ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შეიძლება თუ არა მესამე ოქროს ვარსკვლავი “იუვეს” ლოგოზე?

„მათ მაინც 29 ტიტული აქვთ“. ძალიან ბევრი ფეხბურთის ნეიტრალური გულშემატკივარი ამ სლოგანს ეთანხმება და „იუვენტუსისათვის“ კალჩიოპოლის (ფალსოპოლის) შედეგად ჩამორთმეულ სკუდეტოებს მაინც „ბებერი ქალბატონის“ საკუთრებად თვლის.რა თქმა უნდა ამავე აზრზე არის უკლებლივ „ბიანკონეროების“ ყველა გულშემატკივარი, თუმცა 29 ნაცვლად, ოფიციალურად 27 სკუდეტო იწერება „იუვეს“ სახელზე. როგორც გახსოვთ, 2004-05 წლის ჩემპიონატის შედეგი საერთოდ გაუქმდა, ხოლო 2005-06 წლის სეზონის სკუდეტო კალჩიოპოლის შედეგად გადაეცა მესამე ადგილოსან მილანის „ინტერს“.
რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ „იუვენტუსი“ წელს სკუდეტოს მოიგებს?
იტალიაში გავრცელებულია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ყოველი მეათე სკუდეტოს შემდეგ, გუნდს უფლება აქვს საკუთარ ლოგოზე ერთი დიდი ოქროს ვარსკვლავი გამოსახოს. წლევანდელი სეზონის ბოლოს, თუ „იუვე“ ჩემპიონატს მოიგებს მისთვის ეს რიგით 30-ე სკუდეტო იქნება. ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თავად კლუბი, მისი გულშემატკივარი და ბევრი სხვა ფეხბურთის მოყვარული არ ცნობს კალჩიოპოლის შედეგებს, ამ ყველაფერმა ავტომატურ რეჟიმში უნდა გამოიწვიოს „იუვენტუსის“ ლოგოზე მესამე ოქროს ვარსკვლავის გაჩენა. იურიდიულად არც ლიგა კალჩიოს და არც იტალიის ფეხბურთის ფედერაციას არ აქვს უფლება აუკრძალოს გუნდს მსგავსი ვარსკვლავის გამოსახვა ლოგაზე, ვინაიდან მათი დებულებები და რეგლამენტი მსგავს შემთხვევას არ ითვალისწინებს. იტალიის კანონმდებლობით კი გუნდს შეუძლია ნებისმიერი რამ გამოხატოს მაისურზე ან ლოგოზე, რაც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ვარსკვლავის გამოხატვა კი იტალიის კანონმდებლობით აკრძალული არ არის.
რაც შეეხება სხვა ქვეყნების გამოცდილებას: მაგალითად, გერმანიის ფეხბურთის ლიგამ, რომელიც გერმანული ფეხბურთის ორ უმაღლეს ლიგას კურირებს, 2004 წელს მიიღო გადაწყვეტილება და მათი რეგლამენტით მკაცრად არის განსაზღვრული გუნდების ლოგოებზე საჩემპიონო ვარსკვლავების გამოსახვის რაოდენობა. კონკრეტულად არსებობს სხვადასხვა ზომის და ფორმის ვარსკვლავი, რომელიც 3-5-10 და 20 მოგებულ ჩემპიონატს გამოხატავს. ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ საკითხი მკაცრად რეგლამენტირებულია, რასაც ვერ ვიტყვით იტალიის ფეხბურთის ფედერაციისა და ლიგა კალჩიოს მაგალითზე. ამდენად, იურიდიულად „იუვენტუსს“ არაფერი უშლის ხელს იმაში, რომ წელს გაჩემპიონების შემთხვევაში საკუთარ ლოგოზე 30 სკუდეტოს აღმნიშვნელი მესამე ოქროს ვარსკვლავი გამოსახოს.
აქვე შეგახსენებთ, რომ იტალიაში ოქროს ვარსკვლავის ტრადიციას საფუძველი 1958 წელს ჩაეყარა. როდესაც „იუვენტუსმა“ თავის რიგით მე-10 სკუდეტო მოიპოვა, იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით ფეხბურთში და ზოგადად სპორტში შეტანილი წვლილისათვის „იუვენტუსმა“ მიიღო ოქროს ვარსკვლავი, რომელიც გუნდის მაშინდელ პრეზიდენტს – უმბერტო ანიელის (ანდრეა ანიელის მამა) გადაეცა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით ჯილდო სიმბოლურად კლუბის ლოგოზე გამოიხატა და მომდევნო სეზონში „იუვეს“ მაისურზე და ლოგოზე ერთი დიდი ოქროს ვარსკვლავი გამოჩნდა. ტურინის “იუვენტუსმა” პირველი ოქროს ვარსკვლავი 1958 წელს გამოისახა მაისურზე, რაც 10 გზის იტალიის ჩემპიონობას ნიშნავდა, ხოლო მეორე ოქროს ვარსკვლავი კი 1982 წელს. ამ კუთხით „ბიანკონეროების“ უშუალო კონკურეტებს – მილანის “ინტერს” და მილანის “მილანს” თავთავიანთ ლოგოზე დღემდე თითო ვარსკვალვი აქვთ, შესაბამისად 1966 და 1979 წლებში გამოსახული.

