ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფიორენტინა ვლაჰოვიჩის შემცვლელებზე მუშაობს

იუვენტუსის პრობლემებს დასასრული არ უჩანს.. ლაციოსთან გამარჯვების შემდეგ კლუბმა ჩელსისთან უშანსოდ დამარცხდა და სტემფორდ ბრიჯი ოთხი უპასუხო გოლით დატოვა..

ტურინელები სატრანსფერო ფანჯარას იმედიანად უმზერენ, თუმცა რამდენად შეძლებენ იებთან დუსან ვლაჰოვიჩის თაობაზე შეთანხმების მიღწევას რთული საკითხია.

ფლორენციელები 70 მილიონს ითხოვენ, ხოლო იუვემ 50 შეთავაზა.. თუმცა ეს არის რაიმე გავლენიანი წყაროს მხრიდან დადასტურებული..

ერთი რაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ არის თავად ფიორენტინას მოქმედებები ბაზარზე.. მათი წარმომადგენელი დომენიკო ბერარდის და ჯანლუკა სკამაკას თაობაზე მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. ალტერნატივად სახელდებიან რიკარდო ორსოლინი და ბორხა მაიორალი.

ორი აზრი არაა რომ აღნიშნული სვლები ვლაჰოვიჩის შესაძლო წასვლის შემთხვევაში განხორციელდება და კლუბი როგორც ჩანს უკვე შეეგუა ტანმაღალი ფორვარდის წასვლას. აი სად წავა, რამდენ მილიონად და როდის ეს უკვე სხვა ამბავია.

იუვე არ აპირებს ალვარო მორატას გამოსყიდვას და თუ ვლაჰოვიჩი იანვარში ვერ გაიფორმა, მაშინ ზაფხულში ამ ტრანსფერისთვის მაქსიმუმს გაიღებს.


შეიტანე წვლილი შენი ფავორიტი საიტის მუშაობაში ✊🥰

ანგარიშის ნომრები:

BOG: GE75BG0000000101336912

TBC: GE46TB7405945063600014

Paypal: paypal.me/davitjishkariani1

5 2 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
JUVENTUS
JUVENTUS
11 days ago

ხარვეზი აღარ ჰქვია იმას, რაც ჩევნ შუა ხაზში ხდება. უბრალოდ შანსი არ არის რომელიმე ფავორიტს გავუქაჩოთ (სიტის, ლივერპულს, ბაიერნს ან რეალს). დამალავენ ბურთს და უნდა სდიონ ბენტანკურმა და რაბიომ ასართმევად სხვა სცენარი წარმოგიდგენიათ? დიბალა თუ არ არის ბურთს ვერ იჩერებს გუნდი, მაქსიმუმ ბონუჩი-დე ლიხტმა გაუგორონ ერთმანეთს სამი-ოთხი პასი. სერი ა-ს პირობებშიც არაერთ გუნდს ჰყავს მეტად დალაგებული შუა ხაზი. ჩვენთან ქაოსია, ვინ რას თამაშობს ვერ გაიგებ. ერთი მაინც ხომ უნდა იყოს გამორჩეულად კარგი (ტოპ ნახევარცმელი) ყველაზე მნიშნელოვან ზონაში, რო დაალაგოს თამაში… ამას თუ ვერ ხედავენ ეგენი და თავდასხმაში ჰგონიათ მთავარი პრობლემა რავიცი, შემოგზავნილები არიან ალბათ მენეჯმენტში.

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
11 days ago

იანვარშივე გვინდა! ხარვეზები სხვა პოზიციებზეც გვაქ მაგრამ გვჭირდება თამაშის შემომტრიალებელი ფეხბურთელიც!

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x