ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩეფერინი:”ვიღაც ახლოს დამიჯდება, ხოლო ვიღაც არა”

UEFA

ალექსანდერ ჩეფერინი განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს, რომელსაც ადგილი რამდენიმე დღის წინ ქონდა სუპერ ლიგასთან დაკავშირებით:

“საჭესთან ვიჯექი, როდესაც 12-დან ერთ-ერთი კლუბის წარმომადგენელმა დამირეკა და კალენდართან დაკავშირებით ინფორმაცია გამაცნო.

მისი სიტყვებით თუ ამ ყველაფერს დროულად არ გავწერდით, მაშინ ჩვენს გვერდით აღარ იქნებოდნენ.

ვუთხარი, რომ გამოდის ხვალიდან ომს ვიწყებთ და უკან დასახევი არცერთ მხარეს აღარ დარჩებოდა. 

სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ინგლისელები მალევე მიხვდნენ რა დონის შეცდომა დაუშვეს. შესაბამისად, პარასკევს როდესაც სანქციები გაჟღერდება ჩვენი მხრიდან ყველაფერი სათანადო დონეზე იქნება გათვალისწინებული.

ბრიტანელებმა რეალურად განიცადეს და მიხვდნენ რამხელა შეცდომა დაუშვეს. ახლა კი პასუხისმგებლობას არ უნდა გაექცნენ.

ბარსელონასგან ამას ყველაზე ნაკლებად ველოდი.. ლაპორტა ახალი დანიშნულია და მას უამრავი ვალი დახვდა, რისთვისაც ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო.

სასაცილოა, მაგრამ როდესაც კალენდარი მივიღე იქ მარტო იუვენტუსი და რეალი თამაშობდნენ.. ყოველდღე ერთი და იგივე მატჩები იყო. 

ჩემთან კაბინეტში ბევრი ანერვიულებული ადამიანი შემოდიოდა, რომელიც მეკითხებოდა რა უნდა გაგვეკეთებინა, რათა ფეხბურთი გადაგვერჩინა. ვუთხარი რომ 24 საათი მოეცათ და ყველაფერს მოვაგვარებდი.

განსაკუთრებული მადლობა გერმანულ კლუბებს. რუმინიგემ ყველაფერი სწორად შეაფასა, ისევე როგორც პსჟ-ს პრეზიდენტმა, რომელიც იდეაში ასეთ ლიგაში პირველი უნდა შესულიყო.

ახლა ამ 12 კლუბს სახის დაბრუნება მართებთ. შეკრებაზე ვიღაც ჩემს გვერდით დაჯდება, ხოლო ვიღაც ძალიან შორს.. ამას მოგვიანებით გადავწყვეტთ.

ჩვენთან 247 კლუბიდან 235 იმყოფება.. უფრო ზუსტად 245.. უმეტესობა მათგანისგან მივიღე შეტყობინება, რომ ჩვენს რიგებში არიან და ძალიან სწუხან იმის გამო რაც მოხდა.”

4.5 2 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ბაქარი
ბაქარი
16 days ago

კარგია თუ ვინმე მართლა წუხს

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<