ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძამბროტა:”მესის რონალდუზე მაღლა ვაყენებ”

ჯანლუკა ძამბროტა

დღეს, ტურინში ჩემპიონთა ლიგის მეორე სათამაშო დღეს ერთმანეთს იუვენტუსი და ბარსელონა დაუპირისპირდებიან.

საკუთარი მოსაზრება შეხვედრასთან დაკავშირებით ჯანლუკა ძამბროტამაც გამოთქვა, რომელიც წლების წინ იუვენტუსის, ხოლო შემდგომ ბარსელონას ღირსებას იცავდა:

კრიშტიანო რონალდუ და ლეო მესი უდაოდ უცხოპლანეტელები არიან. მათი თამაშის ყურება, მათი შედეგი ფენომენალურია.

თუმცა, პირადად ჩემთვის არგენტინელი უფრო მაღლა დგას.. ლეო ფეხბურთის გენიაა და ამ უკანასკნელს დიეგო მარადონასაც კი ვამჯობინებ.

ნუ დაგავიწყდებათ ის გარემოებაც, რომ მის მხარდამხარ მაქვს ნათამაშები და მესის ძალიან კარგად ვიცნობ.

ზოგადად ეს დაპირისპირება უნიკალურია და ყოველთვის საინტერესოდ ვითარდება. საუბარი გვაქვს კლუბებზე, რომლებიც მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შევიდნენ როგორც საერთაშორისო დონეზე, ასევე შიდა ასპარეზზე მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე.”

4 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
batumski
batumski
1 month ago

ეგ კომოელი გნიდა ბავშვი..დღემდე იარად მაწევს..

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

1
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<