ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯორჯო კიელინი – 17 წელი სანაკრებო ტიტულისკენ!

ჯორჯო კიელინი იუვენტუსის ნამდვილი გმირია. იგი ერთადერთია ვინც უკანასკნელ 10 წელიწადში 9 სკუდეტოს მოპოვება მოახერხა! არადა სანაკრებო დონეზე 17 წლის მანძილზე იყო ტიტულის გარეშე.

შესაძლოა ეს ციფრები მეტადაც გაზრდილიყო და კარიერა ისე დაესრულებინა, რომ ნაკრებთან ერთად გამარჯვება არც ეზეიმა. 2019/20 წლის სეზონი ტრავმის გამო თითქმის სრულად გამოტოვა.. მაგრამ მოხდა ევროპის ჩემპიონატის გადადება და სიტუაცია მის სასარგებლოდ შეიცვალა.

ადრეულ ასაკში ჯორჯო და კლაუდიო კიელინები (მისი ძმა) კალათბურთით იყვნენ გატაცებულები და საფეხბურთო კარიერაზე აქტიურად არც კი ფიქრობდნენ.

ისე კი არ გაიგოთ თითქოს სპორტის ნომერ პირველი სანახაობა არ მოწონდათ, უბრალოდ სხვა მიმართულებაზე ფიქრობდნენ. ჯორჯო მილანის ქომაგი იყო, ხოლო კლაუდიო იუვენტუსის.. თუმცა, ოჯახში მარტო ისინი არ ყოფილან ასეთი გაყოფილები.. მამა იუვეს ქომაგია, ხოლო დედა მილანის.

Маркизио венчает Кьеллини: «Ты встал и ушел, я мечтаю увидеть тебя в Катаре».

აქედან გამომდინარე პირველ ეტაპზე ჯორჯოს იმედი ქონდა, რომ პაოლო მალდინის გზას გააგრძელებდა. სინჯებზეც კი იყო როსონერიში, მაგრამ დაიწუნეს.. ასე აღმოჩნდა ლივორნოში სადაც სერია ბ-ში ვალტერ მაცარის ხელმძღვანელობით შრომობდა.

შრომობდა ნაყოფიერად, რადგან იტალიის 19 წლამდელებთან ერთად ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო 21 წლამდელებთან ბრინჯაო..

2004 წელი მის კარიერაში უდაოდ იყო დიდი წარმატების დასაწყისი.. ფიორენტინაში ძირითად შემადგენლობაში იმკვიდრებს ადგილს და დაცვის მარცხენა ფლანგზე ახლოს არავის იკავებს. ნაკრებშიც მისი დებიუტი სწორედ ამ კლუბიდან შედგა 20 წლის ასაკში.

გადის სულ რაღაც ერთი წელიწადი და კარიერას იუვენტუსში აგრძელებს, სადაც კონკურენციას იტალიელთა საუკეთესო მარცხენა ლატერალეს – ჯანლუკა ძამბროტას უწევდა. სხვათაშორის ცუდად არ გამოსდიოდა, რადგან სასტარტოში 17 მატჩი დაიწყო. უბრალოდ მარჩელო ლიპისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და კიელინი 2006 წელს ნაკრებთან ერთად არ წაიყვანეს.

მომდევნო ორი წლის მანძილზე იუვენტუსის დაბრუნებაში ლომის წვლილი შეაქვს.. თან დიდიე დეშამმა მისი ტრანსფორმაცია გადაწყვიტა და მარცხნიდან ცენტრში შესწია, რითაც სამყაროს ახალი სუპერ დამცველი აჩუქა.

აძური ევროპის პირველობისთვის ემზადებოდა და ჯორჯოს სტაბილურად იძახებდნენ.. მართალია სუსტ გუნდებთან ეძლეოდა თავის გამოჩენის საშუალება, მაგრამ სულ არაფერს ასე დაწყება ნამდვილად ჯობდა.

მთავარ დუეტად მაშინ კანავარო-მატერაცის ათამაშებდნენ, რომლებთანაც კონკურენცია იოლი საქმე არ იყო.

თუმცა, ზუსტად ტურნირის დაწყებამდე მოსამზადებელი ეტაპის დროს, კიელინის და კანავაროს შორის მცირეოდენი შეჯახება მოხდა.. შედეგად ფაბიო მძიმე ტრავმას ღებულობს და ევროპის ჩემპიონატს ტოვებს, რაც ჯორჯოსთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით რთული გადასატანი აღმოჩნდა.

ამ ყველაფერში ბიანკონერის დღევანდელ კაპიტანს თავად კანავარო დაეხმარა.. იგი ამშვიდებდა ჯორჯოს:”ასეთი რამ ფეხბურთში ყველას შეიძლება დაემართოს. ეს რომ არა ერთს კი არა ორ მოთამაშეს დავკარგავდით. თუმცა, ახლა უკვე იცი რომ გოლი გაქვს გასატანი და ისიც იცი ვის უნდა მიუძღვნდა”- უთხრა ფაბიომ.

პირველ შეხვედრაში ჰოლანდიელებთან ჯორჯო მოედანზე არ გამოსულა და აძურიმ ის მატჩი 0-3 წააგო.. დანარჩენი მატჩები სრულად ჩაატარა და ესპანელებთან 1/4 ფინალში გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გადაწყვიტა. სხვათაშორის ჩვენი გმირი იმ დაპირისპირებაში ბევრი სპეციალისტის მოსაზრებით საუკეთესოდ მიიჩნიეს.

