ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯანლუკა დი მარციო დუგლას კოშტას მომავალზე

ჯანლუკა დი მარციო

დუგლას კოშტას კარიერა სხვადასხვა მიზეზის გამო ვერა და ვერ აეწყო.

ფეხბურთელმა თითქოს კარგი თამაშის ჩვენება დაიწყო ტურინელთა რიგებში, თუმცა გუნდში ანდრეა პირლოს მოსვლის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მის გაშვებასთან დაკავშირებით.

ამ ეტაპზე სამხრეთ ამერიკელი გარემარბი არენდით თავის ყოფილ კლუბში – მიუნჰენის ბაიერნში ირჯება. ბოლო ხანებში კოშტა სათადარიგოთა სკამის ხშირი სტუმარი გახდა და სატრანსფერო ბაზარზე ახალი ცნობები გაჩნდა.

დუგლას კოშტა

კულუარული ცნობებით კოშტას დამატება მილანმა მოისურვა. საუბარი არენდას ეხება, თუმცა ჯანლუკა დი მარციომ გუშინდელ ჩართვაში ეს ინფორმაცია მყისიერად უარყო:

“ჩემს ხელთ არსებული ცნობებით, როსონერი ამ ვარიანტს რიგი გარემოებებიდან გამომდინარე არ განიხილავს.

პირველ რიგში საკითხი ფინანსურ ასპექტს ეხება. კოშტას მაღალი მოთხოვნები აქვს, რისი დაკმაყოფილებაც მილანმა არ ისურვა. 

მეორე კი რაც მჭიდროდ უკავშირდება პირველს, მისი ტრავმიანობაა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კოშტას საკმაოდ უჭირს გადაბმულად 3-4 შეხვედრის ჩატარება, ბუნებრივია კლუბი რთულად შეხედავს მისთვის სეზონში 7-8 მილიონის გადახდას.

დარჩება თუ არა ბაიერნში? იუვეს 45 მილიონის აღება სურს, რაზეც გერმანელები უარობენ.. აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით კოშტა ტურინში დაბრუნდება, ან არენდას გაახანგრძლივებს.”

5 1 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.

გათიშვა

0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<