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
29 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi-10
8 years ago

მოტივაციაც რომ ქონოდათ ხო რას ამბობთ :lool: :lool:

goga bezhanidze
8 years ago

ხალხნო გუშინ ძალიან მაგარი შედეგები დაჯდა სერია ა-ში იუვენტუსისთვის!!! კალიარიმ და ატალანტამ (იუვეს მომავალმა მეტოქეებმა) მოიგეს და 40 ქულას გადააბიჯეს, რაც იმას ნიშნავს რომ ადგილი საბოლოოდ შეინარჩუნეს და უმოტივაციოდ იქნებიან ჩვენს წინააღმდეგ! ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი მოტივირებული გუნდი რჩება ლეჩე რომელიც 2 ტურის მერე ან იქნება მოტივირებული და ან არა (ნაპოლი და პარმა ყავს ეს 2 ტური)!!! 2 უკვე გავარდნილი 2 უმოტივაციო და ერთი ალბათ მებრძოლი ლეჩე (საშინელი დაცვით) ტურინში!!! ამ შანსის გაშვება არ შეიძლება!!!!!!!!!! :forza: :juvee:

goga bezhanidze
8 years ago

მე მაგალითად იმ ორ წართმეულ სკუდეტოს სად ჩაწერენ მაგრად მკიდია, მე ფეხბურთს ვუყურებ სიამოვნებას ვიღებ და ჩემი გუნდი რომ თასს აღმართავს ეგ მახარებს თორე მერე ეგ სად და ვის ჩაეწერება მკიდია (რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ მაინც)ხოდა რაც შეეხება იმ ორ წელიწადს მე ჩემი სიხარულით ავღნიშნე და მერე მორატის ბერლუსკონის და გალიანის გადაწყვეტილებების დედაც… :juvee:

giorgi papuashvili
8 years ago

ძალიან კარგი სიახლეა მომეწონა :forza: :forza: იმედია გავხდებით ჩემპიონები და არა სამი არამედ 4 ვარსკვლავ გვექნება

Givson
8 years ago

ისე გამისწორდა სახლში ვყვიროდი :davliot: :davliot:

Givson
8 years ago

საღოლ ჩელსის, იმენა გაასწორა ისე ჩაულაგეს ბარსელონას :blin: :blin:
ამოვიდა ყელში ეს ესპანური გუნდები :-):-) თან ტორესმა რო შეაგდო ორმაგად გაასწორა :up: :up: :up:

jibojuve
8 years ago

ისე ებრძვიან იუვეს რო არაა გამორიცხული კანონმდებლობა სჰეცვალონ და შეუზღუდონ უფლებები გერმანიასავით

shalalo demuria
8 years ago

ადმინ კაცურად საიტი დაცერე რა საიდანაც სოპკასტის ლინკს დებ. მიდი რა ძმურად

giortgi
8 years ago

:chuk: :juvee:

