ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯუზეპე მაროტა:”ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება”

ბეპე მაროტა

ბევრი მითქმა მოთქმა მოყვა იტალიაში იუვენტუსი – ინტერის მატჩის გადადებას.. ნერიაძურის ფანების და კლუბთან დაახლოებული პირების მოსაზრებით, ასეთი სახის გადაწყვეტილება იუვენტუსის ზეწოლის შედეგად განხორციელდა..

აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთება მილანელთა გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ გადაწყვიტა:

“საერთოდ არ მაინტერესებს რის გამო მიიღეს ასეთი სახის გადაწყვეტილება, თუმცა ფაქტია ლეგა სერია ა-ს პრეზიდენტმა ეს ისე გააკეთა, რომ კონსულტაცია არავისთან არ გაუვლია.

თავდაპირველად იგეგმებოდა შეხვედრის გულშემატკივრების გარეშე ჩატარება, რაც აქედანვე მინდა გითხრათ, რომ სრული აბსურდია.. შემდგომ კი საერთოდ გადაიდო..

ჩემი აზრით აუცილებელი იყო დამატებითი შეხვედრის ჩატარება 20-ივე კლუბის წარმომადგენელს შორის, რადგან ეს სიტუაცია აუცილებელია დეტალურად იქნას განხილული.

სერიოზულად ვარ შეწუხებული მომავალ კვირას დაგეგმილი შეხვედრის გამო, როდესაც ჩვენ სასუოლოს ვუმასპინძლებთ.. საუბარი მატჩის გულშემატკივრების გარეშე ჩატარებაზე როგორც უკვე გითხარით არის სრული აბსურდი!

რაც შეეხება შეხვედრის ორშაბათზე გადატანაზე, ამაზე დიალოგი შორს წაგვიყვანს.. აქედანვე ვემზადებით ევროპა ლიგის შეხვედრისთვის და შესაბამისად, სერია ა-ს მატჩი კვირას არ უნდა გაცდენოდა!

თუ ასე მასშტაბურად გაგრძელდება მატჩების გადადება, მაშინ რეალური საშიშროება არსებობს, რომ სერია ა-ს მიმდინარე სათამაშო წელი არ დამთავრდება.

კალენდარი ფაქტია, რომ ძალიან მჭიდრო იქნება რაც უდაოდ გამოიწვევს როგორც ფსიქოლოგიურ ასევე ფიზიკური კონდიციების პრობლემას.. იქნება უამრავი ტრავმები და პრობლემები.. ნუთუ ამაზე არავინ ფიქრობს?

მიჩნდება კითხვა იუვენტუსი – ინტერის შეხვედრაზე გადადებული თარიღის გამოცხადებასთან დაკავშირებით.. თუ დააკვირდებათ ის უფრო ადრე იყო ცნობილი, ვიდრე პირობითად ინტერი – სამპდორიასი.. რა კრიტერიუმით იქნა ეს მიღებული?

ამიტომაც უნდა გვეფიქრა თავის დროზე 20 გუნდიდან 18 გუნდიან სქემაზე გადასვლაზე, რომელიც კალენდარში თავისუფალ დღეებს გააჩენდა.”

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

10 thoughts on “ჯუზეპე მაროტა:”ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება”

  1. ზეიმს მოუცავს მადრიდი,
    დადუმდა კატალონია,
    ამ ორ გუნდს როგორ ადრიდი?
    როგორც კატა და ლომია.

  2. Bruno fernandesi movida manchestershi ds tipi egreve lideri gaxda))) ase rom pogbas gayidvaze tanaxma iqmebian uechveli) mtavaria exla psg m ar motaflos fulis tomarit pogba)) reals eg ar chirdeba))egeti tamashit boloniashi aucileblad wavagebt))) sari gamopxizldi…… Sheeshvi am deda naqach 4_3_3s)) didi xania vwer ro 4-3-1-2 unda itamashos centri ro ufro gazlierdes). Kuadrados da sandros ukve saxe aqvt m.. Otynuli))) rotacia aucilebelia)) exla dzan rtuli tamashebia win)) 2kvira da sheileba panchuri amoartyas anielim saris)) sheeshvi am 4-3-3s xeebia centrshi yvela erti tipi unda iyos trekvartistad ro burti gadaadgildes swrapad zonebs shororis)) me tu mkitxav yvela gasahvebia centridan)

  3. ცხოვრებაში ორადორ კატეგორიის ხალხს ვერ გავუგებ ვერასდროს. 1. ფასი ჩემხელა ასოებით რომ უწერია და კიტხულობენ მაინც რა ღირს. 2. სარის ბრალია თუ ნახევარდაცვა არ ვარგა და ამავდროულად რა ალეგრის ბრალია ნახევარმცველები არ უვარგაო. )))) კარგი ცენტრი რომ ყოლოდა დიბალას არ არბენინებდა მეკარის საჯარიმოსთან, უბრალოდ სტილი ქონდა უკვე მომპალი.

  4. ronaldom da dybalam amoutries kvelaperi naxevardacvas))martoebi vart burts ver gvazleveno,magram am 2ma ra icis, akauri profesorebis tkmit xom kvelaperi saris bralia, tore alegristan daprinavda matuidi bernardeskebi))

    1. ნახევარდაცვას და თავდასხმას შორის რო კავშირი არაა, ვისი ბრალია შენი აზრით?

    2. ყველაზე მეტად ისაა ტრაგედია რომ შეუძლიათ კარგად თუ არა ნორმალურად მაინც თამაში. მატუიდი მაინც იცი რისი გამკეთებელია და დიდი იმედი არ გაქ მისი მარა პიანიჩი და ბენტა რომ გყავს და ავალებ იმას რისი გაკეთებაც შეუძლიათ მაგრამ იჟვამენ. არ ვამბობ რომ განგებ მაგრამ მაინც

  5. ისე გუშინაც ერთი თამაში გადაიდო და დღესაც და რატო სხვა ქალაქებში არ არის კორონა თუ ფეხებზე კიდიათ იმათ ან ვაქცინა აქვთ რამე? ვერ გავიგე

Leave a Reply

Your email address will not be published.

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.

გათიშვა

<