ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

წარსულის პირისპირ…

”წარსულის” ხსენებაზე იუვეტუსის ურიცხვ ტიფოზერიას ყოველთვის ის დიდებული წლები გაახსენდება, როდესაც ტურინული გრანდი ერთნაირი წარმატებით გამოდიოდა შიდა და ევრო ასპარეზზე. ამ სტატიაში მსურს მხოლოდ იმ წარსულზე და დროზე ვილაპარაკო, რომელიც 1 წლის წინ, დააახლოებით ამ დროს მომხდარ ამბავს გაგახსენებთ და ვშიშობ, არც თუ კარგ ხასიათზე დაგაყენებთ…

სამწუხაროდ, ”ბებერი ქალბატონი” წარმატებულად ასპარეზობს და ყოველგვარი კითხვის ქვეშ იგებს შეხვედრებს მხოლოდ შიდა ჩემპიონატში, რისი თქმაც არ შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე. ”მალმიოსთან” მოპოვებულმა სამმა ქულამ ჯგუფური ეტაპის მეორე საფეხურზე კი აგვწია, მაგრამ მაინც არსებობს იმის საშიშროება, რომ საუკეთსო 16 გუნდს შორის კვლავაც (ისევე, როგორც 1 წლის წინ) ვერ ვიხილოთ იტალიის მოქმედი ჩემპიონი. მართალია, უშუალო კონკრენტთან (”ოლიმპიაკოსი”) 3 ქულა არის სხვაობა, მაგრამ წაგების შემთხვევაში მეტად სამწუხარო რეალობის წინაშე დავდგებით.

ბოლო ტურში, ტურინში, მადრიდის ”ატლეტიკოს” ვეთამაშებით, სადაც ნათლად გამოჩნდება ვიმსახურებთ თუ არა რეალურად ჯგუფური ეტაპიდან გასვლას. წინა წელს, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში, ”გალათასარაის” წინააღმდეგ, ტურინელებს ფრეც კი ჰყოფნიდათ მერვედფინალში გასასვლელად, თუმცა ეს ასე არ მოხდა და თურქეთში დავმარცხდით. მიმაჩნია, რომ მეტწილად იმ მარცხის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ”ფრეც კი გვყოფნიდა”. არ დავწერ, ვინც კი უყურა იმ მატჩს მეთქი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ყველამ უყურეთ და იცით თითოეული ეპიზოდი, მაგრამ არავინ შემომედავება თუ ვიტყვი, რომ კონტემ იმ მატჩში ნულოვან ფრეზე ათამაშა გუნდი. რა თქმა უნდა იყო სხვადასხვა პრობლემა (ამინდი, სტადიონის საფარი), მაგრამ როდესაც გქვია ”იუვენტუსი” და გაქვს უდიდესი ისტორია, ვალდებული ხარ ყველა შეხვედრაში გამარჯვების მისაღწევად გახვიდე მოედანზე.

ჩემი შიში სწორედ ამ ფაქტისკენაა მიპყრობილი: მეშინია, ისევ ფრეზე არ ვითამაშოთ და ისევ არ დავმარცხდეთ, მითუმეტეს ახლანდელი მეტოქე მაშინდელ მეტოქეზე ბევრად ძლიერია ყველა კომპონენტში. ის, რომ ”ოლიმპიაკოსი” ”მალმიოს” მოუგებს, მომგონი საკითხავი არცაა. კარგი იქნება, თუ ჩვენთვის სასიამოვნო სიურპირიზი მოხდება ბერძნების შეხვედრაში, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა. რეალურად, ასე არ გვექნებოდა საქმე, რომ არა არტურო ვიდალის გაცუდებული პენალტი ”ოლიმიპიაკოსთან”. პენალტის გატანის შემთხვევაში უკვე მეხუთე ტურის შემდეგ გვეცოდინებოდა, რომ ტურინელები 16 საუკეთესო გუნდში მოხვდებოდნენ და ბოლო ტურში მხოლოდ პირველ-მეორე ადგილებისთვის იქნებოდა ბრძოლა ესპანელებსა და იტალიელებს შორის. ფაქტია, რომ ჩილელმა უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად ვერ აქცია და ამას უნდა შევეგუოთ.

არის კიდევ ორი ფაქტორი, რომელიც ჩემს შიშს ასე ვთქვათ, აბათილებს: მასიმილიანო ალეგრი და ახალი ტაქტიკა. ყველაფრის მიუხედავად, კონტეს წასვლა იუვენტინოებისთვის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო. აი ცა კი მაშინ ჩამოიქცა ჩვენთვის, როდესაც ოფიციალურად დადასტურდა ალეგრის დანიშვნა. პირადად ჩემთვის, ეს სრული კატასტროფა და მშენებლობის პროცესში მყოფი გუნდის საძირკველის გამოცლის ტოლფასი იყო. ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ალეგრიმ კონტეს წასვლა გუნდს არ აგრძნობინა და მასსავით დამაჯერებლად ათამაშებს გუნდს სერია ა-ში, აი ჩემპიონთა ლიგაზე კი კონტეს მსგავსად მასაც უჭირს. ალეგრიმ საწყის ეტაპზე კონტეს საბაზო სქემა 3-5-2 აირჩია, დროთა განმავლობაში კი მისი რეორგანიზება და საბოლოო ჯამში 4-4-2 ფორმატად გადააქცია. პირველი, ე.წ. სატესტო მატჩი ამ ტაქტიკით გუნდმა ”პარმასთან” ჩაატარა და 7:0 გაიმარჯვა. მართალია, დანარჩენ შეხვედრებში ამავე ანგარიშით ვეღარ, მაგრამ იმაზე დამაჯერებლად გაიმარჯვა გუნდმა, ვიდრე 3-5-2 ტაქტიკის დროს. აღსანიშნავია ისიც, რომ გუნდი უფრო და უფრო შემტევი ხდება. ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასიკეთო ძვრები შეინიშნება.

