ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩირო ფერარა:”ანდრეა, კიელინი ხელშეუხებელია!”

იუვენტუსი

იუვენტუსს წლევანდელ სეზონში დაცვის ხაზის გამო, ბევრს აკრიტიკებდნენ. გუნდი მართლაც ძალიან ბევრს უშვებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც შემადგენლობაში ჯორჯო კიელინი დაბრუნდა, სიტუაცია თითქოს უკეთესობისკენ შეიცვალა.

აღნიშნული ფაქტი არც ბიანკონერის ექს მცველსა და მთავარ მწვრთნელს ჩირო ფერარას გამორჩენია:

“ჯორჯო ერთ-ერთი საუკეთესოა საკუთარ პოზიციაზე და იუვენტუსისთვის უკანა ხაზში სტაბილურობა რასაც ნიშნავს ყველასთვის ცნობილია.

ადამიანები ლაპარაკობენ, რომ თითქოს მთავარი ხარვეზი ნახევარდაცვის რგოლშია, რაც ჩემი აზრით მცდარი მოსაზრებაა.

როცა გუნდის ბოლო სათამაშო ხაზი შეუთანხმებლად მოქმედებს, პოზიციურ შეცდომებს უშვებს და შედეგად უაზრო ბურთებს იღებს, რთულია ამის მერე კომბინაციურ ფეხბურთზე იფიქრო.

მსგავსი ფაქტები მოთამაშეების ფსიქოლოგიაზე ნეგატიურად მოქმედებს, რაც თამაშის დროს არასწორ გადაწყვეტილებებს უხშირებს, მეტოქე კი საკუთარ ნახევარზე მეტად იკეტება და სივრცეს ფაქტიურად არ გიტოვებს.

ამიტომ ჩემი რჩევა იქნება თუ ანდრეა პირლო კიელინის ხელს არ მოკიდებს. მის ადგილზე სათადარიგოთა სკამზე ლეონარდო ბონუჩის ან მატეის დე ლიხტს გავამწესებდი.

ამით არ ვამბობ, რომ რომელიმე მათგანი ცუდი ფეხბურთელია ან ნაკლებად სანდო. პირიქით, ჰოლანდიელი მომავალის ფეხბურთელია, ხოლო ბონუჩი არნახულად გამოცდილი.. 

თუმცა, კაპიტანს რაღაც განსაკუთრებული ქარიზმა აქვს.. მისი ხასიათი ფეხბურთელებს სიმშვიდეს გვრის და ბრძოლისკენ უბიძგებს.

შედეგის თვალსაზრისითაც კიელინის ყოფნა ყოველთვის დადებითად ისახება! ტრავმის შემდეგ ჯორჯოს დრო ესაჭიროებოდა ფორმა რომ აღედგინა. მან ეს შეძლო და ახლა თავადაც ხედავთ, გუნდისთვის რამდენსაც ნიშნავს.”

 

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 months ago

მაგნაირად რო აზროვნებ მაგიტომაც ვერაფერი ვერ ქენი იუვეში. რა დე ლიხტი სკამზე ხო არ აფრენს ეს ? :D დაბერდა კიელინი კიბატონო ეტყობა რო ისევ ფორმაში შედის მაგრამ როდის რა ტრავმას მიიღებს კაცმა არ იცის სტამინაც აღარ უვარგა. ისე ძმებო ბოლო 6 თამაშში (სუპერთასის და თასის ჩათვლით) ექვსი მოგება გვაქ 14 გატანილი და 1 გაშვებული ძაან მაგარი შედეგია გადატვირთული კალენდარის კვალობაზე. რისი თავი გვაქ ლიგაზე გამოჩნდება მე ვფიქრობ რო მინიმუმ ნახევარფინალში მოვხვდებით შემდეგ რა იქნება ღმერთმა იცის.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<