ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯიოვინკო : “იუვეში სიამოვნებით დავბრუნდებოდი”

ტურინის “იუვენტუსის” ექს-შემტევმა, სებასტიან ჯიოვინკომ ამერიკის ლიგაში “ტორონტოს” მაისურით საუცხოო სეზონი ჩაატარა, ახლა კი არდადეგებზე ისვენებს.ტურინული აკადემიის აღზრდილმა 34 შეხვედრაში 22 გოლის გატანა და 13 ასისტის გაკეთება შეძლო, რაც მართლაც შესანიშნავი შედეგია.სპორტიტალია ატომურ ჭიანჭველას დაუკავშირდა და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა : “ამერიკის ლიგაში ახლა შესვენებაა, მოედანზე დაბრუნებას მოუთმენლად ველი.ტორონტოში ბედნიერი ვარ, ვგრძნობ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.იუვენტუსი ? – ამ გუნდმა ცხოვრების სტილი ჩამომიყალიბა, ბოლომდე ბრძოლა და პროგრესისკენ სწრაფვა, MLS – ში ადაპტაციისთვის ეს ყველაფერი დამეხმარა.ევროპაში დაბრუნება ? – ბებერ ქალბატონში მართლაც სიამოვნებით დავბრუნდებოდი.იუვეში სრულად ჩემი შესაძლებლობები ვერ გამოვიყენე, მოხარული ვარ, რომ შავ-თეთრი მაისურით რამდენიმე წელი მაინც ვიასპარეზე.ეროვნული ნაკრები ? – მანძილი ფეხბურთში პრობლემას არასდროს წარმოადგენს, ანტონიო კონტე ჩემს თამაშებს აკვირდებოდა და იმედი მაქვს, ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშებ.ბარსელონას ინტერესი ? – არაფერი მსმენია, მაგრამ თუ ასეა ან ოდესმე იყო, დაჯერება გამიჭირდება.ამერიკაში გადმოსვლამდე ჩემი ტრანსფერი რამდენიმე იტალიურ კლუბს სურდა, ბოლონიას, ემპოლის, პალერმოს, მაგრამ კონკრეტული არაფერი ყოფილა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest
17 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ნაკრებში კონტემ თუ გამოიძახა და ევროპაზე წაიყვანა გამოადგება ნაკრებს

6 years ago

რაც ამას იუვე ყავს ნალანძღი ახლა გახდა კაი ტიპი? დაეტიოს სადაც არი. რამდენჯერ უნდა დაბრუნდეს? ერთხელ რომ დავაბრუნეთ ისიც დიდი შეცდომა იყო. სამოყვარულო ლიგაში თამაშობს და ნაკრებში მოხვედრის ამხელა ამბიცია არ უნდა ქონდეს.

snuff-juve
6 years ago

რას ერჩით პეს-13ში ძაან მაგარია:D

ნედვედი
ნედვედი
6 years ago

კაი ტიპია :forza: :forza: :forza:

falconGE
6 years ago

ჯოვინკო არა მენთეშაშვილი კიდე.
დავიწყოთ იქედან რომ ერთი ბოღმა კაცუნიაა. ეგ და მისი აგენტიც რაც თავი მახსოვს სულ იბოღმებიან და იბოღმებიან.

რაშია მაგარი კაცი?
რაც ჩვენ მაგაში ფულები ვყარეთ ორივე გამოსყიდვის დროს, მაგ ფასად მშვენიერი ფეხბურთელის ყიდვა შეიძლებოდა.

დრო არ ქონდა თავის გამოჩენის თუ შანსი?
ერთი დაბოღმილი საშუალო დონის ფეხბურთელია.
არ უნდა ქება-დიდება ვინაიდან ჩვენი აკადემიის აღზრდილია.
ეგრე დავაბრუნოთ დეჩელიეც, ლანძაფამეც პასკუათოც და რომელი ერთი კიდე.

soni 10
6 years ago

Juves stils ver moergo tan kontes stils mgonia ro alegri upro gamoiyenebs mevaseba magrad es pegburteli tan amasac unda juveshi ramdenjer wavida da kide unda dabruneba arada gaushves beberic araa kai asakia parmashic magrad tamashobda ise araa gamoricxuli daabrunon mainc matris agar jobia to mara dziritadi ar eqneba am pirobebshi da ar mgonia aq tu ara sadme evropashi normalur klubshi mainc wamovides to da iqneb kontem waiyvanos es evropaze unda iyos gaasworebs.fiores italiashi mouxdeboda aseve arsenals adre undodato ravi barsa joria.amerikas tavisi mesii yavt

lasha lasha
6 years ago

მაგარი კაცია მართლა არ მიეცა თავისი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა ტექნიკაც კარგი აქვს მოედნის ხედვაც და დაყენებული დარტყმაც მინდა რო დაბრუნდეს ოღონდ უნდა ენდონ და ძირითადში ათამაშონ

ანონიმური
ანონიმური
6 years ago

ამერიკაში ძაან მაგარია მარა იუვე ტორონტო არაა ვერ ქაჩავს და მერანდენეთ უნდა მოიყვანონ???სება კაი კაცი ხარ მარა არაა შენი ადგილი იუვეში

d a v i d
6 years ago

28 წლისაა და ეგებ დააბრუნონ იუვეში :love: ჰერნა-პადოინი გაუშვან და ეგ არი და ზედ ხიფათაც დააყოლონ :chuvak: სამივე ერტად გადამბული სებას მაინც ვერ ჯობია და არ ჯობია ერთი გყავდეს და კაი :kenwvla:

d a v i d
6 years ago

————————–ბუფონი—————————–

ლიხტა———ბონუჩი————-კილინი————-სანდრო—-

———–ხედირა——-მარკიზიო———–პოგბა—————

—————-დიბალა————–ჯოვინკო——————-

————————მანჯუკიჩი—————————–

Giorgi kasrashvili
6 years ago
Reply to  d a v i d

გეთანხმები დავით :forza:
ფაცებუქზე როგორ ხარ? :)

d a v i d
6 years ago

ხიფატას და ჰერნას მაგივრად ეს მოეყვანათ აჯობებდა!!! :love:

paulo dybala 21
paulo dybala 21
6 years ago

ეს ამერიკაში მაგრად იბერავს

Lb19
Lb19
6 years ago

martla ver gamoavlina tavis shesadzleblobebi tore dybalaze aranaklebi talanti qonda amas ubralod shansic ar mieca wesierad

Q A S R A
Q A S R A
6 years ago

სებააა… მაგარი კაცი, აი როგორ საუბრობს იუვეზე, გამაგდეს და ასე შემდეგ კიარაო, არამედ მე ვერ გამოვავლინე სრული შესაძლებლობაო… არადა გვენათხოვრა შესვენებამდე ჯოვინკო და კაი იქნებოდა :)

Di Francesco # 1
6 years ago

ისე სებას გამო კი დავთმობდი ძაძას

juveboy-leo
6 years ago

sebaa she magaro,a kaci. . . rato es ar laparakobs dabogmili
ise es gancxadeba seriozuli minishnebaa zazas gasxvisebis shemtxvevashi

| Newsphere by AF themes.
17
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x