ჩელსიმ კანტე ოფიციალურად გაიფორმა
ლონდონის ჩელსიმ ნ’გოლო კანტეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ანტონიო კონტეს გუნდს ფრანგი ნახევარმცველის შეძენა 37 მილიონი ევრო დაუჯდა, მაგრამ ანტონიო კონტე პრეს-კონფერენციაზე სხვა თემებსაც შეეხო.
“კანტე ჩვენი სამიზნე იყო და მოხარული ვარ მისი შეძენით. მისი ტექნიკური და ფიზიკური მახასიათებლები უძლიერესია, თუ გსურს მოიგო კლუბში ერთი ასეთი ტიპის მოთამაშე მაინც უნდა გყავდეს.
ვფიქრობ კანტეს ჩელსისთვის ბევრის გაკეთება შეუძლია და ეს აუცილებელია.
ჩვენ მშვენივრად ვიცით რა გვჭირდება. მე და კლუბის მოთამაშეები ერთ აზრზე ვდგავართ, რაც კლუბის განვითარებაში აუცილებელი და ხელის შემწყობი ფაქტოორია.
გვირჩევნია შევიძინოთ მოთამაშე, რომელსაც ვაკვირდებით და ამისთვის დიდი დრო დაგვჭირდეს, ვიდრე პირველივე მოწონებაზე, ემოციის გამო.
კუადრადო? კუადრადო დიდებული ფეხბურთელია და მის დაბრუნებას მოუთმენლად ველი, მისი შეძენა ჯერ კიდევ იუვენტუსში მინდოდა.”-აცხადებს ანტონიო კონტე.
წყარო : Football Italia
იგუაინში 94 მილიონის გადახდას ამაში გადაეხადათ 35 ჯობდა
ეეე კანტე როგორ ვერ დაითრია ბრუცოომ. ძაან მაგარი ბიჭია და ძაან გამოადგებოდა იუვეს.
კვადრატას თავი დაანებე ტონი ))