ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯიაკერინი:”რონალდუ და სარის ტაქტიკა შეუთავსებლები არიან”

რონალდუ - სარი

იუვენტუსის ექს შუახაზელი ემანუელე ჯიაკერინი სარი-ბოლთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:

“გუნდმა მაურისიო სარის მოწვევით კონკრეტული გადაწყვეტილება მიიღო.

ტურინელებს მტკიცე გადაწყვეტილება ქონდათ მიღებული ახალ ფილოსოფიაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

სარი ბევრს იბრძოდა, მაგრამ კრიშტიანო რონალდუსთან ერთად ამ ფეხბურთის დემონსტრირება წარმოუდგენელია. 

პორტუგალიელს თავისი სტილი აქვს და ვერ აიძულებთ სხვა კონცეფციაზე გადასვლას.

ნაპოლიმ სარის ფილოსოფიას გუნდური სულისკვეთებით მიაღწია, ხოლო იუვეში ასეთი რამდენიმე ფეხბურთელია, რომლებთაც ძალუძთ დასახულ ამოცანასთან გამკლავება.

იუვე რონალდუზე თამაშობს და სარის ამასთან ადაპტაცია მოუწევს, იმის ნაცვლად რომ სისტემის წინააღმდეგ დაიწყოს სიარული.”

 

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

2 thoughts on “ჯიაკერინი:”რონალდუ და სარის ტაქტიკა შეუთავსებლები არიან”

  1. ნაპოლს მოტივაციაც ქონდა უფრო მეტი იმ დროისთვის ახალი აღორძინებული გუნდი იყო და ფეხბურთელებმა მოგების გემო რო გაიგეს თავადაც მთელი გულით უბერავდნენ ზედმეტი პასუხისმგებლობის გარეშე იმიტო რო არავინ განსაკუთრებულს არაფერს არ თხოვდა აქ კი სულ სხვა სიტუაციაა ეს იუვეა და მუდამ მაღალი მიზნებისთვის გიწევს ბრძოლა მაგალითისთვის რანიერის ლესტერს მოვიყვან გუნდს რომელსაც არავის ეგონა ჩემპიონატშიც თუ დარჩებოდნენ მაგრამ რაც ქნეს ყველას გახსოვთ იმ სეზონშივე ამოწურა რანიერიმ მისი თავი და გაანთავისუფლეს სარისაც ამოწურული აქ თავისი შესაძლებლობები და არ არის გრანდის მწვრთნელი რომელმაც იცის როგორ მართოს ვარსკვლავები ასე რომ ვფიქრობ სანამ დროა უნდა გაუშვან არ არსებობს სარის სტილი ეგ არის სიცრუე თავის მოტყუება და ვსიო იუვეს ჭირდება მაღალი დონის სპეციალისტი რომელსაც შეუძლია და იცის მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა და არა მშიშარა კაცი რომელიც წაგების მერე მხოლოდ გუნდს აბრალებს წარუმატებლობას

  2. სარი იმ ასაკში აღარაა, ადაპტაცია რო მოახერხოს. ამიტომ სანამ სკუდეტოს მოგების შანსი მაინც არსებობს, უნდა გააგდონ უკან მოუხედავად.

Leave a Reply

Your email address will not be published.

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

<