ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ღირსების საქმე!

ლუჩანო მოჯიმ მაინც იპოვა სიმართლე და დაამტკიცა, რომ კალჩოპოლი მორატიმ მოაწყო, ხოლო ყველაზე დიდი დამნაშავე ამ საქმეში “ინტერი” იყო! მართალია, ამით არაფერი შეიცვლება, კალჩიოპოლის საქმეს ვადა გაუვიდა და ნამდვილი დამნაშავეები დაუსჯელი დარჩებიან, მაგრამ ეს ღირსების საქმე იყო…

ლუჩანო მოჯი არასოდეს ნებდება.

კალჩოპოლის დროს მოჯიმ მოითხოვა მოესმინათ ყველა სატელეფონო ჩანაწერი – 100 ათასზე მეტი. მას ჰქონდა არგუმენტი: მსაჯების გამანაწილებელმა – პაოლო ბერგამომ განაცხადა, რომ ყველაზე ხშირად მას “ინტერის” ბოსები უკავშირდებოდნენ. მოსამართლემ არ მიიღო მოჯის წინადადება იმ არგუმენტით, რომ ყველა ჩანაწერის მოსმენას სამი წელი მოუნდებოდა. ჩანაწერები სიმართლის დასადგენად უჩვეულო მიდგომით – შერჩევით მოისმინეს.

საქმე კი ასე დაიწყო…

2006 წლის 22 აპრილს La Gazzetta dello Sport-მა მოჯის სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა, სადაც ის იტალიის მსაჯთა ასოციაციის ბოსებთან საუბრობდა. ერთთვიანი საბრალდებო პუბლიკაციები იმით დამთავრდა, რომ კალჩოპოლის გახმაურებული საქმე აგორდა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) პრეზიდენტი ფრანკო კარარო გადადგა, ხოლო სკანდალში გახვეული აღმოჩნდნენ “იუვენტუსი”, “ლაციო”, “მილანი” და “ფიორენტინა”.

FIGC მეთაურად დროებით გვიდო როსი დაინიშნა. ივლისში კომისარმა ნაჩქარევი სასჯელი გამოიტანა, აპელაციის შემდეგ კი “მილანს”, “ლაციოს”, “ფიორენტინას” და “რეჯინას” სასჯელი შეუმსუბუქეს და რამდენიმექულიანი დეფიციტით სერია ა-ში დატოვეს.

მთავარი დამნაშავე კი “იუვენტუსი” აღმოჩნდა: ტურინელებს ორი სკუდეტო წაართვეს და სერია ბ-ში დააქვეითეს…

ახლა ვნახოთ ვინ გამოიტანა სასჯელი: კლუბების ბოსების მოსმენების ორგანიზება  Telecom Italia-მ მოაწყო, რომლის დირექტორთა საბჭოში მაშინ იმყოფებოდა “ინტერის” მფლობელი მასიმო მორატი. კომპანიის შეფი მარკო ტრონკეტი პროვერა Pirelli-ს უმსხვილესი აქციონერი იყო (შეგახსენებთ, რომ Pirelli “ინტერის” უცვლელი სპონსორია). FIGC-ის კომისარი გვიდო როსი “ინტერის” აქციონერი იყო და ერთ დროს დირექტორთა საბჭოშიც შედიოდა, კალჩოპოლის შემდეგ კი  Telecom Italia-ში მაღალ პოსტზე დაინიშნა!

2007 წელს  Telecom Italia უკანონო მოსმენებში დაადანაშაულეს. ბობო ვიერიმ მილიონი ევროც კი მოუგო.  Telecom Italia-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ჯულიანო ტავაროლიმ თქვა, რომ “იუვენტუსის” მოსმენის განკარგულება მორატიმ გასცა. გამოძიებას კომპანიის რამდენომე წევრი აწარმოებდა, ერთერთი მათგანი შემდეგ ნეაპოლის ხიდიდან გადახტა, ხოლო ორი მათგანი დაიჭირეს, რომლებიც ხელმძღვანელების წინააღმდეგ წავიდნენ, მათ განაცხადეს, რომ უფროსობამ არასასურველი ჩანაწერების განადგურება დაავალეს.

