ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფეხბურთელთა შეფასებები (ინტერი 1-2 იუვენტუსი)

იუვენტუსი

იუვენტუსმა სან სიროზე იტალიის თასის პირველ 1/2 ფინალურ შეხვედრაში ინტერს 2-1 სძლია და ტურინული მატჩის წინ, კომფორტული გარემო შეიქმნა.

ორივე გოლი ტურინელთა რიგებიდან კრიშტიანო რონალდუს ანგარიშზეა.

ახლა კი გთავაზობთ ტრადიციულ შეფასებებს, რომელიც La Stampa -მ გამოაქვეყნა:

ბუფონი – 6 – ეს არ იყო მისი საღამო. ლაუტაროს შეცდომის შემდეგ, მალევე ბრუნდება, თუმცა მეორე ტაიმში მთელი რიგი პრობლემები ფიქსირდება.. სანჩესის ეპიზოდის დროს უბრალოდ გაუმართლა, როდესაც კარი დემირალმა იხსნა. ბრუნდება დარმიანის ეპიზოდის დროს.

კუადრადო – 7 – ადასტურებს კარგ ფორმას. უტევს, იცავს და ერთი სიტყვით აქტიურია მთელს სივრცეზე. სწორედ მასსზე ჯარიმას მოყვა ანგარიშის გათანაბრება.

დემირალი – 6.5 – იწყებს სუსტად.. მაგრამ რამდენიმე წუთის შემდეგ ხვდება სად იმყოფება და თამაში აქტიურად ერთვება. იწყება ნამდვილი ომი სანჩესთან.

დე ლიხტი – 6.5 – ჰოლანდიელი ადვილად აძლევს ლაუტაროს გოლის გატანის საშუალებას. ამის შემდეგ არგენტინელს გაქანების საშუალებას არ აძლევს, ისევე როგორც დანარჩენ ინტერისტებს.

ალექს სანდრო – 6 – დაცვაში პრობლემები აქვს.. თუმცა, შეტევაში გაცილებით აქტიურია.

მაკენი – 6.5 – უინსტონი ყველგან არის.. უტევს, ართმევს და ყოველთვის მზად არის შეტევის გამწვავებისთვის.

ბენტანკური – 6 – პირველ 45 წუთში სოლიდურად გამოიყურება, მაგრამ მეორე 45 წუთში ტემპს აგდებს და ნაკლებად შესამჩნევია.

რაბიო – 6.5 – ფრანგს ანდრეამ თავდაჯერებულობა შემატა და მანაც კარგად დაიწყო თამაში. უამრავ ბურთს უბრუნებს გუნდს და არც შეტევის განვითარების კუთხით მოიკოჭლებს.

ბერნარდესკი – 5.5 – მოტივირებულია.. თავის თავზე აღებასაც არ ერიდება, მაგრამ ამ ყოველივე სიზუსტე აკლია.

კულუსევსკი – 5 – ყველაზე სუსტი ტურინელთა რიგებიდან. ჩვეულად აქტიური ვერ არის.. ხშირად ცდება და ვერ ქმნის საჭირო სივრცეებს.

რონალდუ – 7.5 – არაფერს პატიობს.. ცივსისხლიანია და მცირე შანსაც გოლად აქცევს. სან სიროზე დაიპყრო და ტურინს საპასუხო მატჩის წინ იდეალური ატმოსფერო შეუქმნა.

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maradona73
maradona73
2 months ago

დელიხტს და დემირალს შეთმაშება აკლიათ ცოტა, თორემ მერე გადახნავენ ყველაფერს.
ამ სეზონში მგონი პირველად ითამაშეს ერთად.

juventino
juventino
2 months ago
Reply to  maradona73

მეც მაგას ვამბობ რო ბონუჩი-კიელინის ეგენი შეცვლიან.არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყიდონ დემირალი.ცუდი ტრამვა მიიღო და ასე მარტივად ვერ მოირჩენდა.მაგარი მებრძოლი ტიპია და სერიოზულ ცენტრს შექმნიან.დიბალა იყოს ნეტა ისევ ისეთ ხოდზე და წინ რონი,მორატა,დიბო გადაუვლიდა ყველას.ნახევარში კიდევ მაკენი მაგრად დგას,არტური იქოქება და ამ ბენტაკურს ვერ გავუგე ვერაფერი.რაბიომაც თითქოს იმ მილანის სასწაული გოლის მერე მაგრად მოუმატა და მერე ისევე დაყვინა.ბურთის კარგი დამჭერი ნახევარმცველი გვინდა და მერე უფრო თამამად შეუბერავენ

maradona73
maradona73
2 months ago
Reply to  juventino

პოგბა დაგვხატავდა, მაგრამ აგრძელებს მგონი კონტრაქტს მანჩესტერთან.

აურარი კაი ბიჭი ჩანს, ბურთის დაჭერაც შეუზლია და შეტევის ორგანიზებაც.
ზოგადად ლიონი კარგ კადრებს ზრდის.

juventino
juventino
2 months ago
Reply to  maradona73

რა ნახა ამმანჩესტერში რო არ შორდება ცოცხალი თავით.რა სეზონები ქონდა ტიპს იუვეში და სად წავიდა.დეპაიც მაგრად მოუხდებოდა იუვეს მგონია

juventino
juventino
2 months ago

მთავარია მოვუგეთ მაგ ნაბოზ…..!!! იტალიის თასსაც დავდებთ წელს და სკუდეტოსაც!ლიგაზე ტყუილად ნუ ვიოცნებებთ წელს,მაგრამ თუ ნორმალური შევსება ექნება გუნდს,მომავალი წლისთვის უკვე შეიძლება მოგება.პირლო ფაქტია ეხლა სწავლოს მწვრთნელობას და თან საჭირო ფორმაციის მოძებნას ცდილობს.ბევრი უაზრო ქულა დავკარგეთ ამ ძიებაში,მაგრამ ფაქტია ძლიერ გუნდებთან დადო შედეგები (ინტერთან თამაშს თუ არ ჩავთვლით) სეზონის ბოლოს გამოიკვეთება კონტურები რისი ტრა… გვექნება მომავალ წელს

maradona73
maradona73
2 months ago
Reply to  juventino

ჩემი აზრით ნამეტანი აწეულს ათამაშებს და უკან დიდი სივრცეები რჩება კონტრშეტევისთვის, როგორც წესი მანდ გვიჭერენ ზუსტად.

maradona73
maradona73
2 months ago

ბეტანკურზე და რაბიოზე ვერ ჩამოვყალიბდი რა, ესენიც ძალიან არასტაბილურები არიან.

ხან გამოანათებენ, ხან კალიარის დონეზე თამშობენ.

maradona73
maradona73
2 months ago

კულუსევსკი იყო საშინელება, ბერნაზე უარესად გამოიყურებოდა.

ნამეტანი მძიმეა, სისწრაფის აკრეფა არ შეუძძლია მოკლე მონაკვეთში.
მოკლე რა 10 მეტრაშიც ვერ გადის საჭირო სისწრაფეზე.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

8
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<