ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფრაბოტას აგენტი:”ჩემთვის მისი შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა”

ჯანლუკა ფრაბოტა

სეზონის დაწყების წინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ჯანლუკა ფრაბოტა სამპდორიასთან შეხვედრაში მინდორზე პირველსავე წუთებიდანვე გამოჩნდებოდა.

თუმცა, მის აგენტს თუ დავუჯერებთ ამაში მოულოდნელი არაფერი ყოფილა:

“ზაფხულის პერიოდში, ვიცოდით რომ იუვენტუსის 23 წლამდელთა გუნდს ანდრეა პირლო გაწვრთნიდა..

კლუბი კი ფრაბოტას ყოველთვის განსაკუთრებულად აფასებდა და მასთან დაკავშირებით სერია ბ-ს გუნდებიდან წამოსული ყველა წინადადება უარყვეს. 

წინასასეზონო მომზადებისას ჩემმა კლიენტმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობამ რეალური იმედი ჩამისახა..

შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ პირლომ ლუკა პელეგრინი და მატია დე შილიო არენდით სხვა კლუბებში გაუშვა.. სწორედ ამიტომაც ვიფიქრე, რომ ფრაბოტა სამპდორიასთან მინდორზე გამოჩნდებოდა.

გარკვეულწილად მას ფაბიო გროსოს ვადარებ.. ტანმაღალი მარცხენა ფლანგზე მოქმედი ფეხბურთელი, რომელსაც კარგი დაყენებული დარტყმა და ბრძოლისუნარიანობა გააჩნია..

ბუნებრივია მსოფლიოს ჩემპიონამდე ჯერ კიდევ ბევრი უკლია, თუმცა ჯანლუკა ძალზედ შრომისმოყვარეა და უკან არაფერზე იხევს.”

5 3 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<