მიუხედავად ამისა “იუვეს” სერია ბ-ში დაქვეითება არ ემუქრებოდა, ერთადერთი რაც დაქვეითებას ითვალისწინებდა რეგლამენტის მე-6 პუნქტი იყო, რომელიც თამაშების ჩაწყობას ეხებოდა. “იუვეს” ეს პუნქტი არ დაურღვევია, რაც მოსამართლემაც დაადასტურა. მოჯის საუბარს ბერგამოსთან მსაჯების დანიშვნაზე ზეგავლენა არ ჰქონია. მოჯის დარღვევები მხოლოდ ჯარიმებს ითვალისწინებდა. “თამაშებზე ზეგავლენის” დამადასტურებლად “იუვეს” პირველი ადგილი მოიყვანეს! ეს საკმარისი არ იყო, როსიმ მაშინ რეგლამენტში სტრუქტურული დარღვევები შეიტანა.

ჩვენ  უფრო დიდხანს უნდა გამოგვეძია მოჯის საქმე. ფედერალურ სასამართლოს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულება, რომ “იუვენტუსისთვის” სკუდეტო წაერთვათ. მაგრამ გვიდო როსიმ თავისი მეგობრები შეყარა და სკუდეტო “ინტერს” გადასცა” – ფედერალურმა მოსამართლემ კარლო პორჩედუმ მხოლოდ შარშან აღიარა!!!

მოჯიმ ბრძოლა გააგრძელა. 2010 წელს სასამართლომ 75 ჩანაწერი მიიღო, სადაც “ინტერი” ფიგურირებდა. “ეს ჩანაწერები 2006 წელს რომ გვქონოდა, “ინტერი” დაისჯებოდა” – აღნიშნა მოსამართლემ.

ჩანაწერებში “ინტერის” პრეზიდენტი ფაკეტი მსაჯთა გამანაწილებელს ბერგამოს ესაუბრება და “ინტერი” – “კალიარის” მატჩის მსაჯის ბერტინის “აზრზე მოყვანას” სთხოვს, რაზეც ბერგამო პასუხობს, რომ ის უკვე მიხვდა ყველაფერს და სასურველი შედეგი დაიდება… ბერტინიმ “ინტერს” გოლი ჩაუთვალა სადაც პასი ხელით იყო გაკეთებული და არ გააძევა კარინი განზრახ ხელით თამაშისთვის…

2011 წელს პროკურორმა სტეფანო პალაციმ გამოძიების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. “ინტერი”, მორატი და ფაკეტი დაადანაშაულეს სპორტულ მაქინაციებში და მსაჯების საქმიანობაში დანაშაულებრივ ჩარევაში. ისინი მსაჯების შეფებს ურეკავდნენ უშუალოდ მატჩის წინ და იმ მსაჯებზე ზემოქმედებდნენ, რომლებიც მათ თამაშზე იყო დანიშნული.

“ინტერმა” დაარღვია სწორედ ის ერთადერთი მე-6 პუნქტი, რომელიც სერია ბ-ში დაქვეითებას ითვალისწინებდა!!!

ხმამაღალმა დოკუმენტმა შედეგი ვერ გამოიღო, “ინტერს” ტიტული არ წაართვეს. საქმე დაიხურა ვადის გასვლის გამო, რომელიც 4 წელს ითვალისწინებდა. ისე დაემთხვა, რომ პალაციმ “ინტერი” კალჩოპოლიდან 5 წლის შემდეგ დაადანაშაულა…

მოჯიმ პირდაპირ ეთერში რამდენიმეჯერ დაადანაშაულა “ინტერი” და ჯაჩინტო ფაკეტი მსაჯების მოსყიდვაში, რაზეც ფაკეტის შვილი ჯანფელიჩე წამოეგო და მოჯის სასამართლოში უჩივლა ცრუ ბრალდებების გამო. მოჯისაც ეს უნდოდა – სინამდვილეში რასაც მოჯი ამტკიცებდა უკვე დადასტურებული იყო პროკურორ პალაცის მიერ, მაგრამ ვადის გასვლის გამო საქმე სასამართლომდე არ მიდიოდა. აქ კი უმცროსმა ფაკეტიმ უნებურად საქმე სასამართლოს დაუბრუნა. ჯანფელიჩეს სჯეროდა, რომ შავლურჯები საქმეში არ იყვნენ, ხოლო პროკურორის სიტყვები მხოლოდ სიტყვებია, მაგრამ შეცდა – სანამ მოსამართლე დასკვნას გამოიტანდა, უნდა გაერკვია სინამდვილეში ლობირებდა თუ არა “ინტერი” მსაჯებს…

ახლა ყველაფერი დამთავრდა. კალჩოპოლის საქმე დაიხურა. მოჯიმ გაიმარჯვა, პროკურორის დოკუმენტი სასამართლომ აღიარა – ყველაზე მეტად კორუფციულ სისტემაში “ინტერი” იყო დამნაშავე.

