ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელების შეფასებები

იუვენტუსი

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს, მას შემდეგ რაც იუვენტუსმა კრიშტიანო რონალდუს ორი გოლით მეტოქის დამარცხება ანგარიშით 2-0 შეძლო:

ბუფონი – 6 – 20 წლის წინ დაწყებული ზღაპრული ისტორია და დღეს ჯიჯის იდეალური პოზიციიდან ქონდა საშუალება ამ ყველაფერზე ეყურებინა და დამტკბარიყო.

კუადრადო – 6.5 – ის ფაქტი, რომ 32 წლის ასაკში კოლუმბიელი ასეთი განსაკუთრებული შემადგენლობის უცვლელი წევრია, ბევრ რამეზე მეტყველებს. აკონტროლებს საკუთარ ფლანგს და შეტევაშიც არაერთხელ ჩაერთო ნაყოფიერად.

დემირალი – 6.5 – რაც დრო გადის თურქი ბევრ ასპექტში იხვეწება და შეუცვლელი ხდება. მისი საბრძოლო ხასიათი, ამ ეტაპზე უკვე მოდის სინთეზში ცივსისხლიანობასთან და ჭკვიანურ მოქმედებებთან. გაუვალია.

დე ლიხტი – 7 – რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ, გამოდის მინდორზე და კალიარის ფორვარდს საკუთარ სავიზიტო ბარათს უტოვებს. აბსოლუტური დომინირება მეტოქეზე.

დანილო – 6.5 – ანდრეა პირლოს მოსვლის შემდეგ ბრაზილიელი პრაქტიკულად შეუცვლელია და მისი მოქმედებები აპლოდისმენტებს იწვევს. ანდრეამ მასში თითქოს სხვა მხარე აღამოაჩინა.

კულუსევსკი – 6.5 – ბევრი ტაქტიკური ნიუანსი, არაერთი გარღვევა და თამაში პარტნიორებზე.. შვედი საკუთარ საქმეს ურიგოდ არ ასრულებს, მაგრამ ყველას ესმის, რომ ეს მისი მაქსიმუმი არ არის და ყველაფერი წინ აქვს.

რაბიო – 6.5 – ფრანგი შუახაზში დომინირებს.. დიახ, ზუსტადაც რომ დომინირებს, რადგან მეტოქეს მის გრძელ ფეხებთან გამკლავება ყველა ასპექტში ძალიან უჭირდა.

მაკინი – 70 წუთიდან – 6.5 – უფრო და უფრო ეფლობა პირლოს ტაქტიკურ ნიუანსებში.. მოედანზე გამოდის და მიუხედავად იმისა, რომ 20 წუთია დარჩენილი, ზუსტად იცის რა და როგორ უნდა გააკეთოს.. დაგვრჩა შთაბეჭდილება თითქოს პირველიდან ბოლო წუთამდე იასპარეზა.

არტური – 7 – ბრაზილიელი მსგავსად საკუთარი პარტნიორისა ასევე დომინირებდა.. მას უფრო აპრესინგებდნენ, რადგან მცველების წინ ყველაზე ხშირად მელოს ვხედავდით.. და რას აკეთებდა იგი? What A Wonderful World -ს უსმენდა და მშვიდად ამოდიოდა დაცვიდან.. სხვაგვარად ახსნა შეუძლებელია, რადგან მეტოქე მის წინააღმდეგ ვერაფერს ხდებოდა.

ბერნარდესკი – 7 – კონტროლი ფლანგზე, წინ წასვლა, გოლი (რომელიც გააუქმეს), ორი იდეალური გადაცემა პარტნიორზე – ჯერ რონალდუზე, შემდეგ მორატაზე.. ეს მისი რეინკარნაცია არის? ვნახოთ გამოიღებს თუ არა პირლოსთან მუშაობა შედეგს.. ფაქტია, დღეს მან ანდრეას იმედი სრულად გაამართლა.

რონალდუ – 7 – დიდი სტატუსი, დაუღლელად გადაადგილება და შანსის გამოყენება.. დღეს მან ეს ორჯერ მოახერხა და გუნდს დამსახურებული გამარჯვება მოუტანა. მეორე ტაიმში შეეძლო თანაგუნდელებზე უფრო მეტად თამაში, თუმცა ეს ხომ კრიშტიანოა.

მორატა – 6.5 – პირველი გოლი რატომ გაუქმდა ხომ იცით? თამაშგარეში ისევ და ისევ ესპანელი აღმოჩნდა.. თუმცა, ალვარო ამტკიცებს თავის ჩინებულ ფორმას.. მაქსიმალურად ეხმარება თანაგუნდელებს და დახმარების ხელს უწვდის ყველას, ვინც დასარტყმელ ზონაში ხვდება ან ახლოს არის ამასთან. ასეთი მორატა იუვესთვის შეუცვლელია.

დიბალა – 70 წუთიდან – 6 – ორი დარტყმა, ორი დრიბლინგი.. ლამაზია მაგრამ მათთვის ვისთვისაც ესთეტიკა ბევრ რამეს ნიშნავს.. ტრავმის შემდეგ ურიგოდ არ ბრუნდება.

პირლო – 7.5 – არ ცდება ბერნარდესკის და კულუსევსკის ფლანგებზე გამწესებით.. არც ტაქტიკური სქემით, რომელიც 4-4-2 იყო. თამამად უნდა ვთქვათ, რომ იუვეში მოსვლის წამიდან, ეს იყო საუკეთესო შეხვედრა მისი ხელმძვანელობით.

5 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
7 days ago

მართლა საუკეთესო იყო ყველა და ლოგიკურია შეფასებაც

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<