ხვალ კონტეს განკარგულებაში მთელი გუნდი იქნება
სანაკრებო ბატალიები უკვე დასრულდა, მაგრამ ანტონიო კონტემ ეროვნულ გუნდებში გამოძახებულ ფეხბურთელებს დღეს დასვენების საშუალება მისცა.ვინოვოს სამწვრთნელო ბაზაზე შეკრებილმა მოთამაშეებმა ყურადღება ტაქტიკურ მონახაზებზე გაამახვილეს.
მცირე მოთელვის შემდეგ ბიანკონერებმა ნახევარ მოედანზე შვიდი შვიდზე ითამაშეს, რომლის შემდეგაც მინდვრის მოთამაშეებმა ტრეინინგი სპორტ დარბაზში განაგრძეს, მეკარეებმა კი კლაუდიო ფილიპისთან ერთად დაიწყეს ვარჯიში.გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშებს დაუბრუნდა ემანუელე ჯაკერინი, ფრედერიკ სორენსენმა კი ცხვირზე გადატანილი ოპერაციის გამო განცალკევებით ივარჯიშა.
ხვალ დილით, ანტონიო კონტეს განკარგულებაში მთელი გუნდი იქნება, არტურო ვიდალისა და მარსელო ესტიგარიბიას ჩათვლით, რომლებიც სამხრეთ ამერიკიდან ტურინს მიაშურებენ.
ცოტა უნდა გადაახალისოს გუნდი ამ თამაშში და იმ ფეხბურთელებს ამოსუნთქვის საშუალება მისცეს. ამიტომ შეიძლება შანსი დელპოს,ტონის,კუალის მისცეს
თუნდაც ესტიგარიბიას და ელიას თამაში გვანახოს ))
მშვენიერ.. სასიხარულოა რომ ტრავმები არავის აქვს.. იმედია ასეც გაგრძელდება!!!