და რა მოხდება შემდეგ? არც არაფერი. წართმეული სკუდეტო “ინტერს” შერჩება, არავინ დაისჯება, რადგან კლუბის ყოფილი ბოსები ჩამოშორდნენ ფეხბურთს, ხოლო მოჯი არ დაუბრუნდება სამუშაოს. შეიძლება “იუვენტუსმა” ისევ მოითხოვოს უიმედოდ 400-500 მილიონი, რადგან FIGC-ს ფული არა აქვს.

ბოლოს და ბოლოს ყველაფერი დამტკიცებულია სასამართლოს გარეშეც. ჩემპიონი დაბრუნდა. სწორად აღნიშნა დონ ლუჩანომ მოგებული საქმის საბოლოო სიტყვაში: “კალჩოპლოლი დიდი ხანია დამთავრდა, მუშაობს ვიდეოგანმეორებები, ხოლო “ინტერი” ისევ 22 ქულით ჩამორჩება “იუვენტუსს”…

მოჯიმ ღირსება აღიდგინა და აღუდგინა ის “იუვეს”!

 

 

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
78 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Bianconeri.10
Bianconeri.10(@bianconeri-10)
3 years ago

და მიაყოლონ ალეგრის მაროტა და მოიყვანონ მოჯი.წიხლით გააგდებს იგუაინებს ასამოებს და ბევრ სხვა ბალასტს :))

nexus
nexus(@chogovadzeee)
3 years ago

ai rogor megona ro dges itamashebda mogebaze imena gundi romelic ligidan gamovarda da dzalian kargi gakvetilic unda eswavla… itamashe ra rs deda naqachi fexburti 90 wutshi napoli ro ver gaitanda ar icoda mag burakma… mica burti da moedani rogorc yoveltvis… realtanac mase qna tan vifiqre axla tu meotxeze ar wavida dagverxrva tqo da masec moxda… gegoneba tviton tamashobs moedanzeo da ezarebodes sirbili qinzi supta…

Bianconeri.10
Bianconeri.10(@bianconeri-10)
3 years ago

ყ..ა ეს ალეგრი ყ… ! გამომიხტება ახლა ვიღაც ფეხბურთის გურუ და ან დიბალას დააბრალებს,ან კიელინის ან სააკაშვილს ,კაროჩე ალეგრის გარდა ყველას :)) დაცვიდან ათამაშო გუნდი და კოსტა გაიყვანო და მანჯუკიჩი შემოიყვანო,რომ კონტრშეტევაზე გაიქცეს, არვიცი რავიცი.ახლა დიბალას გაყიდიან,ბერნარდესკის იმდენი ხანი არ ათამაშებს რომ თამაში დაავიწყდება.კაროჩე ტიტულის დაკარგვა როგორ ვინატრო მაგრამ მართლა მიღირს უკვე ამას თუ გაუშვებენ.წელს რა სვარკასაც ვუყურებ მთელი წელია მეყო :))

juve-10
juve-10(@juve-10-2)
3 years ago

რო გახდეს ნაპოლი ჩემპიონი დიდად არც გამიტყდება) მაგრად გატრუხდა ეს სკუდეტო)) პროსტა ძაან ტეხავს რო საკუთარ მოედანზე ფრეზე თამაშობ რაა. მე ლიჩნად ზოგადად ძაან მესიმპატიურება ნაპოლი და ცოტა მეტი რესურსი რო ქონდეთ სერიოზული ძალა იქნება დაჟე ევროპაშიც, მარა მიუხედავად იმისა რო მართლა კარგი გუნდია, დღეს იუვენტუსმა წააგო და არა ნაპოლიმ მოიგო. უფრო სწორედ ალეგრიმ წააგო!

Samtrediel90
Samtrediel90(@henry14)
3 years ago

კულიბალის გოლზე იმხელა ვიღრიალე გავაღვიძე მეზობლები,გამიხარდა მაგრა და სულ ცალ ყ ვერზე მკიდია ვინ რას იფიქრებს. მაგათ თუ ფეხებზე ვკიდივართ და ფრეზე თამაშს და ბურთის მოშორებას გვაყურებინებენ მე რატო ვიშალო ნერვები და ვუბალეშიკო. მაგათ არ მოუტ ყან ჩაჯმული დე დის ტ რაკი

