ჯორჯო კიელინი “კალიარისთან” მატჩს გამოტოვებს
კვირას, ტურინელები საკუთარ მოედანზე “კალიარის” დაუპირისპირდებიან. შემადგენლობის შერჩევისას, ანტონიო კონტეს არ ექნება შესაძლებლობა განაცხადში შეიყვანოს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ჯორჯო კიელინი. შეგახსენებთ, რომ გუშინ “ლეჩესთან” შეხვედრაში კიელინიმ მატჩის მთავარი არბიტრისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა, რაც მისთვის მიმდინარე სეზონში რიგით მეოთხე აღმოჩნდა. ამასთან, გუშინდელ შეხვედრაში გაფრთხილება მიიღო ასევე არტურო ვიდალმა, რომლისთვისაც მიმდინარე გათამაშებაში რიგით მეექვსე ყვითელი ბარათია, თუმცა მას ამ მიზეზით არ ემუქრება “კალიარისთან” მატჩის გამოტოვება. ტურინელებისგან განსხვავებით არცერთი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ეყოლებათ სტუმრებს.
წყარო: იუვეტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი
რა ემართება ხოლმე ბონუჩის
ეგ რო არა 
პეჩენიე ძირითადში ბონუჩისთან
ო ბოჟე ხრანი ნას
ოოოოოოოოოოოოოო ახლა რას იზამს კონტე საინტერესოა
ენდობა ვითომ დეჩელიეს თუ ესტიგარიბიას დააყენებს?