ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

წინ ლაციო და პორტოა – კონტინასაზე იმედიანად არიან, თუმცა..

მატეის დე ლიხტი

კონტინასაზე სიტუაცია იდეალურად რომ არ სუფევს, ამას ყველანი ვხვდებით.

არიან ადამიანები, რომლებიც ხელს პრეზიდენტისკენ, სპორტული დირექტორისკენ ან მთავარი მწვრთნელისკენ იშვერენ.

შესაძლოა თავისი წილი პასუხისმგებლობა ყველას აკისრია, მაგრამ ერთ უიღბლო ფაქტსაც ვერ გავექცევით..

ტურინელთა რიგებში უამრავი ტრავმირებული მოთამაშეა და მოახლოებულ მატჩებში მათი არყოფნა პირლოს საქმეს უკეთესობისკენ რომ ვერ შეცვლის კარგად უნდა გვესმოდეს.

შავი დღეები სპეციასთან მატჩისწინაც გაგრძელდა, როდესაც ოფიციალურ სასტარტო შემადგენლობაში ჯერ მატეის დე ლიხტი ვიხილეთ, ხოლო როდესაც ფეხბურთელები მოედანზე გამოვიდნენ ჰოლანდიელის სანაცვლოდ ჯანლუკა ფრაბოტა ხურდებოდა.

მისი ტრავმის სიმძიმე უცნობია, თუმცა მატჩის მსვლელობისას დე ლიხტი გასახდელიდან ამოვიდა და შეხვედრას თვალყურს ტრიბუნებიდან ადევნებდა, რაც ცოტათი მაინც არის სიმშვიდის მომგვრელი. შესაძლოა სერიოზული არაფერია და ჰოლანდიელი შეძლებს ლაციოსთან ყოფნას.

ბიანკონერის ურთულესი კალენდარი ელოდება. 18 დღეში 6 მატჩი.. ჯერ ლაციო, ხოლო შემდეგ პორტოსთან საპასუხო 1/8 ფინალური ბრძოლა.. თუ დე ლიხტიც არ იყო, მაშინ..

კარგი ამბებია ხუან კუადრადოზე.. წესით თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, სამხრეთ ამერიკელი ლაციალესთან მინიმუმ სკამზე იქნება.

ორ-სამ დღეში სრულდება არტურის პირველი თერაპიის პროცესი, რის შემდეგაც გვეცოდინება შეძლებს თუ არა პორტოსთან თამაშს. დიახ, სწორედ ასე დგას ახლა საქმე.. ამიტომ მოთმენა მოგვიწევს.

ალვარო მორატამ გუშინ ყველას გვაჩვენა, რაოდენ დიდ ძალას წარმოადგენს. პაულო დიბალას ტრავმის ფონზე, ესპანელის დაკარგვამ გუნდის შემტევ პოტენციალს დიდი დარტყმა მიაყენა.

მორატა ბოლომდე გამოჯანმრთელებული არ არის.. თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე პრობლემებთან ადაპტაცია უწევს და მწვავე სპაზმთან ერთად თამაში.

არგენტინელიც თერაპიის კურს გადის, ხოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც სხვადასხვა ათლეტურ სამუშაოს ასრულებს, რითაც ნატკენ მუხლზე მცირე ზეწოლას ახორციელებს, რათა კუნთები ფორმაში შეინარჩუნოს.

პირლო და სამწვრთნელო შტაბი მათ დაბრუნებას დიდი იმედით ელის, რადგან დღეისათვის თითოეული მოთამაშე ძვირად ფასობს, მითუმეტეს როცა საქმე სასტარტოს წევრებს ეხებათ.

 

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 months ago

მოკლედ ტრავმირებულების კოლექცია გვაქ რა ცუდია ძაან. როგორცკი 4 3 3 ზე გადავიდა პირლო სპეციას ბურთი არ დაანახეს.შეტევაში სულ ჩვენ ვიყავით და ყველა ხარვეზი გაქრა.რავი მე ესე დავინახე. პირველი ტაიმი იყო უნაგვესი.

ბაქარი
ბაქარი
2 months ago
Reply to  LASHAJUVENTINO

rogorc yoveltvis megobaro pirveli taimi chvens gunds arasdros ainteresebs

lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
2 months ago

ეგრეა
მომდევნო 2 თამაშიც სახლში გვაქ მეტი რაღა უნდათ

ბაქარი
ბაქარი
2 months ago
Reply to  LASHAJUVENTINO

cesit araferi mosagebia orive

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

4
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<