ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩვენი მეტოქე: “ოლიმპიაკოსი” – ლეგენდა პირეოსიდან

ჩემპიონთა ლიგის 2014-15 წლების ჯგუფური ეტაპის ორი ტური მიილია და მივუახლოვდით გათამაშების ეკვატორს. კამპანიაში, სადაც ჩვენი “შავ–თეთრები” იმყოფებიან, საკმაოდ საინტერესო ვითარებაა. A ჯგუფში მოპოვებული ქულების თვალსაზრისით სრული თანაფარდობაა და ჩვენი კლუბი პირველ პოზიციაზე, მხოლოდ ბურთების დადებითი ბალანსის წყალობითაა. თითო მოგება–წაგებით ყველას 3–3 ქულა აქვს და ფაქტიურად, ყველაფერი თავიდან იწყება. ამდენად, „იუვეს“ უმნიშვნელოვანესი გასვლითი პაექრობა ელის ელინების ქვეყანაში და დროა, ახლოს გავიცნოთ “დაფნისგვირგვინოსნები.”

ეგეოსის ზღვის სანაპიროზე “ოლიმპიაკოსის” მშობლიური ქალაქი პირეოსი მდებარეობს და ატიკის ადმინისტრაციული ცენტრის უმნიშვნელოვანესი საპორტო რაიონია. უშუალოდ პირეოსის მუნიციპალიტეტში 200000-მდე მცხოვრებია და მიუხედავად იმისა, რომ ევროპული მასშტაბით – ეს არც თუ ისე დიდი მოსახლეობაა, სპორტული თვალსაზრისით ბერძნული ქალაქი ნამდვილად მისაბაძია. საქმე იმაშია, რომ მულტი-სპორტული კლუბი “ოლიმპიაკოსი” აერთიანებს ოცამდე სხვადასხვა მიმდინარეობის სათამაშო გუნდს. ყველასთვის ცნობილი საფეხბურთო და საკალათბურთო გუნდების გარდა, აქვეა კრივის, კანოეს, ცურვის, ფრენბურთის და კიდევ სხვადასხვა სახეობების კრებულები, რომელთაც საერთო სახელი – “ოლიმპიაკოსი” ეწოდებათ. ერთი სიტყვით, სპორტული მრავალფეროვნების კუთხით ჩვენი მეტოქის მშობლიური ქალაქი, ნამდვილად რომ გამორჩეულია არა მარტო ელინთა ქვეყანაში, არამედ სრულიად ევროპაში.

საბერძნეთის მასშტაბით „თეთრ–წითლებს“ ნამდვილი ჰეგემონია აქვთ დამყარებული. პირეოსული გუნდი უახლოეს მდევარ ათენის „პანათინაიკოსს“ 2–ჯერ აღემატება საჩემპიონო ტროფეების რაოდენობით – „ოლიმპიაკოსის“ ანგარიშზე 41 საჩემპიონო ტიტულია ათენელთა ოცი გამარჯვების საპირწონედ, ანუ ბერძნული „სუპერ ლიგის“ 87 წლიანი არსებობის მანძილზე, თითქმის ნახევარი პირეოსელთა გამარჯვებით დასრულდა. მთლად ასეთი ტოტალური უპირატესობა არა აქვთ „ლეგენდებს“ საკუთარი ქვეყნის თასის გათამაშებაში, მაგრამ 26 ტროფეით აქაც ლიდერობენ სიას. ევროპის მასშტაბით მცირეა იმ მეტ-ნაკლებად განვითარებულ საფეხბურთო ქვეყანათა ჩამონათვალი, სადაც ერთი გუნდის ასეთი დომინაცია აღინიშნებოდეს.

