ბუფონი: “სასიამოვნოა, იყო უძლეველი“
ხშირად შეხვედრიან ერთმანეთს ჯანლუიჯი ბუფონი და ფრანჩესკო ტოტი. ზოგჯერ მოწინააღმდეგე გუნდში, ზოგჯერ კი ეროვნულ ნაკრებში. შემთხვევითი არაა, რომ ჯიჯიმ ტოტის პენალტი მოიგერია, თუმცა თავი კი ხმამაღალი კომენტარებისგან მაინც შეიკავა …
„მე მოვიგერიე ბურთი საჭირო მომენტში. როდესაც იგერიებ პენალტს, რათქმაუნდა, აქ გამართლებაზეა საუბარი. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბევრს ვმუშაობ ამ საკითხზე ფილიპთან (იგულისხმება მეკარის მწვრთნელი). როდესაც გიწევს ძირითადში თამაში, უნდა იყო მაქსიმალურ მზადყოფნაში. ეს მოვალეობაა“.
შეგახსნებეთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან ფრანჩესკო ტოტის დარტყმა მოიგერია, რითაც „იუვენტუსი“ კვლავ დაუმარცხებელი დატოვა მიმდინარე სეზონში და სატურნირო ცხრილის სათავაში „უდინეზესთან“ ერთად. „გასულ წელსაც, წინასაშობაო პერიოდში გუნდი სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორის იმყოფებოდა, თუმცა ერთი თვე წარუმატებელი სერია სრულიად საკმარისია იმისათვის, რათა პრობლემები შეიქმნას გუნდში და სატურნირო ცხრილში დაქვეითდე. ამიტომაც არ გადავუხვევ კურსს და წინასწარ არ ვისაუბრებ შედეგებზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უკვე 14 მატჩი ჩავატარეთ, ჯერ ადრეა ფიქრი იმაზე, რომ უკვე გავლებულია საზღვარი გუნდის გასულ პერიოდსა და ამ პერიოდს შორის.“
„ოლიმპიკოზე” გუშინდელმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცაა, რომ წელს „იუვენტუსი“ ანგარიშგასაწევი ძალაა და აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გუშინდელი მატჩი „ჯალოროსის“ შესრულებით ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში.
„პირველი ნახევარი უსამართლოდ დამთავრდა ჩვენი დამარცხებით, ვინაიდან ჩვენ საკმაო რაოდენობის მომენტები შევქმენით, „რომამ“ კი პირველივე შანსი გამოიყენა, უფრო მეტიც ის ბურთი შეიძლებოდა საერთოდ არ გასულიყო. მეორე ნახევარში ორივე გუნდმა გახსნილი ფეხბურთი აჩვენა, თუმცა ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ფრე სამართლიანი შედეგი იყო. „რომას” საკუთარი სტადიონი უპირატესობას აძლევდა მორალურად. როდესაც „ოლიმპიკოზე“ გადიხარ სათამაშოდ თავიდანვე ხვდები, რომ წინ დიდი ბრძოლა გელის. იქ რომ გაიმარჯვო იდეალურად უნდა ითამაშო. „რომა“ ცოცხალი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შედეგები მაინცდამაინც სახარბიელო არ აქვს“ – განაცხადა მსოფლიოს ნომერ პირველმა კიპერმა.
წყარო: იუვენტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი
უდინეზეს უნდა მოუგოთ გასვლა აუცილებლად ეგენი ძაან გაბლატავდნენ
gigiii miyvarxaaar
მეფეეე ხარ მეფეეეეეეეეეეე ბუფოოოოოოოოოოოო <333333333333
ბრავო ჯიჯი, ქების და ქების ღირსია ეს კაცი
მევასები ჯიგაროოოოოოოოოოოო

ახელა კაცი იძახის კიდე ბევრს ვსწავლობ პირადი ტრეინერისგანო და ტევესები და ვიღაც ღლაპები ტრეინერს არაფრად არ აგდებენ

———————————————————
ზუსტად მაგიტოა ჯიჯი დიდი ფეხურთელი და ტევესი დროებით უმუშევარი
ჯიჯიი მაგრად ვაფასებ ამ ადამიანს

ისე ატყობთ პენალტს ვერ გვიტანენ:)
ჯიჯი
sauketeso xar mp buffon
მსოფლიოს ნომერ პირველმა კვლავ დაადუმა ბევრი პესიმისტი!!! იმედია ეხლა მაინც აღარ დაიწყებენ აბსურდულ კამათებს კასილასი და ვიღაცეები ჯობიანო
