ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

შენ დაავიწყდები, მე დავავიწყდები…

რამდენი წლის უნდა იყოს? რამდენის უნდა იყოს რომ მისი არ მჯეროდეს… ეს ხომ მთელი გუნდია!..

შემიძლია თამამად ვთქვა რომ იუვენტუსი ეს მთელი ჩემი ცხოვრებაა. აქედან დაიწყო ჩემთვის ფეხბურთი… და იცით “აქედან” რას ნიშნავს? რამდენს გახსოვთ იუვეს ლურჯი მაისურები მხარზე ყვითელი ვარსკვლავით, გულზე კი SONY…

მხოლოდ 10 წლის ვიყავი როდესაც პირველად მე და მამამ ფეხბურთს ვუყურეთ… აქ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი სპორტის სახეობით “ერთობოდნენ” ორი გუნდის ფეხბურთელები… მაგრამ მერე მოხდა საოცრება… რაღაც რაც აქამდე არასდროს მენახა…

აი, დიდი მწვანე მინდვრის შორეული კუთხიდან ვიღაცამ ბურთს ფეხი დაარტყა, აქ კი რაღაც რკინის ოთხკუთხედთან ქუსლი უცნაურად დაუხვედრა, ბურთი ბადეში გაეხვა და… დღეს უკვე “დიდი ბიჭი” ვარ, დღეს სხვა იდეალები მაქვს, სხვა მიზნები და მაინც რა მემართება როდესაც მესმის “იუვე” თამაშობს?!

თითქოს ასეთი შეგრძნება მაქვს, აღარ იქნება დელ პიერო შავ–თეთრებში და დამთავრდება რაღაც დიდი, თითქოს საუკუნოვანი… მესმის რომ იქნება, გამოჩნდება ახალი ათი ნომერი… მაგრამ ეს ხომ არ იქნება DEL PIERO… ის ვინც ასე შეგვაყვარა ეს გუნდი…

6 ტური დარჩა, 6 ფინალი, 6 ბრძოლა… რაც გინდათ დაარქვით, მჯერა რომ ჩვენ ყოველთვის გამარჯვებულები ვიქნებით, მაგრამ ნურასდროს დაგვავიწყდება ის რისი მომსწრეებიც ჩვენ ვიყავით ცხოვრებაში…

ლამაზი ლექსია გიზო ნიშნიანიძის დიდ ნიაზ დიასამიძეზე: შენ დაავიწყდები, მე დავავიწყდები, ის არ ავიწყდება თბილისს…

ამიტომაც გამახსენდა…

ALESSANDRO DEL PIERO!!!

ავტორი : სანდრო ელოშვილი

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
41 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
king_arturo
8 years ago

ქრისტე აღსდგა!!!!! მე დღეს ჩამოვედი მონასტრიდან და პირდაპირ ვზივარ და ნელ-ნელა ვტკბები იმ გამარჯვებიდან მაწვეული სიხატულით რომელიც ჩემმა ალექსმა ჩვენ ყველას მოგვიტანა .. მე პირადად მივცერ ანიელის რო კიდევ ერთი წლით დარჩეს პინტრუიკიო ჩვენთან !

irakli kikvadze
8 years ago

ჩვენი თაობა ბედნიერია იმით რომ დელ პიეროს მოვესწარით..დარწმუნებული ვარ ფეხბურთს რამდენი ხანიც არ უნდა უყურო მე ასეთ მრავაფეროვან ფეხბურთელ-გენია-ადამიანს ვერ აღმოვაჩენ…მაინც რა ქარიზმა დააყოლა ღმერთმა ამ კაცს ასეთი, ამდენი ადამიანს გულში მთელს დედამიწაზე, ასეთ ცეცხლს რომ გვიტოვებს..

nika kakabadze
8 years ago

მადლობა კაპიტანო

mishka gogrichiani
8 years ago

ის არ ავიწყდება მსოფლიოს

sofia koniashvili
8 years ago

აუუუუ აუუუ აუუუ არ მინდა ჩემი პინტურიჩიო ჯუვეს გარდა სხვაგან რო ვიხილოოო… არააა ვერც კი წარმომიდგენია ჯუვე დელპიეროს გარეშეეე….:(( რა მოხდება რო გაუგრძელონ კონტრაქტი და დატოვონ კიდევ ერთი წლით და მერე თვითონ გაანებებს თავს და გადავა დირექტორთა საბჭოში…. :euf: :euf: :euf:

dito chanturia
8 years ago

ბრავო ბრავო მაგარი სტატიააა მართლაც რომ აივსო დღეს დელპოს სიყვარულით საიტი.. მიყვარხარ კაპიტანო… მიყვარხარ იუვე :forza:

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

41
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<