ALLENATORE
ALLENATORE(@allenatore)
3 years ago

მოიყვანონ ისეთი მწვრთვნელი რომელიც ფეხბურთს ითამაშებს )) 11 კაცით დაცვაში დგომა არის ფეხბურთი?? კროტონესთან რო დაცვას ითამაშებ :DD: გააგორე ეს დედა მოტყ%%ნული ბურთი )) სამი პასი ვერ გააკეთეს გადაბმული )) ვინ წაააგო ეს თამაში სად ხართ ალეგრის ფანებო ?? )) ვინ წაააგო დღეს თამაში ? მადრიდმა შე დედა ნაქაჩო მოგცა მაგალითი რო გუნდს შეუძლია შეტევაზე თამაში )) რა ისწავლე მაგ მადრიდიდან ?? კროტონესთამ ანტი ფეხბურთი ??

nexus
nexus(@chogovadzeee)
3 years ago

yvela da yvrlaferi utans am napolis da chven saxlshi karshi ver davartyit… girsia napoli skudetos… sircxvilia ukve da fexburtelebze dabraleba kide dacvashi arbenia kacma duglasas da kide sxva darchens imena…

ALLENATORE
ALLENATORE(@allenatore)
3 years ago

ტიბემბა კუთხურიდან გაუშვეს )) ნაპოლის ჯუჯები ყავს )) კულიბალი და ალბიოლია ერთი ვისაც თავით თამაში შეუძლია ))) დამთავრდა იუვეს სკუდეტო )))) 100 % ნაპოლი გახდება ჩემპიონი )) ინტერი და რომა დედას მოი%%%ტყნავენ სახლში იუვესთან )))) სარი ყოფილა გლეხი და ალეგრი მწვრთვნელი :D:D ამ იუვენტუსით სარი მართლა ორი თვის წინ მოიგებდა სკუდეტოს ))

Forzaitalia
Forzaitalia(@forzaitalia)
3 years ago
Reply to  ALLENATORE

მოიყვანონ მერე სარი. თვითონაც სიხარულით დასთანხმდება

nexus
nexus(@chogovadzeee)
3 years ago
Reply to  Forzaitalia

sari magrad minda ro movides da napolic ver utanxmdebao mara mai mware neapolelia da aq rogor ikadrebs mosvlas ar vici…

Forzaitalia
Forzaitalia(@forzaitalia)
3 years ago
Reply to  nexus

გაუკეთონ კარგი შეთავაზება და წამოვა კიარა გამოფრინდება. ბოლო ბოლო იუვეში მოვა. ყოველ წელს ტიტულებისთვის ბრძოლა მოუწევს

Di Francesco # 1
Di Francesco # 1(@tornike-2)
3 years ago

უთავმოყვარეო გუნდის ფანების გარდა არავის გაუხარდება ნაპოლის ჩემპიონობა, ცუდი ისაა რო ალეგრიც ამ უთავმოყვარეო გუნდების ფანთა წარმომადგენელია.
ყველა თავმოყვარე გუნდს თვითონ უნდა იუვეს მეტე ჩემპიონობა

nexus
nexus(@chogovadzeee)
3 years ago

neta moigos kide napolim skudeto da iqneb gamofxizldnen sabolood ro ase uazrod tamashi ar sheidzleba…

Di Francesco # 1
Di Francesco # 1(@tornike-2)
3 years ago

ალეგრი ყოველის იმას თამაშობს რის საშუალებასაც მეტოქე აძლევს, მკერნახებელი მაგი არასდროს ყოფილა ტოლსწორ გუნდებთან, კრუტუნებს კიდე ამისი კარნახი არ სჭირდება ისედაც დგებიან 11 კაცით დაცვაში, ალეგრი არი ჩვეულებრივი პარაზიტი, იუვეს ხარჯზე იქმნის ავტორიტეტს და დროზე თუ არ გაასწრებს აქვე დაინგრევს :lool:

nexus
nexus(@chogovadzeee)
3 years ago

vambobdi sul mshisharaa alegri sitamame akliatqo da mochama dacvit fexburtma tavisi… saxlshi ro tamashob chajmiti taktikit texavs ra karshi mainc daertyat… skudetos mainc movigebt mara gind mougia da gind ara…

ALLENATORE
ALLENATORE(@allenatore)
3 years ago

თამაშის დაწყებამდე ვამბობდი რო ალეგრი ათამაშებდა ჩაჯ%%მულ ფეხბურთს )) თუმცა მაინც იმედი მქონდა რო ასეთი შემადგენლობა ყავს ამ კვერ,.,ცხს და მაინც მოვიგებდით )) მოკლედ ალეგრის დედას შევ$#$#ეცი რაა ეგ არაა ტრენერი , ამოწორა თავისი თავი )) იუვემ გახადა ეგ კაცი და მძღნე$$რიდან ამოიყვანა ) :D წავიდეს სხვაგან და ნახავთ რას მიაღწევს ) ასეთი ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშო ???????? კლოპი პირველ ტაიმს რო აგებდა 1-0ს მანჩესტერ სიტისთან გასვლაზე )) შესვენებაზე რა უთხრა ფეხბურთელებს ?? )) ფეხბურთი ითამაშეთ და გოლი გაიტანეთ სულ ფეხებზე მკიდია გავალთ თუ არა შემდეგ ეტაპზეო !!! მთავარია ფეხბურთი ვითამაშოდო )) განა შემდეგ ეტაპზე გასვლა არ უნდოდა ?? უბრალოდ… Read more »

forza bianconeri
forza bianconeri(@forza-bianconero)
3 years ago
Reply to  ALLENATORE

