ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შავ-თეთრი კლუბის შავი და თეთრი პერიოდები

null ყველა იუვენტინოს თავისი ისტორია აქვს იმაზე, თუ რატომ შეუყვარდა შავ-თეთრი კლუბი. ზოგისთვის ეს პლატინი იყო, ბევრისთვის “იუვეს” ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო, ზოგისთვის 1996 წელს ლიგაზე ნათამაშევი ფინალი და მოგებული თასი, ზოგისთვის სულაც ბაჯო და ასე დაუსრულებლად..მე პირადად, “იუვენტუსი” წაგების შემდეგ შემიყვარდა, როცა 1997 წელს იმ სეზონში უძლიერესი კლუბი, რომელიც ყველას და ყველაფერს ანადგურებდა გზად, სენსაციურად დამარცხდა ფინალში “ბორუსიასთან”. არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ თამაშის დასრულების შემდეგ ძალიან დამენანა “იუვე” წასაგებად. და სამუდამოდ გულში ჩამივარდა ეს კლუბი.

მას მერე დიდი ხანი გავიდა.. იყო ტრიუმფიც და ვარდნაც..ისევ წაგებული ფინალი, ამჯერად “რეალთან”, მიატოვიჩის ერთადერთი გოლით.. და ასე მეგონა, ყველი წაგების შემდეგ კიდევ უფრო მიყვარდებოდა “იუვენტუსი”..შემდეგ წლები ფინალის გარეშე..შემდეგ ფეერიული გამოსვლა ლიგაზე, ესპანურ გრანდებზე გამარჯვება, ჯერ მარტო “რეალთან” ნახევარფინალური დაპირისპირება რად ღირდა, თან როგორ “რეალთან”, რომელსაც მსოფლიო ხმაურიანი ვარსკვლავები ჰყავდა შეკრებილი და თითქოს არავის შეეძლო მათი შეჩერება, მაგრამ მაესტრო ლიპი და კომპანია სულ სხვანაირად ფიქრობდნენ და.. ისევ ფინალი..ისევ წაგებული და ისევ უიღბლობა საბოლოო ტრიუმფამდე.

კალჩოპოლი ნამდვილი ტრაგედია იყო “იუვეს” ქომაგებისთვის. ეს არა მარტო გუნდის რეპუტაციის შელახვა იყო, არამედ დაშლის მცდელობაც: სერია ბ და პერსპექტივა იმისა, რომ ბებერი ქალბატონი უკვე იმ შემართების ვეღარასოდეს იქნებოდა..შავ-თეთრი კლუბის დიდი შავი ზოლი.. მეც გადავყევი “იუვეს” ბ-ში და იმ წელს ფეხბურთებისთვის ფაქტიურად არ მიყურებია. დელ პიერო, ჯიჯი, ტრეზეგე, ნედვედი – ასმაგად იმსახურებენ პატივისცემას კლუბისადმი ერთგულების გამო და ისინი ჩემთვის ბევრად მეტნი არიან, ვიდრე არაჩვეულებრივი სპორტსმენები.

ყველას მწარედ გვახსოვს ფეხბურთის უღიმღამო პერიოდი, მე-7 ადგილები და სხვა გუნდების ქომაგების დაცინვა. ჩემთვის იმ დროს ფეხბურთი აღარ არსებობდა..ბევრი ვერც კი აცნობიერებდა კალჩოპოლის შედეგებს და თუ რა ზიანი მიაყენა იტალიურ ფეხბურთს ამ ყველაფერმა..

და შემდეგ მოხდა ცვლილება და შავი ზოლი თეთრმა შეცვალა..რაც არ უნდა ვაკრიტიკოთ ანდრეა ანიელი, სისტემაში ცვლილება მისი დიდი დამსახურებაა. ამ ადამიანს მართლა უყვარს თავისი კლუბი..საკუთარი სტადიონის აშენება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო კლუბისთვის ყველანაირი თვალსაზრისით, ეკონომიკურითაც და პრესტიჟითაც. და მეორე, და ჩემის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი: კონტე.. იმპოზანტური თავზეხელაღებული ნოვატორი.. როგორც კი დაინიშნა მწვრთნელად, პირველი რაც თქვა, ეს იყო: “მეზიზღება წაგება..მეზიზღება, როცა წაგებული თამაშის შემდეგ მოთამაშეები იღიმებიან, ამაზე ვცოფდები..ფეხბურთელებმა პატივი უნდა სცენ შავ-თეთრ ფერებს და ღირსეულად ატარონო”..და მაშინვე ვიცოდი, რომ რაღაც შეიცვლებოდა..ანტონიო გუნდთან ერთად თამაშობდა მოედანზე თითქოს და იმდენივე ენერგიას ხარჯავდა, რასაც მოთამაშეები სირბილისას.. ეს ის იყო, რაც “იუვენტუსს” ჰაერივით სჭირდებოდა მაშინ: აგრესია და თვითრწმენის დაბრუნება.. და კონტემ ეს შეძლო..წინა სეზონში “იუვენტუსი” დასაცინი ობიექტი იყო და შემდეგ – ის ჩემპიონი ხდება.. დიდი ბრძოლით მოპოვებული სკუდეტო და კანონზომიერების დაბრუნება: “იუევნტუსი” ისევ იტალიის ჩემპიონია!

