ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჩირო ფერარა : ” ეს ჯერ კიდევ დასაწყისია ”

ტურინის ” იუვენტუსის ” და ნეაპოლიტანური ” ნაპოლის ” ექს ცენტრალურ მცველს , ჩირო ფერარას – ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტილება იმის შესახებ , თუ რომელ კლუბს უგულშემატკივრებს  იმ შემთხვევაში ,  თუ სკუდეტოს ბედს ამ ორი გუნდის  მატჩი გადაწყვიტავს …

ჩირო , რომელმა კლუბმა გაგარკვირვა უფრო მეტად ? იუვენტუსმა თუ ნაპოლიმ ?

” სიმართლე გითხრათ , არცერთმა . გაცილებით მეტად მილანური და რომაული კლუბების ასპარეზობამ გამაკვირვა ” .

ამ ორი კლუბიდან , რომელს გულშემატკივრობ წლევანდელ სეზონში ?

” ( იცინის ) ჯერ ჯერობით პასუხისგან თავს შევიკავებ . თუმცა , შესაძლოა ოდნავ მოგვიანებით გაგანდოთ საკუთარი სიმპატია , თუმცა ეს იმ შემთხვევაში მოხდება , თუ სკუდეტოსთვის ეს ორი კლუბი იბრძოლებს და ურთიერთ შეხვედრას , გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება . ისე კი , ორივე კლუბს ჩემს გულში დიდი ადგილი უკავია ” .

იუვენტუსის ძალა რაში გამოიხატება ?

” ანტონიო ცდილობს საკუთარი შეხედულება გადმოსცეს ფეხბურთზე , ამასთან ერთად მოტივაციასაც ზრდის და აგრესიულობასაც … სუსტ გუნდებთანაც კი . ყველაფერთან ერთად , მან ის ფეხბურთელები დაიტოვა გუნდში , რომლებიც ბრწყინაველდ ჯდებიან მის სათამაშო სისტემაში ” .

ნაპოლის მთავარი იარაღი ?

” ისინი აგრძელებენ იმ კურსით სიარულს , რომელიც რამდენიმე წლის წინ აირჩიეს და შედეგად , გუნდი ბრწყინვალედ მოქმედებს მოედანზე . მთავარი პლიუსი უდაოდ სისწრაფეა , დაცვის ხაზიდან საკმაოდ მალე და ყოველგვარი პრობლემების გარეშე გადადიან თავდასხმაზე ” .

შეუძლიათ ჰამშიკს , ლავეცის და კავანის , გახდნენ თავდასხმის ლეგენდარული ტრიო ?

” დიახ, წინა ხაზში მათ მართლაც ჰყავთ ისეთი მოთამაშეები , რომელთაც ძალუძთ დადებითი შედეგის მოტანა კლუბისთვის . მაგრამ , არ ღირს სხვა ფეხბურთელების დავიწყებაც . გამოვარჩევდი მაჯიოს , რომელიც ძალზედ ძლიერია , სწრაფია და კარგად ასპარეზობს მეორე სართულზე . ერთი სიტყვით , განუმეორებელია   ყველა კომპონენტში . ეს კი ძალზედ მნიშვნელოვანია – მარადონა , ჯორდანო და კარნევალე , ფანტასტიურად მოქმედებდნენ , მაგრამ დაცვაშიც საიმედოდ ვთამაშობდით ” .

შეუძლიათ მათ სკუდეტოს მოპოვება  ?

” ვფიქრობ , ბრძოლა ნამდვილად ხელემწიფებათ ” .

სად უფრო რთულია მუშაობა ? ნეაპოლში თუ ტურინში ?

” ორივე შემთხვევაში დიდ ზეწოლას გრძნობ , მიუხედავად იმისა , რომ განსხვავებული სტილის ქალაქებია . ” იუვე ” , მსოფლიო ბრენდია და ორი აზრი არაა , რომ მის მიმართ უდიდესი ინტერესია მასმედიის საშუალებების მხრიდან . თუმცა , გულშემატკივრები გარშემო , არცთუ ისე ბევრნი არიან . ნეაპოლში , ვითარება სხვაგვარად გამოიყურება , აქ დიდი თუ პატარა ფეხბურთით ცხოვრობს და შესაბამისად ზეწოლაც საკმაოდ დიდია ” .

ორი მილანური კლუბი , ნაპოლი და იუვე … ერთგვარი გამოცდაა კონტესთვის , არ მეთანხმები ?

