ეს ახალი დასაწყისია!

იგუაინი – 7 – კარგი დუეტი დიბალასთან. შემდეგ გუნდზე იწყებს მუშაობას და ფლანგიდან ფლანგზე გადადის.. ცენტრში დგას.. ერთი სიტყვით შედეგიანი და პროდუქტიული მატჩი.

სარი – 7 – მისმა ყველა ჩანაფიქრმა გაამართლა. ბერნარდესკი მეცალაზე, სამი ფორვარდი რომლებიც ფლანგებზე საკმაო სიღრმეში ირჯებოდნენ.. კარგი მატჩი!

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<