დღეს იუვეს არ უთამაშია ფეხბურთი
ითამაშა ფრეზე რაღაც უაზრობა და შედეგი სახეზეა

lasha naxucrishvili
3 years ago

ისე რა ჩაჯმ.. ფეხბურთი ვითამაშეთ რა იყო ეს ? ნუჩვენც მოუგეთ ამათ მარა მაინც ტეხავს

irakli mikeladze
irakli mikeladze(@juventinoo10)
3 years ago

Chajmuli partizanebi arian ra

forza bianconeri
forza bianconeri(@forza-bianconero)
3 years ago

მოტივირებულია ნაპოლი და იმსახურებს კიდევაც. მაგ გუნდის მერდა ფანები არ იმსახურებენ მხოლოდ, თორემ თვითონ ფეხბურთელებმა მაგრად იბრძოლეს ამ სეზონში და კროტონეს დონის გუნდებთან თავი შეიწუხეს

Forzaitalia
Forzaitalia(@forzaitalia)
3 years ago

სკუდეტოს დედაც. გაისად ლიგა!!!!! კარგიცაა თუ ნაპოლი გახდება წელს

forza bianconeri
forza bianconeri(@forza-bianconero)
3 years ago
Reply to  Forzaitalia

:lool: :lool: ლიგა კი არა ნაპოლის ისეთი ფული შეუვა ახლა და ისეთ ტრანსფერებს დადებს ზაფხულში რომ სკუდეტოც სანატრელი გაუხდება იუვეს წელს თუ დათმეს :blin: ფინანსურად დაერხევა გუნდს

Forzaitalia
Forzaitalia(@forzaitalia)
3 years ago

შევწუხდი ამის დედაც. კი ბატონო ვერაფერი შემიცვლის იუვეს სიყვარულს მარა ხო შეიძლება ერთხელ მეც გამიხარდეს და ლიგა მოვიგოთ

forza bianconeri
forza bianconeri(@forza-bianconero)
3 years ago

მომინდომეს ფრეზე თამაში ნაპოლის დონის გუნდთან :lool: :lool: რას კანკელებ ბიჭო მიდი და მოუგე რა :blin: :blin:

irakli mikeladze
irakli mikeladze(@juventinoo10)
3 years ago

Eg ari shdshinebuli da chajmuli taktika. Da tamashi roca realsugeb gasvlas. Ise ro argvev. Napoltan ase arunda itamasho ra ubralod texavs

forza bianconeri
forza bianconeri(@forza-bianconero)
3 years ago

ძალით აგებენ სკუდეტოს რა :blin:
სპალთან კროტონესთან და დღეს საერთოდ არ უთამაშიათ ფეხბურთI

irakli mikeladze
irakli mikeladze(@juventinoo10)
3 years ago

Mgoni cels yvelalers davtmobt

saba burduli
saba burduli(@delpieronedved)
3 years ago

მოკლედ ალეგრი *ლეა და ვსო,აღარ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი,რეალთან 1-3ს თუ გამახსენებთ მე ტურინის 0-3ს გაგახსენებთ,გააგდონ ამის დედას *ევეცი უკვე აღარ მინდა ამ ჩა*მული თამაშების ყურება

irakli mikeladze
irakli mikeladze(@juventinoo10)
3 years ago
Reply to  saba burduli

Jigari xar zmaalegris yvelas she ve ci

forza bianconeri
forza bianconeri(@forza-bianconero)
3 years ago

ახლა ითამაშეთ ფრეზე :blin: :blin:

forza bianconeri
forza bianconeri(@forza-bianconero)
3 years ago

ეგაა დავკარგეთ სკუდეტო და ალეგრი მიდის ზაფხულში. ამას ვწერდი ზუსტად. ნაპოლი მთელი სეზონი ბოლო წუთებზე იტანდა გოლებს და იუვესთანაც იგივე გააკეთა.

Forzaitalia
Forzaitalia(@forzaitalia)
3 years ago

რაღა დროს

| Newsphere by AF themes.
78
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x