” ჩემი აზრით , უკლებლივ ყველამ ერთი პოზიციიდან დაიწყეს ჩემპიონატი , თუმცა დღეისათვის კონტემ ოდნავ გაუსწრო მათ ” .

დღეისათვის მას არ ძალუძს რაიმე გარანტიის მიცემა შედეგთან დაკავშირებით .

” სწორსაც აკეთებს . ის ჯერ კიდევ საქმის საწყის ეტაპზე იმყოფება . კონტე საკმაოდ პრაქტიკული და ყურადღებიანი პიროვნებაა და ამასთან ერთად , არავის არ მისცემს უფლებას მის საქმეში ცხვირი ჩაჰყონ . ჩემგან კი მაშინ სკუდეტოს მოპოვებას ითხოვდნენ ” .

კონტე – ყოფილი თანაგუნდელი , კოლეგა თუ მეგობარი ?

” მეგობარი . ისე კი , აღარც კი მახსოვს რამდენჯერ შევეჯახეთ ერთმანეთს მოედანზე , როდესაც სხვადასხვა კლუბებში ვასპარეზობდით . შემდეგ , როდესაც მან მწვრთნელობას მიჰყო ხელი , ხშირად ვაკვირდებოდი მის მუშაობას და ვურეკვადი ხოლმე , რომ მეკითხა თუ როგორ მოახერხა მან გარკვეული შედეგების მიღწევას ” .

ის კი არაფერს ამბობდა საკუთარი სქემების შესახებ …

” ძალიან მაინტერესებდა მისი 4-2-4 , მაგრამ ანტონიოს ჩემთვის არაფერი უთქვამს . თუ მას , გარკვეული საიდუმლოებები გააჩნია , ძალიან კარგს შვება , რომ არ ჩქარობს მის გამხელას . უშუალოდ მე  კი ვცდილობ პროგრესი გავაგრძელო და ამ კუთხით კონტემ საინტერესო მიმართულებაზე მიმანიშნა , რაზეც მჭიდრო თანამშრომლობა იქნება საჭირო . სტადიონის გახსნისას , ჩვენ რამდენიმე ფრაზით შემოვიფარგლეთ , იგი დამპირდა რომ ისადილებდა ჩემთან ერთად . იმედი მაქვს , მას ეს არ დავიწყებია ” .

არასოდეს გიცდია შეპარულიყავი ვარჯიშზე ?

” ( იცინის ) ისინი ხომ აუღებელ ციხე სიმაგრეში არ ვარჯიშობენ ” .

შენ ეხლა იტალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ხარ , არადა აპენინებზე ახალგაზრდებს მაინც და მაინც არ ენდობიან …

” ჩემს განკარგულებაში ირიცხებიან ფეხბურთელები , რომლებიც საკმაოდ ცოტა დროს ატარებენ მოედანზე და ისეთებიც , რომლებიც საერთოდ არ ასპარეზობენ . თუმცა , მათ კარგად ესმით , რომ ნაკრებში ასპარეზობით , ეძლევათ შანსი , წარმოაჩინონ საკუთარი შესაძლებლობები ” .

შენს რევანშზე რას იტყვი ?

” არ ვეძებდი რევანშს . დიახ , სამწუხაროდ ბიანკონერისთან ერთად საქმე ცუდად განვითარდა . გამოუცდელი ვიყავი და ეს სიმართლეა . თუმცა , ჩემს შემდეგ , საკმაოდ ავტორიტეტულმა და გამოცდილმა სპეციალისტებმაც კი ვერ მიაღწიეს წარმატებას . საბედნიეროდ ის დრო წარსულს ჩაბარდა და ბედნიერი ვარ , რომ ტიფოზების მხრიდან მხარდაჭერას და სიყვარულს ეხლაც ვგრძნობ ” .

კანავარომ განაცხადა , რომ კონტეს მცირე დრო დასჭირდება წარმატების მისაღწევად . დრო , რომელიც თქვენთვის არავის მოუცია …

” ის ჩემი მეგობარია . იცით რაშია საქმე , იტალიაში მნიშვნელობას ანიჭებენ შედეგს , ხოლო მოთმინება , უბრალოდ მისი ერთ ერთი პუნქტია . იმედი მაქვს ეს უკანასკნელი ანტონიოს არასოდეს დასჭირდება ” .

