ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯონათან ბინოტო:”ანდრეა, დროა გადაწყვეტილებებს სერიოზულად გადახედო”

ანდრეა პირლო

იუვენტუსის ექს ფეხბურთელი ჯონათან ბინოტო, რომელიც ტურინელთა რიგებში 1991-94 წლებში ირჯებოდა, საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს გამართულ დერბი დ’იტალიასთან დაკავშირებით:

“იმედი მაქვს ანდრეა პირლო საკუთარ გადაწყვეტილებებს გადახედავს. მრჩება შთაბეჭდილება თითქოს, ტურინელები არასათანადოდ მოემზადნენ შეხვედრისთვის, რომელიც ამას საერთოდ არ იმსახურებდა.

იყო პრობლემები თამაშის შექმნის თვალსაზრისით.. კი უდაოდ საინტერესო საყურებელი იყო რომელო ლუკაკუს და ჯორჯო კიელინის დაპირისპირება, თუმცა.. სხვათაშორის მინდორზე მატეის დე ლიხტის ყოფნის შემთხვევაში მეორე გოლი შესაძლოა არ გასულიყო.

თუმცა, იუვენტუსი ვერ დაიწყებს მიკროფონთან იმაზე წუწუნს, რომ მას ვინმე აკლდა. შეხედეთ რა შემადგენლობა და სკამი ყავს გუნდს.. როგორი გვარები.. ასე რომ მწვრთნელს მოუწევს ნებისმიერ ვარიანტში რესურს კიდევ ერთხელ გადახედოს და მისი სწორად გამოყენება დაიწყოს.

მეოთხე ფორვარდი? მოდით ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ, თუ რა შეუძლია ამ მხრივ იუვენტუს დღეისათვის? მას უკვე ყავს ალვარო მორატა და კრიშტიანო რონალდუ.. გამოდის რომ მათზე ძლიერია მოსაყვანი.. და ვინ არის ასეთი ხელმისაწვდომი რაციონალურ თანხად?

პასუხი ნათელია და აქედან გამომდინარე, კლუბს მოუწევს დაელოდოს როდის გამოჯანმრთელდება პაულო დიბალა.. არგენტინელის დაბრუნების შემდეგ ფორვარდის საჭიროება ასე მწვავედ აღარ დადგება.

სკუდეტოსთვის ბრძოლა დასრულებული არ არის.. ჯერ კიდევ შეიძლება ბევრი რამ მოხდეს და თავად ბიანკონერიც, ასეთი სილის შემდეგ დარწმუნებული ვარ რეაბილიტირებას ეცდება.. ეცდება სტაბილური შედეგით, რაც მათ უდაოდ შეუძლიათ რადგან სისხლის ჯგუფი ამ საოცარი კლუბის ასე მარტივად არ დანებდება.”

0 0 შეფასება
შეფასება

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
LASHAJUVENTINO
3 months ago

კუადრადო ცოცხალია ნეტა? ბოლოს ფიორენტინასთან ითამაშა 22 დეკემბერს როდის დაგვიბრუნდება ნეტა.ხვალ ინტერზე არანაკლებ გუნდს ვხვდებით აბა ვნახოთ რას ვიზავთ.რონალდო ეგოისტი რო არ იყოს მაგასაც დაასვენებდა კაცი ზოგ თამაში მარა ვინ გაუბედავს ზამენას.თასზე სპალს ვხვდებით კიდევ კაი.

maradona73
maradona73
3 months ago

ამ ვიღც ყირგის სამუროდოვს რას კადაეკიდნენ ვერ გამიგია, ან ჯეონოას იქეთ ვეღარ იყურებიან ბლიაძ?

maradona73
maradona73
3 months ago

ხო, მანჯუკიჩი ჩაირიცხა მილანში და 9 ნომერიც მიცეს უკვე …

maradona73
maradona73
3 months ago

დავით, ფოოტბალ-იტალიაზე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელის ტაკინარდის ინტერვიუა და იქნებ თარგმანი დაგვიდო აქ.

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

4
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x

<