2010 წელს ჯორჯო ჩამოყალიბდა როგორც ერთ-ერთ ყველაზე არასასიამოვნო და უხეშ მცველად. არაფრის ეშინოდა და ინტერნეტი მოიცვა ფოტოებმა სადაც მას სისხლი სხვადასხვა ადგილიდან სდიოდა და მოედანს ცოცხალი თავით არ ტოვებდა. თავდამსხმელებისთვის ნამდვილი კოშმარი გახდა! პაცინის დამცავ ნიღაბს სახიდან აძრობდა, ხოლო იბრას პერსონალურად აყენებდა შეურაწყოფას.

მიუხედავად იმისა, რომ აფრიკულ მუნდიალზე იტალიამ უსახურად იასპარეზა კიელინი გუნდში ერთ-ერთ ნათელ წერტილად დაასახელეს. იმავე სეზონში მისი დამატება რეალს, სიტის და ბაიერნს სურდა.. რობერტო მანჩინიმ სინანულითაც კი აღნიშნა, რომ კიელინი იუვენტუსის საკვანძო ფიგურაა და მისი აპენინებიდან წაყვანა პრაქტიკულად შეუძლებელია.

სწორედ ამის შემდეგ ჩამოყალიბდა დუეტი ბონუჩი-კიელინი.. იუვეში ანტონიო კონტეს მისვლის შემდეგ ის ტრიოც შედგა, რომელმაც იუვეც და იტალიის ნაკრებიც ტოპ დონეზე დააბრუნა. კიელინი-ბონუჩი-ბარძალი გაუვალ კედელს ქმნიდა, რომლის დახმარებითაც აძურიმ 2012 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში იასპარეზა.

არადა ამ სეზონში, იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში ატალანტასთან ჯორჯომ ტრავმა მიიღო და გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს იგი ვერ მოასწრებდა ფორმაში ჩადგომას.. თუმცა, ჩეზარე პრანდელიმ კიელინი დაამშვიდა:”ნუ ნერვიულობ, ეს ადგილი შენია და ჩვენთან ერთად გაემგზავრები”.

სამწუხაროდ ფინალში კიელინის გაუჭირდა სწრაფ ესპანელებთან გამკლავება.. მე-14 წუთზე გოლი, შემდეგ საერთოდ ტრავმას იღებს და მოედანს ნაადრევად ტოვებს.

2014 წელს ჯორჯოს ლუის სუარესმა უკბინა. იტალია გავარდა..

2016 წელს მორიგი წარუმატებლობა.. ამჯერად გერმანიასთან 1/4 ფინალში, სადაც აძური პენალტების სერიაში დამარცხდა.

2017 წელს ვენტურამ საერთოდ ვერ მოახერხა იტალიელთა კვალიფიკაცია მუნდიალზე და ისინი დიდი ტურნირის მიღმა დარჩნენ. სწორედ მაშინ გამოაცხადეს ბუფონმა და ჯორჯომ სანაკრებო კარიერის დასრულებაზე.

ლეგენდების შეჩერება მაშინდელმა თანაშემწემ ლუიჯი დი ბიაჯომ, ხოლო მოგვიანებით რობერტო მანჩინიმ მოახერხა. მიუხედავად არაერთი ტრავმისა ჯორჯონე ნაკრებს კაპიტნის სამკლაურით დაუბრუნდა.

“ევრო 2020-ს განსაკუთრებული ენთუზიაზმით ველოდები, რადგან დიდი ალბათობით ჩემთვის ეს უკანასკნელი სანაკრებო ტურნირი იქნება.”

ჯორჯოს გოლები არ გაქონდა, არც პენალტებს ასრულებდა, მაგრამ სხვადასხვა საშუალებით ეხმარებოდა თანაგუნდელებს.

ესპანელებთან 11-იანების წინ, კაპიტანი მსაჯებთან მივიდა, მათთან ერთად ხუმრობდა, რის შემდეგაც ხორდი ალბას სახეზე ისე შეეხო რომ ბევრს ეგონა მუშტით ნიკაპზე დარტყმა მიაყენა.

კიელინიმ და იტალიამ თითქოს ამ უმნიშვნელო საქციელით ნერვიულობის ტონი დაწიეს, აი ესპანელებზე კი როგორც ჩანს პირიქით იმოქმედა. შედეგად სერიაში დამარცხდნენ კიდევაც.

ინგლისელებთან იდენტური ეპიზოდის წინ ბრიტანელ ფანებს დიდი თითი უჩვენა და ხმამაღლა დაიწყო სიცილი. თითქოს წინასწარვე ანიშნა, რომ თქვენ დღეს სახლში თასის გარეშე დარჩებითო.

სხვათაშორის თავად ჯორჯოს უემბლიზე მხოლოდ კარგი მოგონებები აკავშირებს. სტადიონის მორიგი რეკონსტრუქციის შემდეგ, გახსნით მატჩზე ახალგაზრდული გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მატჩი 3-3 დასრულდა, ხოლო კიელინიმ თავის გატეხვა აქაც მოასწრო.

14 წლის შემდეგ უემბლიზე ორჯერ იგებს 11-იანის სერიაში და პირველად კარიერაში სანაკრებო დონეზე საერთაშორისო ტიტულს თავს ზემოთ წევს! არადა 2006 წელსაც ხომ შეეძლო?

5 3 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
Subscribe
Notify of
guest
0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x
()
x