თუმცა ევროპაში გვიჭირს, რაღაც გვაკლია.. იტალიური ფეხბურთი ჩამორჩა და თითქმის ერთადერთი იმედის წერტილი ისევ “იუვეა”.. თითქოს უკვე ხელი ჩავიქნიეთ ევროპაზე, წელს ისევ არა, იქნებ გაისად ვქნათ რამე..ან იმის შემდეგ..ორი წაგებული თამაში ჯგუფურ ეტაპზე და “იუვენტუსი” სიტუაციას ისევ ირთულებს.. ალბათ სუსტები ვართ და დრო გვჭირდება შესაჩვევად, ალბათ, ფსიქოლოგიურად უნდა მოვემზადოთ.. ათასი ვარაუდი.. არა, უბრალოდ, უნდა ვითამაშოთ როგორც ვიცით და როგორც შეგვიძლია და დანარჩენი გამოვა, როცა იქნება.. გუშნდელ თამაშამდე რთული ამოცანა იდგა ბიანკონერების წინაშე: ყველა დარჩენილი თამაშის მოგება ან დიდი შანსით ჯგუფიდან გავარდნა ზედიზედ მეორე წელს. ახლა დარჩენილი ორი თამაშის მოგება გვინდა..და მერე ვნახოთ..

“იუვენტუსი” რომ ევროპის ფავორიტებიდან ჩამოწერილია, ეს არავისთვის არაა სიახლე. ზრდილობის გამო დიდი ისტორიის მქონე კლუბად და რთულ მეტოქედ ასახელებენ, თუმცა არავის ეპარება ეჭვი, რომ “რეალთან” ან “ბაიერნთან” მიზერული შანსები გვაქვს.. მით უკეთესი ჩვენთვის: რაც მეტად ჩამოწერენ და გააბრაზებენ, მით უკეთესად ფხიზლდება ხოლმე.”იუვენტუსი” მითიური ფენიქსივით არის – კვდება, ეცემა, რომ მერე ისევ აღზევდეს.. ასე იყო სერია ა-ში.. ალბათ ევრო ასპარეზზეც ასე იქნება: მოლოდნელად მოძლიერდება.. ეს ამ კლუბის ფსიქოლოგიის ნაწილია. ასეა თუ ისე, წაგება დამარცხებას არ ნიშნავს.. და ეს არავინ იცის ისე კარგად და ზუსტად, როგორც “იუვენტუსმა” და მისმა შავ-თეთრმა ქომაგებმა..

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gaiozi kharebashvili
6 years ago

წელს მინიმუმ მეოდხედფინალი :juvee: :forza:

gaiozi kharebashvili
6 years ago
gaiozi kharebashvili
6 years ago

:smile: <3

giorgi nefaridz
6 years ago

malmios moxvedras siti maic yofiliyo Cven jgufSi :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool: :lool:

giorgi nefaridz
6 years ago

მთავარია ფსიქოლოგიური მომენტი თორე ატლეტიკოს შანსი არ აქ ჩვენთან, და არც რომელიმე გრანდისთვის ვიქნებით ადვილი გასეირნება :forza:

ალეკო კოკაია

დიდი ხანია იუვეთი ვსუნთქავ :forza: :forza: არც ისე შორსაა ის დრო რომ ავიწყვიტავთ :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

sofia koniashvili
6 years ago

Ro vkitxulobdი megona rო chemi dacerili iyo. Zustad mag periodidan vgulshematkivrob mec juves da amdeni clis ganmavlobashi erti camitac ar migalatia mattvis. Rocა yvelaze metad uchirdat mashin kide upro vgulshematkivrოbdi.me mjera ro male isev daibruneben dzvel didebas. Delpieros platinis trezeges da kide mravali didi pexburtelis gunds sxvanairad arc ekaadrebat… mudam forza juve da me tqveni imedi uoveltvus mqonda da meqneba…!!

vakhtang karchava
მოდერატორი
6 years ago

:forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

MAXSIMUS
6 years ago

უახლოეს მომავალში ყველა ვნახავთ იუვეს ტრიუმფს ჩემპიონთა ლიგაში! :juvee: :forza: :italy: :juventus: :love: :kenwvla:

delpieronedved
6 years ago

რა სუსტი პრიმავერა ყავს იუვეს 0-3 წააგეს ოლიმპიაკოსის ახალგაზრდულთან ატლეტიკოსთანაც წააგეს

snuff-juve
6 years ago

:forza: :forza:

6 years ago

ფორცა Juventini <32

Dutch
ადმინისტრატორი
6 years ago

:love:

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

13
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<