კიელინი: “არ ღირს იმის თქმა, რომ შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით“
ტურინის „იუვენტუსის“ აწ უკვე მარცხენა მცველმა ჯორჯო კიელინიმ მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, რითაც გუნდს ქულა შეუნარჩუნა. შეიძლება ეს ცოტაა ისეთი მებრძოლი ხასიათის ფეხბურთელისთვის, როგორიც ჯორჯოა, თუმცა გუშინდელი თამაშის მიხედვით ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს, რომ „იუვენტუსი“ „ოლიმპიკოდან” დაუმარცხებლად წამოსვლით კმაყოფილი უნდა იყოს.
„ყველა შემთხვევაში ეს მნიშვნელოვანი ქულაა, იმიტომ რომ ჩვენ გამოვნახეთ ძალა და გავათანაბრეთ ანგარიში, უფრო მეტიც ბოლო წუთებამდე ბოლომდე ვიბრძოდით და ვცდილობდით გამარჯვებას. მინდორზე არც თუ ისე კარგად გამოვიყურებოდით, ძალიან ბევრი კონტრშეტევა გაგვეპარა, წავაგეთ ბევრი ორთაბრძოლა და სწორედ ამიტომაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს ფრე ჩვენ უფრო მეტად შეგვმატებს საკუთარი ძალების წმენას, თანაც სატურნილო ცხრილში დღევანდელი საღამოს მერე ისევ პირველები ვართ“ – განაცხადა ჯორჯო კიელინიმ.
გუშინდელი თამაშის მსვლელობისას თუ „რომას“ დაცვის შეცდომებსაც და საკადრო პრობლემებსაც გავითვალისწინებთ, რათქმაუნდა „იუვენტუსს“ უკეთესი შედეგი შეიძლებოდა მიეღწია, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა.
„როგორც ყოველთვის, დღესაც „რომაში“ საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. შემიძლია ნებისმიერ ადამიანს შევეწინააღმდეგო ვინც იმას იტყვის, რომ ის ფეხბურთელები ვინც დღეს „ჯალოროსის“ ღირსებას იცავდა მინდორზე სათადარიგო ფეხბურთელები არიან და არ იმსახურებენ ძირითადში თამაშს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ რომში გამარჯვებისათვის ჩამოვედით და ყველანაირად ვეცადეთ კიდეც, თუმცა ეს ის შემთხვევა ნამდვილად არაა, როდესაც ღირს იმის თქმა, რომ ჩვენ ტყუილად დავიხარჯეთ ან შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით, ვინაიდან „ოლიმპიკოზე“ თამაში ნებისმიერი გუნდისათვის რთულია“ – აცხადებს ჯორჯო კიელინი.
წყარო: იუვენტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი
ძაან დაბალი ხარისხის თამაში ვანახეთ მომენტების ბოლო ფაზაში
ჩემი აზრით ქულები დავკარგეთ, ამ რომასთან ამ იუვეს ფრე არ უნდა ეთამაშა

ჯორჯო გუნდის ლიდერია და ეს გუშინაც გამოჩნდა