და ბოლოს…მინდა 10 დეკემბერს ვთქვა, რომ გუშინ, 9 დეკემბერს, ”იუვენტუსის” ახლა სტადიონზე, ურიცხვი ტიფოზერიის წინაშე ტურინელებმა ითამაშეს ლაღი, შემტევი და აგრესიული ფეხბურთი, რითაც მადრიდელებს ისეთი ანგარიშით მოუგეს, რომ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. მე ამის იმედი მაქვს. მასიმილიანო ალეგრის კი თვალწინ აქვს 2 მშვენიერი მაგალითი, თუ რა ემართება გუნდს, რომელიც მხოლოდ ფრეზე თამაშობს: ”გალათასარაი” 1-0 ”იუვენტუსი” და იტალია 0-1 ურუგვაი. Forza Juve!!! Fino Alla Fine!!!

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
6 years ago

იუვე შენი მჯერა…ტიფოზებო აჟცილებლათ გავალთ 1/8 ფინალში :forza: :juvee:

dito chanturia
6 years ago

იმედია ჩემს დაბადების დღეზე გავიღვიძებ და გახარებული ვიქნები გუშინდელი 9 დეკემბრის ღამით იმედია პირველი ჯუვე მომილოცავს დაბადების დღეს მითუმეტეს რომ ახლა ისეა დრო რო 15 წუთით ადრე იწყება თამაში მხოლოდ და მხოლოდ ჩემი დაბადების Dრიდან

6 years ago
Reply to  dito chanturia

:juvee:

vakhtang karchava
მოდერატორი
6 years ago

“შიში ვერ იხსნის სიკვდილსა,ცუდია დაღრეჯილობა” :) წარსულის შეცდომები აწმყოს შიშის საფუძველი არ უნდა იყოს,ის გამოცდილების დიდი გაკვეთილია! ყველა დიდი გამარჯვება გუშინდელ მარცხებზე დგას,მთავარია სწორი მიდგომა.ალეგრის ქმედებებს ახლა უფრო ვაფასებ,მან არ ატაკა ეგრევე თავისი სქემები გუნდს,არამედ ნელნელა შეაპარა და თანდათანობით გარდაქმნა გუნდის თამაში,ამით ზედმეტი რისკები აირიდა და შედეგებიც არ დააზიანა(1-2 ჩავარდნისგან დაზღვეული არავინ არაა).პროგრესი ჩანს და შემადგენლობაც ისეთია,შეუძლიათ დიდი მიზნებისთვის ბრძოლა(შევსება რა თქმა უნდა სჭირდება).მთავარი და უმთავრესიც აქ არის განწყობა რწმენა,იმედი,თავდაჯერებულობა(პოგბას სჯერა რომ ის გახდება ოქროს ბურთის მფლობელი და აუცილებლად მიაღწევს ამას!).შიში და ეჭვი წარმატების ყველაზე დიდი მტერია და ჯერ ჩვენ,ქომაგებმა უნდა ვირწმუნოთ წარმატების(შევუქმნათ გუნდს დადებითი აურა) და ის აუცილებლად დადგება!!!… Read more »

giorgi nefaridz
6 years ago

ეხლა თუ ფრეც ვერ ვითამაშეტ სპორტული პრინციპით 1/8 ფინალში არაფერი გვესაქმება, უნდა მოვუგოთ აუცილებლად ატლეტიკოს სასურველი ანგარიშით :forza:

mishka berianidze
6 years ago

წელს ნავსი უნდა გავტეხოთ და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ კარგი იქნება თუ პირველ ადგილ დავიკავებთ და ამით ბაიერნი, რეალი, ბარსელონა, ჩელსის ავირიდებთ მაგრამ მაინც მთავარია გავიდეთ
ყველაზე მეტად ამ ეტაპზე არსენალთან მინდა ძველი გრეხების გამო შეხვედრა ისე კი დიდი სიამოვნებით ლევერკუზენის ან პორტუს ჯგუფში ნებისმიერს შევხვდეთ ყველაზე მეტად რეალი, ბაიერნი, ბარსელონა და ჩელსი არ მინდა დაგვეჯახოს 1-8 ფინალში შემდეგ კი ყველაფერი ჩვენს ხელთ იქნება ამასობაში
კასერესი, ბარძალი, ასამოა დაგვიბრუნდებიან თან ბიჭებიც რაღაცას ირწმუნებენ ასევე იქნებადა ანიელიმ სატრანსფერო დროს ვინმე პროდუქტიულიც მოიყვანოს რომ ლიგაზე გამოგვადგეს
ასე რომ წელს მინიმუმ 1-4 ფინალს ველოდები იუვესგან.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

6
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<