ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ფრანგული მედია:”პიანიჩი ალტერნატიულ ვარიანტებს განიხილავს”

მირალემ პიანიჩი

ფრანგული მედიის მტკიცებით მირალემ პიანიჩი უკვე აწარმოებს პსჟ-ს მესვეურებთან პირად კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს.

ჯერჯერობით მისი ბარსელონაში გადასვლა პრობლემდება, რომელიც დაკავშირებული არის არტურ მელოსთან..

ესპანელები ვერ ახერხებენ ბრაზილიელის დარწმუნებას, რომ მან კარიერა ტურინში გააგრძელოს.

სხვა ფეხბურთელების ბარტერში ხილვა კი იტალიელთა გეგმებში ოდნავადაც არ შედის.

აქედან გამომდინარე, პიანიჩი სხვა ალტერნატივებსაც განიხილავს და ერთ-ერთი ასეთი საფრანგეთის მოქმედი ჩემპიონია..

აღსანიშნავია, რომ ბოსნიელი შუახაზელი ლიგა 1-ში ჯერ კიდევ 2004 წელს მოხვდა, როდესაც კონტრაქტი მეცთან გააფორმა, რის შემდეგაც 2008 წელს ლიონმა დაიმატა. 

იმ შემთხვევაში თუ პარიზილებმა მირალემთან საერთო ენა გამონახეს, უკვე ამის შემდგომ მოლაპარაკებები კლუბებს შორის დაიწყება. ფრანგები თანხასთან ერთად ლეანდრო პარედესის შეთავაზებას აპირებენ, რომლითაც იტალიელები ადრეც ინტერესდებოდნენ.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<