ხვალ პიაცას აგენტი “დინამოს” ხელმძღვანელობას შეხვდება
მარკო პიაცას აგენტი ხვალ ზაგრების “დინამოს” ხელმძღვანელობას შეხვდება..
სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარკო პიაცა ტურინის “იუვენტუსს” უახლოვდება.ფეხბურთელის აგენტი ხვალ ზაგრების “დინამოს” ხელმძღვანელობას შეხვდება და ტრანსფერის უკანასკნელ დეტალებს მოაგვარებს.მოთამაშეს ბიანკონერებში ასპარეზობა სურს და შესაბამისად, ყველაფერი ხვალ ან ზეგ ოფიციალურად უნდა დასრულდეს.
აღსანიშნავია, რომ დღეს დინამოელებმა ხორვატიის ჩემპიონატში მორიგი მატჩი გამართეს და პიაცა ძირითად შემადგენლობაში ათამაშეს, როგორც პრესა წერს, ეს უკანასკნელი მატჩი იყო 21 წლის შემტევისთვის და იგი გულშემატკივრებსა და თითოეულ თანაგუნდელს ძალიან თბილად დაემშვიდობა.სავარაუდოდ, სამშაბათს მარკო სამედიცინო შემოწმების გასავლელად ტურინს ეწვევა და შემდეგ კონტრაქტს მოაწერს ხელს.
კაია კაიი

ამდენი დღეს და ხვალ არ დამთავრდა. მოეყვანათ გუნდში და წასულიყო ავსტრალიაში შეკრებაზე. მოდის საერთოდ?
კი, აგენტმაც დაადასტურა
24 საათში მოყომარდებაო ეს ტრანსფერი სკაიმ რა ))
დროზე რა
kontem ise ibazra savaraudod dakeravs kuadrados darchenze…da raxdeba am dros? juve windaxedulad moqmedebs da ukve jibeshi yavs axaligazrda talanti Marko piaca