წყარო : La Stampa

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
vaxo turqadze
8 years ago

მაგარი კაცია,მაგრად ვაფასებ,იუვეში თამაშისას სულს და გულს დებდა,ლეგენდა იყო,ის დონე არ ქონდა,მაგრამ უდიდესი მონდომების ხარჯზე საუკეთესო იყო დაცვაში,ახლაც თვალწინ მიდგას მაგის თავური გოლები თუ დარტყმები მოწინააღმდეგის კარში,ძალიან ხშირად იგებდა მეტოქის საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლას,თუმცა ბევრი ვერ გაქონდა,ნაკრებში ცუდ დროს მოუწია ასპარეზობა,მაგის დროს მსოფლიოს უძლიერესი ცენტრალური მცველები ყავდა იტალიას…არც მწვრთნელი იყო ცუდი,ყოველშემთხვევაში ცუდად არ დაუწყია,მაგრამ მერე აირია ყველაფერი,არა უშავს,ჩირო მაინც დადგება კარგი მწვრთნელი,წარმატებებს გისურვებ ჩირო…..

pintu-ricchio
8 years ago

არ მგონია ნაპოლი უფრო უყვარდეს ჩიროს, ვიდრე იუვე… ნაპოლიში უბრალოდ მარადონასთან ერთად თამაშობდა და ეს ისტორიაა…იუვესთან გაცილებით მეტი მიიღო… რაც შეეხება იმას, რომ კონტეს არავინ სთხოვს სკუდეტოს, ვერ დაგეთანხმებით… და თუ არ სთხოვენ ძაანაც ცდებიან… ეს იუვეა ხალხო და რას ქვია სკუდეტოს არ თხოვენ? იუვე მეორე და მესამე ადგილზე სეზონში ისეც უნდა გადიოდეს, ვინც არ უნდა აიღოს სკუდეტო. და თქვენ თუ გგონიათ რომ შარშან მეშვიდეზე გავედით და წელს რომ კონტე მეექსეზე ან მეხუტეზე გავიდეს კმაყოფილი იქნებიან და გააუმჯობესა შედეგიო ეტყვიან ცდებით… მაგდენს ალბათ კონტეც ხვდება, თუმცა რამდენჯერმე ახსენა უკვე, მეშვიდე შარშანო… თანაც უყიდეს ხალხი ასე თუ ისე ვინც ითხოვა თვითონ…… Read more »

ika..juve..10
8 years ago

ყველას გეთანხმებით.. ჩიროს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი რომ ყოლოდა არ იქნებოდა ისეთი ცუდი შედეგები.. უბრალოდ ცუდ დროს მოვიდა.

JUVE - THE BEST CLUB. ONE LOVE

ფერარას შემადგენლობის დაყენებისას დიდი არჩევანი არ ჰქონდა, სულ ერთიდა იგივე შემადგენლობას აყენებდა ხოლმე, დანარჩენები გამოუცდელები იყვნენ, :blin:

კონტეს კიდევ შედარებით უკეთესი შემადგენლობა და არჩევანი აქვს

Gio Darja
მოდერატორი
8 years ago

კონტესგან განსხვავებით ჩიროს არც კარგი ხელმძღვანელობა შეხვდა, არც ტრანსფერები და არც პერიოდი, დიეგო უყიდა სეკომ და მიდი ჰა მოიგე სკუდეტო..იტალიის ახალგაზრდულში მეტად წარმატებული კარიერა აქვს, მაგარი კაცია ბიანკონერო სულით :love:

Del Piero 10+
8 years ago

როგორც ფეხბურთელი მაგარი და როგორც მწვთნელი 0

giorgi tsotsoria
8 years ago

ცუდი დრო ცუდი გუნდი ცუდი ხელმძღვანელობა

აი ეს დაემართა ჩიროს

იმ გუნდში მოვიდა რომელიც ჯერ ახალი გაფარჩაკებული იყო და ყველა მოითხოვდა სკუდეტოები დაედო ეგრევე (რასაც კონტეს აღარ თხოვენ ჩიროს გამოცდილებიდან გამომდინარე) ამას დაემატა უბრალოდ საშინელი სატრანსფერო პოლიტიკა და შესაბამისად ფინანსური კრახი

ეხლა უკვე გასაგებია რო იმ სადაც ჩაგვაყენა სეკომ თავისი გენიალური პოლიტიკით 1 სეზონში ვერ ამოვალთ და ვერც მაშინ ამოვიდოდით

საბა შიოშვილი

მაგარი კაცია :juvee: :juvee:

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

8
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<