კიელინი: “ჩვენი მიზანია არდადეგებზე დაუმარცხებლად გავიდეთ“
Tuttosport-ი ტურინის „იუვენტუსის“ მცველის – ჯორჯო კიელინის სიტყვებს აქვეყნებს, სადაც იგი „რომასთან“ მატჩზე და ზოგადად მიმდინარე სეზონზე საუბრობს:
„გასულ მატჩში „რომას“ წინააღმდეგ მინდორზე თავდაპირველად ჩემი მთავარი დავალება იყო პიანიჩისა და ლამელას ნეიტრალიზაცია, შემდეგ მომიწია ისე, რომ მარცხენა ფლანგზე ესტიგარიბიას დავხმარებოდი შეტევაში და საბოლოოდ, ისე განვითარდა მოვლენები, რომ მეტოქის კარის აღებაც შევძელი. აქამდე არასოდეს მქონდა გატანილი „ოლიმპიკოზე“, ეს პირველად მოხდა. კმაყოფილი ვარ მათ წინააღმდეგ გუნდის თამაშით, ვინაიდან რომში განსაკუთრებული ატმოსფეროა სტადიონზე. გარდა ამისა მე მე-17 გოლი გავიტანე „იუვენტუსის“ მაისურით, რასაც დიდხანს ველოდი, იმდენად დიდხანს, რომ უკვე ფქირობდი, რომ იღბალმა ზურგი მაქცია“ – აცხადებს ჯორჯო კიელინი.
რომში კიელინის გოლის წყალობით, მთელი ევროპის მასშტაბით „ბებერი ქალბატონი“ რჩება ერთადერთ გუნდად მიმდინარე სეზონში, რომლის წინააღმდეგაც ვერცერთმა გუნდა გამარჯვება ვერ იზეიმა.
„ეს არის საამაყო. ალბათ სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა ასეთ „იუვენტუსს“. დღემდე უძლეველნი ვართ. ახლა ჩვენი მოკლევადიანი მიზანი არის, რომ საშობაო არდადეგებზე დაუმარცხებლად გავიდეთ. „ნოვარასთან“ მატჩს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. ცდება, ვინც ასე არ ფიქრობს. კი, ყველაფერი ნამდვილად ასეა, იმიტომ, რომ დღევანდელ დღემდე ჩვენ ყველა მნიშვნელოვანი თამაში უშუალო კონკურენტებთან და ჩემპიონატის ლიდერებთან წარმატებით ჩავატარეთ, გასვლით მატჩებზე ზოგჯერ იღბალიც ჩვენს მხარეს იყო. ეხლა კი თუ ჩვენ ნამდვილი პროგრესი და შედეგი გვინდა, ეგრედ წოდებულ სუსტ გუნდებთან უნდა შევძლოთ გამარჯვება, ვინაიდან ეს არის ერთ-ერთი მთავარი პირობა წარმატებისა“ – აცხადებს ჯორჯო კიელინი.
წყარო: TuttoJuve
მართალია…
დღემდე ვერ ვინელებ
ბოლონიას, ჯენოას, კატანიას, კიევოს…