ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანი ინფანტინო:”ყველას მოგვიწევს მსხვერპლის გაღება”

ჯანი ინფანტინო

FIFA -ს პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო მსოფლიოში არსებულ გლობალურ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ საფეხბურთო მატჩები მხოლოდ მაშინ განახლდება, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება:

“ჯანმრთელობა პირველ ადგილზეა და სხვა ყველაფერი უკვე ამის მომდევნო პოზიციებზე..

მენეჯერები უნდა ემზადებოდნენ სეზონის განახლებისთვის, თუმცა კარგი იქნება რეალობის აღქმასაც თუ შეინარჩუნებენ და ცუდი სცენარისთვისაც მზად იქნებიან.

არ მსურს პანიკის დათესვა, უბრალოდ პირდაპირ ჯობს საუბარი – ფეხბურთი მაშინ განახლდება, როდესაც შევხედავთ რომ ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებათ.

ვალდებულები ვართ კონტრაქტებიც დავიცვათ და ბიოროკრატიული ნორმებიც.. რამდენადაც ეს შესაძლებელია.. მსხვერპლის გაღება ყველა ჩვენთაგანს მოუწევს და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენ, ფედერაციები და ჯანდაცვის უწყებები ერთიანი მექანიზმით ვმუშაობთ. არ ვაპირებ არავის გაკრიტიკებას, მაგრამ საერთაშორისო ორგანიზაციებთან არაერთი წელია მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდაზე. 

ხუთი წამყვან სპეციალისტთან ერთად დავიწყეთ აქტიური კამპანია იმ მოთხოვნებზე რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაასაჯაროვა.

ჩვენ ძლიერი ფინანსური რესურსი გვაქვს, რომელსაც არსებულ სიტუაციაში გამოვიყენებთ მსოფლიოში არსებულ პრობლემებთან გასამკლავებლად.

10 მილიონი დოლარი გადაირიცხება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. გამოიყოფა დამატებითი ფინანსები საფეხბურთო სამყაროს დასახმარებლად, რომელმაც დიდი ზიანი მიიღო შექმნილ ვითარებაში.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ ვინც ამას საჭიროებს. დღეს, როგორც უკვე აღვნიშნე ჯანმრთელობაზე მეტად არაფერი ფასობს!

ევროპის ჩემპიონატი როგორც მოგეხსენებათ 2021 -ში გაიმართება და აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ ახლად შექმნილი საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირი ასევე გადაიდება.

მახსოვს როგორი ნეგატივი იყო 30 წლის წინ, როდესაც ჩემპიონთა ლიგა შეიქმნა.. არადა ის ახლა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გათამაშებაა!

ამიტომაც მაინტერესებს ის ვინც ახლა აკრიტიკებს ჩვენს იდეას, რას გვეტყვიან 30 წლის შემდეგ.

ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია.. ჩავატარებთ მას 2021 -ში ოდნავ მოგვიანებით, თუ 2022-ში ან საერთოდ 2023 -ში.. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი დღემდე რჩება სხვადასხვა ფედერაციისთვის ერთადერთ შემოსავლის წყაროდ.

თუმცა, კალენდარი იმდენად სენსიტიური თემაა, რომ აბსულუტურად ყველა მხარესთან იქნება გასავლელი რა და როდის უნდა გაიმართოს.

არ გამოვრიცხავ იმ ფაქტსაც, რომ მასშტაბები ტურნირის შემცირდეს, რაც უდაოდ უკან გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ სამაგიეროდ მეტად საინტერესო და დინამიური გახდება.

ეს ფანტასტიკური ბლოკბასტერი არ გახლავთ.. კრიზისი ასოცირდება დანაკარგებთან და მათი ათვლა სწრაფი ტემპებით გვაქვს დასაწყები. ისინი ვინც საკუთარ საქმიანობას ჭკვიანურად მართავდა, უკეთეს სიტუაციაში იქნება.

სუპერ ლიგის საკითხი სასაცილოდაც არ მყოფნის.. ვიღაც-ვიღაცეები ორგანიზებას უკეთებენ რაღაც ტურნირებს ისე, რომ ჩვენ გვერდ გვივლიან.

ჩვენი მიზანი კი კონკურენციის გაზრდა.. მსოფლიო ჩემპიონატებზე უნდა იყოს 50 ნაკრები, რომელიც გამარჯვებისთვის იბრძოლებს! 50 კლუბი მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც წარმატებისთვის იბრძოლებს! დიახ, აი ასეთ კონკურენტუნარიან გარემოზე მაქვს ამბიცია.

მაგრამ თქვენ თავადაც კარგად ხედავთ, რომ ახლა ამაზე სალაპარაკოდ დროც კი არ გვაქვს!

VAR -ი გადაწყვეტილებას არ ღებულობს. ეს არის ტექნოლოგიური საშუალება, რომელიც მთავარ მსაჯს სრულ სურათს აძლევს. სწორედ ამის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას ეპიზოდზე, რომელიც ადამიანური ფაქტორის გარდა დროულად ვერ დაფიქსირდა.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of