ჩირო იმობილე “პესკარაში” არენდით
“იუვენტუსი” ცდილობს თავისი პერსპექტიული ახალგაზრდა ფეხბურთელები არენდით გაუშვას: “ბიანკონერის” 21 წლის ფორვარდი ჩირო იმობილე გამოცდილებას “პესკარაში” დააგროვებს.
“პესკარა” ავრცელებს ინფორმაციას თავის ახალ ფორვარდზე, რომელიც ამ გუნდმა არენდის წესით დაიმატა “იუვენტუსიდან”. “ჩირო იმობილე დროებით “პესკარას” საკუთრებაშია”. ნათქვამია ამავე კლუბის ოფიციალურ საიტზე.
პესკარაში რა გამოცდილებას დააგროვებს არ ვიცი ნამდვილად ……
ისე კი გამოცდილებისათვის რომელიმე სხვა გუნდი ვერ აარჩიეს?? ;-)
ძალიან ცუდი, მარტინესის და ლუკა ტონის და ტუნდაც იაკვინტას ნაცვლად სკამზე ეს რომ იჯდეს რა დაშავდება? ცუდი პოლიტიკა აქვთ
სკამზე ჯდომით განვითარდება?
აი დარდი