Vaxooo
მოდერატორი
8 years ago

ჯანი ანიელი იტყოდა: “ნამდვილი რბოლა ჩვენ და მილანურ გუნდებს შორის – ეს არის ის თუ ვინ მოასწრებს: ჩვენ მესამე ვარსკვავის მიკერებას თუ ისინი მეორისას.”

Gio Darja
მოდერატორი
8 years ago

ვარსკვლავამდე ხუთი უმძიმესი მატჩია :)) პლიუს თასი.. :juvee:

snuff-juve
8 years ago

კაი სტატიაა :up: 1 ოქროს და 1 ვერცხლის ვარსკლვავი დაგვემატება :juvee:

givi qoridze
8 years ago

:chuvak: :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

თასის მოგების შემთხვევაში მარცხენა მხარეს ერთი ვერცხლისფერი ვარსკვლავი გაგვიჩნდება . 9ჯერ გვაქვს თასი მოგებული და თუ მოვუგეთ ნაპოლის მეათე გახდება .

ეს კიდე უშუალოდ იმ თემას ეხებოდა , შეეძლო თუ არა სკუდეტოს მოგების შემთხვევაში იუვეს მესამე ვარსკვლავის მიკერება

gio lortkipanidze
8 years ago

4 არა მაგრამ სამი ალბათ გვექნება

lasha jangavadze
8 years ago

ჯერ 1 ადგილი ავიღოთ და მერე დავიწყოთ ვარსკვლავზე ფიქრი… 5 ტური არის წინ და მემგონი ადრეა ვარსკვავზე საუბარი :forza: :forza: :forza:

ოქრო ჩხიკვაძე

ვინმემ დაწერეთ რომ შესაძლებელი 4 ვარსკვლავით ვითამაშოთ შემდეგ სეზონსი, რადგან როგორც ვიცი 10 იტალიის თასზეც ერთი ვარსკვლავია, ასე რომ თუ თასიც მოვიგეთ და სკუდეტოს, რაშიც მე პირადად 100 % დარწმუნებული ვარ შემდეგ სეზონში 4 ვარსკვლავი გვექნება

vitali darsania
8 years ago

მე ვაპირებ წელს ბოლო ზარზე იუვეს გერბის დახატვას და 3 ვარსკვლავს მივიხატავ იმედია

mamuka makharadze
8 years ago

კაი სატატია იყო გაიხარეთ.

dito chanturia
8 years ago

დიდი იმედი მაქვს რომ ვერასდროს ვნახავთ იუვეს მაისურზე 3 ვარსკვლავს იმიტომ რომ მომავალ წელს 4 ვარსკვლავით ნდა დავიწყოთ წელს ორივე თასი ჩვენია :forza: :forza:

NEDVEDA11..
8 years ago
Reply to  pintu10

თასის მოგება ვარსკვლავს არ გმატებს მაისურზე.
10 სკუდეტო=1 ვარსკვლავი

JuveFanGiusHa
8 years ago
Reply to  NEDVEDA11..

კი გემატება 1 ვერცხლის ვარსკვლავი

irakla1001 horbenadze
8 years ago

კარგია ერტი ოქრო ერტი ვეცხლიც აბა რა რომას დავასწროთ და მეათე თასიც მოვიგოთ :juvee: :juvee: :juvee:

Dutch
ადმინისტრატორი
8 years ago

მადლობა სტატიისთვის ) :up:

აკაკი მეტრეველი
მოდერატორი

pintu-ricchio

კარგი სტატიაა :up:

givi qoridze
8 years ago

აუ ჩეზენა უნდა დავამარცხოთ და მერე უფრო გაგვიადვილდება :juvee:

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

29
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<