ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯორჯო კიელინი:”ფინალისგან დიდი სიამოვნება უნდა მივიღოთ, რადგან..”

დღეს, უემბლიზე ევროპის ჩემპიონატის ფინალი გაიმართება, სადაც ერთმანეთის პირისპირ იტალიის და ინგლისის ეროვნული გუნდები წარსდგებიან.

ტრადიციულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების წინაშე რობერტო მანჩინისთან ერთად ჯორჯო კიელინიც იმყოფებოდა, რომლის ინტერვიუსაც ქვემოთ გაეცნობით:

“ფინალში ის ორი ნაკრები გავიდა, რომელიც ამ შედეგს ყველაზე მეტად იმსახურებდა. ინგლისის ნაკრების შედეგს თუ მივაქცევთ ყურადღებას მაშინ ყველაფერი კანონზომიერია. მათ მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვეს და ისიც საჯარიმო დარტყმის შემდეგ.

ფიზიკური კონდიციების თვალსაზრისითაც არანაირი კითხვის ნიშანი არ არსებობს.. საერთოდაც, სულ რომ სათადარიგოთა სკამი გამოეყვანათ გასულ მატჩებში, ვფიქრობ ფინალში გასვლას ისინიც შეძლებდნენ.. ამით იმის თქმა მსურს, რომ ბრიტანელებს რეზერვიც ძლიერი ყავთ და საჭიროების შემთხვევაში გაძლიერება მათთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ჰარი კეინს ჯერ კიდევ მაშინ შევხვდი, როდესაც ინგლისელებს ტურინში ამხანაგურად დავუპირისპირდით. მომენტალურად მოვიხიბლე მისი მრავალფეროვანი ასპარეზობით. იღებს ბურთს, აკეთებს გადაცემებს, კარგია მეორე სართულზე, იტანს ბურთებს და ასრულებს სტანდარტებს. კითხეთ ფაბიო პარატიჩის უკანასკნელი წლების მანძილზე ჰარიზე რამდენი ვესაუბრე. 

ლეონარდო ბონუჩის თქმით ეს იქნება დაპირისპირება ინგლისის ახალგაზრდული შეტევისა და იტალიის გამოცდილი უკანახაზის? არც სტერლინგია ბებერი და მითუმეტეს არც კეინი. გამოცდილება მათაც საკმაო აქვთ, უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვართ ძალიან ბებრები ვართ.

შესაძლოა სპრინტერულ ორთაბრძოლაში სტერლინგს ვერასდროს ვაჯობო, მაგრამ თუ საქმე ბურთის აღებაზე მიდგება აქ ტოლს არავის დავუდებ. 

დიახ, ვიხილე შოტლანდიური გამომცემლობის პოსტერი და ამაზე ბევრი ვიცინე. ჩემთვის კარგად არის ცნობილი როგორი ურთიერთობა აქვს ამ ორ ერს ერთმანეთის მიმართ. თუმცა, ღიმილის იქით ეს ისტორია არ გაგრძელებულა.

უემბლიზე თუ შენ ანთებული გულით და ამასთანავე ცივსისხლიანი განწყობით არ გახვედი, მაშინ შორს წასვლა გაგიჭირდება. ეს იდეალური სინთეზია და ფინალისგან სიამოვნება უნდა მივიღოთ. ახლა ნერვიულობა უადგილოა, რადგან არავინ იცის მომავალში კიდევ როდის მოგვეცემა ასეთ ეტაპზე მონაწილეობის მიღება.

ევროს წინ გვწამდა, რომ წინ კარგი ჩემპიონატი გველოდა. დამატებითი ენერგია მოგვეცა მაშინ, როდესაც ტურნირის წინ ჩეხები დავამარცხეთ. მაშინ საოცარმა ატმოსფერომ დაისადგურა.. თითქოს ბოლომდე დავიმუხტეთ ამ მიზნისთვის.

ინგრედიენტები რომლითაც აქ მოვედით შედგება სუფთა გონებისგან, სიამოვნების მიღებისგან და მცირეოდენი სიგიჟისგან. ყველაფერთან ერთად გვყავს შესანიშნავი შეფ პოვარი რობერტო მანჩინის სახით, რომელიც ყველაფერს იდეალურად ასრულებს. 

ინგლისელები ფინალს საკუთარ კედლებში გამართავენ? ეს არც პირველი და არც უკანასკნელია, როდესაც ფინალში ერთ-ერთი მასპინძელია. ნუ დაგავიწყდებათ ის ფაქტიც, რომ ჯგუფურ ეტაპზე სამი შეხვედრა ჩვენც შინაურ ასპარეზზე გავმართეთ.

ჩემი აზრით ამ დეტალებიდან ყველაზე უკმაყოფილო შვეიცარიელები უნდა იყვნენ, რომლებმაც მატჩები რომში, ბაქოშ და სანკტ პეტერბურგში გამართეს.

ზურგს საოცარი გამოცდილება მიმაგრებს.. არაერთი წელი გავატარე მაღალ დონეზე და ახლა თითოეული მატჩისგან დიდ სიამოვნებას ვღებულობ. ამიტომაც ვარ მუდამ კარგ განწყობაზე და მეტოქის მიმართ დადებითი ემოციით განწყობილი. ხშირად ვეხუმრები და ვეხუტები. 

სწორედ ამ წლების და სტაბილური თამაშის შედეგად შევძელი ურთიერთპატივისცემის მოპოვება, რომლის მიღებაც და გაცემაც პროფესიონალისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნოა.”

5 1 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x