ეროვნული პირველობისგან განსხვავებით, ბებერ კონტინენტზე პირეოსელები რაიმე მნიშვნელოვანი წარმატებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნიან. მათ კლუბს არცერთი ევროპული ჯილდოს აღმართვის პატივი არ ჰქონია. მეტიც, ელინებს ფინალში თამაშის გამოცდილებაც კი არ აქვთ. მათი მაქსიმუმი ევროპულ საკლუბო ტურნირებზე მხოლოდ მეოთხედფინალია. საინტერესო ისაა, რომ ორივე შემთხვევაში გზა სწორედ იმ კლუბებმა გადაუკეტეს, რომელთა გვერდითაც ამჟამად უწევთ ასპარეზობა. პირველი ეს „როხიბლანკო“ იყო. 1992–93 წლების თასების მფლობელთა თასის გათამაშების მეოთხედფინალში, ესპანელებმა ორი მატჩის ჯამში 4–2 სძლიეს პირეოსელებს(შინ 3–1, გასვლაზე 1–1), ხოლო მეორე გუნდი, რომელმაც ასევე არ გაახარა ელინები, სწორედ ჩვენი „ბებერი სინიორაა“. ეს ის ლეგენდარული „იუვეა“, სადაც „პინტურიკიო“, ინძაგი, ზიზუ და ძმანნი მათნი ბრწყინავდნენ და მოწინააღმდეგისგან მხოლოდ სახელსღა თუ სტოვებდნენ. 1998–99 წლების ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის ორმატჩიან დუელში იტალიელებმა შინ 2–1 იძალეს, ხოლო სტუმრად 1–1 დააჯერეს მეტოქე და ნახევარფინალში დაიბევევს თამაში შოტლანდიელი სერის ლეგენდარულ „მანიუსთან“. ზემოთ მოხმობილი ფაქტებიდან კი თავადაც მიხვდებით, თუ რაოდენ „სასურველი“ და „საყვარელი“ გუნდების გარემოცვაში არიან ბერძნები.

„იუვესთან“ ელინებს კიდევ ერთი „ტკბილი“ მოგონება აკავშირებთ. მათი ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ევროპულ საკლუბო ტურნირებში იტალიელთა კისერზეა. ეს მატჩი ჩვენი თაობის იუვენტინოებს უთუოდ კარგად ემახსოვრებათ . 2003–04 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, ჯგუფიდან ნაადრევად გასულმა და თითქმის უმოტივაციო „ბიანკონერიმ“ გაჩენის დღე აწყევლინა პირეოსელებს და მართლაც რომ სამარცხვინო ანგარიშით – 7:0 გაარაფრა მოწინააღმდეგე.

საერთო ჯამში „იუვე“ ბერძენთა წინააღმდეგ 8 შეხვედრაში მდგარა. აქედან 5 ტურინელთა სასარგებლოდ მორჩა, ორში აღინიშნა ყაიმი და მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს „ლეგენდებმა“. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ის ერთადერთი შერკინება, რომელშიც წარმატებას მიაღწიეს, არა საკუთარ მოედანზე, არამედ იტალიაში გამართული პაექრობა იყო.

ისტორია ისტორიად, მაგრამ დღეს სხვა ვითარებაა. მართალია, ელინები ციდან ვარსკვლავებს ვერ წყვეტენ, მაგრამ საკუთარ მოედანზე ნამდვილად ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენენ და ეს პირველ ტურშიც დაამტკიცეს „ელ ჩოლოს“ შეგირდებთან. ამჟამინდელი მდგომარეობით პირეოსელებს უეფას საკლუბო რეიტინგში 56.900 საკოეფიციენტო ქულით 26-ე ადგილი უჭირავთ. ტურინელებთან მატჩში „ოლიმპიაკოსის“ მოთამაშეები მაქსიმალურად შეეცდებიან საკუთარი კედლების უპირატესობით ისარგებლონ, ხოლო „გეორგიოს კარაისკაკისის“ ტრიბუნებზე ზოგადად რაც ხდება, ყველას კარგად მოგვეხსენება. არც ფეხბურთელები დაეწუნებათ პირეოსელებს. არის რამდენიმე გამორჩეული ვისი დასახელებაც ნამდვილად ღირს და ვისგანაც მთავარ საფრთხეს უნდა ველოდოთ, ესენია: მეექვსე და მეშვიდე ნომრები – ბარსელონადან იჯარით აყვანილი იბრაჰიმ აფელაი და საბერძნეთის ნაკრების მთავარმეგოლე კოსტას მიტროღლუ. „ოლიმპიაკოსის“ ღირსებას იცავს თანამედროვე ფეხბურთში უდაოდ გამორჩეული პერსონა – მძიმე სენთან ბრძოლაში გამარჯვებული და სპორტში სასწაულებრივად დაბრუნებული ფრანგი ვეტერანი ერიკ აბიდალი. ერთი სიტყვით, „წითლების“ მწვრთნელს, წარსულში „რეალის“ გამორჩეულ ფეხბურთელ მიჩელს, საინტერესო შემადგენლობა ჰყავს და ორი აზრი არაა, დაძაბული მატჩის მოლოდინში ვართ.

ამგვარად, მოახლოებულ შეხვედრაში „ოლიმპიაკოსი“ თავისას კი ეცდება, მაგრამ ჩვენმა კლუბმა ექვსამდე არ უნდა გაზარდოს ჩემპიონთა ლიგის ეგიდით გამართულ იმ საგარეო მატჩთა რაოდენობა(ბოლო გასვლითი გამარჯვება გლაზგოში, ადგილობრივ „სელტიკთან“ 0-3 მოგებული პაექრობა იყო), რომელშიც „შავ-თეთრებს“ წარმატებისთვის არ მიუღწევიათ.

