ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჰალანდი, მბაპე, ფელიქსი – რონალდუ ყველას კუმირია

კრიშტიანო რონალდუ

ერლინგ ბრაუტ ჰალანდმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მისი კუმირია და ფეხბურთის თამაში მან პირადად რონალდუს გამო დაიწყო.

„მინდა მას შევხვდე და ვუთხრა რომ ფეხბურთელი მისი დამსახურებით ვარ. ის ყველასთვის სამაგალითოა.“

19 წლის ასაკში ჰალანდს უკვე 60-ზე მეტი საკლუბო გოლი აქვს გატანილი და ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება, სხვა ტალანტების მსგავსად კი მისი კუმირი სწორედ კრიშტიანუ რონალდუა და არა ლიონელ მესი.

„არ მინდა ლიონელ მესის რამე დავუკარგო, მაგრამ მე კრიშტიანუ რონალდუს კარიერა მაძლევს მოტივაციას.“ – ასეთი კომენტარი გააკეთა კილიან მბაპემ, როცა კითხეს თუ ვინ იყო მისთვის შთაგონების წყარო.

რონალდუ მესამე ახალგაზრდა ტალანტის, ჟოაო ფელიქსი საყვარელი ფეხბურთელიც გახლავთ. „რონალდო კიდევ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იქნება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ის შეუცვლელია და ნებისმიერ გუნდს დააკლდება.“ – თქვა ფელიქსმა.

რონალდუ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შრომისმოყვარე და საუკეთესო ფიზიკური მომზადების მქონე ფეხბურთელია, რის გამოც წარმატებული ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის გამორჩეულად სამაგალითოა.

adjarabet.com საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა!

ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს ევრობასკეტზე!

გაუზიარე მეგობარს
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

avatar
  Subscribe  
Notify of