გვჯერა, ასეც იქნება!

სტატია მოამზადა „იუვე-ლირმა“

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
maxo gvazava
6 years ago

რაც ეკუთნოდათ ის მიიგეს იმედია ჭკუას ისწავლიან :forza: :juvee:

AKAKI nozadze
6 years ago

ამით პრეტენზია კიარა მგონი ოცნებაც დასრულდა ოთხი გუნდით რო დაბრუნდეს ლიგაზე იტალია თუ რა თქმაუნდა ასე საზიზღრად გაგრძელდა ყველაფერი ამას მარტო გუშინდელი თამაშით არ ვამბობ :blin:

Di Francesco # 1
6 years ago

რომა მაგრად მოტყუვდა, ერთი მაშინ როცა იუვესთან თაამშის შემდეგ მართლა დაიჯერეს რო მარტო მსაჯმა წააგებინა და იუვეს სიძლიერე არ აღიარეს და მეორე მაშინ როცა რობენი და გვარდიოლა იძახოდნენ იტალიის საუკეთესო გუნდს ვეთამაშებითო
რომა სწორ გზაზე იყო და მალე დიდი გუნდი გახდებოდა, ამ შემთხვევაში კიდე დროზე ადრე რო დაიჯერეს რო უკვე საუკეთესოები იყვნენ კი განადგურდნენ
თუმცა მაინც მჯერა რომასი რო გავლენ ჯგუფიდან, პირიქით კაიც იყო ეს წაგება, უფრო რეალურად სეხედავენ აწი სიტოაციას და რომშიც რო წააგებენ იუვესთან იმ წაგებასაც მსაჯს არ დააბრალებენ

6 years ago

ჩვენ რომში გაცილებთ რთულ მატჩს ველოდით, რადგან “რომა” ტოპ-კლასის გუნდია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ამ შეხვედრისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ის, რაც დღეს ჩვენ მოედანზე გავაკეთეთ უბრალოდ ფანტასტიური იყო. 7:1-ი შესაძლოა უცნაურ ანგარიშად ითვლებოდეს, თუმცა საუკეთესეო მატჩები კიდევ წინ გვაქვს.”, – დაასრულა არიენ რობენმა.

Di Francesco # 1
6 years ago
Reply to 

თამაშიუს წინ იძახოდა რობენი იტალიის საუკეთესო კლუბს ვეთამაშებითო

6 years ago

მსაჯს არ აბრალებენ რომაელები ნეტა?

snuff-juve
6 years ago

მალმიოსთან ისეთი რაღაცეები აკეთეს ეგეთი დაცვა თუ ეყოლებათ ხვალ არ გაგვიჭირდება:დ

vakhtang karchava
მოდერატორი
6 years ago

40 გოლი გავიდა 8 თამაშში,სასწაული…

nika chigladze
6 years ago

რომა ლიგის გუნდი არ არის ფარჩაკია. სანამ მილანი და ინტერი არ გაძლიერდება არაფერი იქნება

valeri tokhadze
6 years ago

ბაიერნი მინდა პლეი-ოფში და ავტობუსი უნდა ჩაუყენოტ გაიჯეჯილეს დღეს ამ ფარჩაკ რომასთან რომელიც 1-ლ ბურთამდე ტამაშობს

vakhtang karchava
მოდერატორი
6 years ago

ვივა იუვე!!!!! :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

vakhtang karchava
მოდერატორი
6 years ago

ვავა რომა!!!!!

delpieronedved
6 years ago

სერია ა-ს დედა აღარ ყავს

nika chigladze
6 years ago

ახლა გამოჩნდა რა განსხვავება არის იუვეს და რომას შორის. გეგონება ვარჯიშობენ ბაიერნის ფეხბურთელები

delpieronedved
6 years ago

თამაში ისწავლოს რომამ

delpieronedved
6 years ago

სად გაქარ ის სერია ა სად გაქრა ის იუვე მილანი ინტერი რო აზანზარებდნენ ევროპულ ფეხბურთს სად არის ახალი დელ პიერო ზიდანი მალდინი კაკა რონალდო ძანეტი ნედვედი მომენატრა იტალიური ფეხბურთის ყურება ამას იტალიური ფეხბურთი არ ქვია რასაც ეხლა თამაშOბენ ლიგაზე

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

16
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<