ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

„“იუვენტუსი“ – პლანეტის საუკეთესო გუნდი“

„“იუვენტუსი“ – პლანეტის საუკეთესო გუნდია ეს სიტყვები არ ეკუთვნის „ბებერი ქალბატონის“ გულშემატკივრებს. ეს სიტყვები ამერიკულ სპორტულ არხ –  ESPN-ზე ითქვა, რომელმაც საკუთარ საიტზე იმ კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებშიც საერთო ჯამში მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების წლებში  უფრო მეტ მსოფლიო ჩემპიონს უთამაშია…

ამ სტატისტიკის მიხედვით პირველ ადგილზე აღმოჩნდა ტურინის „იუვენტუსი“, რომლშიც მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების წლებში საერთო ჯამში 24 მსოფლიო ჩემპიონ ფეხბურთელს უთამაშია. „თუ ჩვენ შევაფასებთ კლუბებს მათში მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთელების რაოდენობის მიხედვით, „იუვენტუსი“ პლანეტის საუკეთესო გუნდია“ –  ითქვა ამერიკულ სპორტულ არხ ESPNზე.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ 24 იუვენტუსელი მსოფლიო ჩემპიონიდან 22 იტალიელია, ხოლო 2 კი სხვა ქვეყნის წარმომადგენელი (ზინედინ ზიდანი და დიდიე დეშამი). როგორც მოგეხსენებათ  „იუვენტუსი“ თითქმის ყოველთვის იყო „სკუდრა აძურას“  მთავარი ბირთვი და საყრდენი ძალა გარდა 1938 წლის მუნდიალისა, სადაც მხოლოდ 2 იუვენტინო მონაწილეობდა იტალიის ნაკრების მაისურით. 1934,1982 და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატებზე. რომლებშიც „სკუადრა აძირამ“ ჩემპიონობა იზეიმა,  „იუვენტუსი“ წარმოდგენილი იყო შესაბამისად  ცხრა, ექვსი და ხუთი ფეხბურთელით.

ESPN-ის რეიტინგების მიხედვით „იუვენტუსს“ ჩამორჩება და მეორე ადგილს იკავებს მილანური „ინტერნაციონალე“, რომელიც ისტორიის მანძილზე 20 მსოფლიო ჩემპიონს ითვლის. შემდეგ მოდის მიუნჰენის „ბაიერნი“ 16 მსოფლიო ჩემპიონით, ხოლო მეოთხე ადგილზე კი კიდევ ერთი იტალიური გუნდი „რომაა“, რომელმაც 15 მსოფლიო ჩემპიონი აჩუქა ეროვნულ ნაკრებებს. სხვა იტალიური კლუბებიდან კი რეიტინგში „მილანი“ და „ფიორენტინა“ მოხვდენენ, შესაბამისად 10 და 8 ფეხბურთელით.

სტატიაში საუბარია მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების წლებში კლუბში იმ კონკრეტულ წელს მოთამაშე და გამარჯვებულ ფეხბურთელებზე და არა მერე გადმოსულ მსოფლიო ჩემპიონებზე.  (კლუბიდან ნაკრებში გაწვეული მსოფლიო ჩემპიონი  ფეხბურთელები)

მსოფლიო ჩემპიონატებზე გამარჯვებულ “იუვენტუსელთა” რაოდენობა

1934 წელი – 9

ჯამპიერო კომბი, ლუიჯი ბერტოლინი, უმბერტო კალიარისი, ფელიჩე ბორელი, ლუის მონტი, რაიმონდ ორსი, ჯოვანი ფერარი, ვირჯინიო როზეტა, ჯოვანი ვარლიენი.

1938 წელი – 2

ალფრედო ფონი, პიეტრო რავა.

1982 წელი – 6

დინო ძოფი, კლაუდიო ჯენტილე, გაეტანო შირეა, მარკო ტარდელი, ანტონიო კაბრინი, პაოლო როსი.

1998 წელი -2

ზიდანი, დეშამი. ჩემპიონი საფრანგეთის ეროვნული ნაკრები.

2006 წელი -5

ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ჯანლუკა ძამბროტა, მაურო კამორანეზი, ალესანდრო დელ პიერო.

წყარო: იუვენტუსის ოფიციალური ვებ-გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

37 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
11 years ago

როგორც ჩანს სტატია, რომელიც დავდე ბევრმა ბოლომდე კიდე ვერ გაიგო… ამ სტატიაში საუბარი იმ ჩემპიონ იუვენტუსელებზე, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარების წელს თამაშობდნენ იუვენტუსში და ამავდროულად გახდნენ მსოფლიო ჩემპიონები იმ წელს. მაგალითად, 2006 წლის იუვედან 2006 წლის მსოფლიო ჩემპინატზე იტალიის ნაკრებში იყვნენ ბუფონი, კანავარო, ძამბროტა, კამორანეზი, დელპიერო და ტან გახდნენ ჩემპიონები. მერე გადმოვიდა ტონი, იაკინტა, ბარძალი, გროსო, პირლო და ა.შ. მაგრამ ეგენი არ ითვლებიან, იმიტომ რომ 2006 წელს, როცა ჩემპიონატი ჩატარდა მაშინ არ იყვნენ იუვენტუსელები. 2006 წლის ფინალში იყვნენ ფრანგი იუვენტუსელებიც, ტურამი, ვიეირა, ტრეზეგე, მაგრამ რადგან ჩემპიონი საფრანგეთი ვერ გახდა, ამიტომ არ მოხვდნენ ლისტში… საუბარი მხოლოდ იუვედან იმ წელს გაწვეულ და… Read more »

Di Francesco # 1
11 years ago

Arancia Meccanica
მერე რა? აბა იუვემ თუ არ დააბრუნა მაგის გამო ახლა პარმაში არ დარჩება სამუდამოდ
ვინც დააფასებს იქ წავა
:italy: :achuu: :italy:

Arancia Meccanica
11 years ago

1juve
Football Italia – ჯოვინკოს აგენტმა განაცხადა რომ სება მზად არი ინტერში სათამაშოდ და მას თავისუფლად შეუძლია სნეიდერის შეცვლა.. :lool:

seba
11 years ago

ვაი რომ მაროტა მე და შენ არ გვისმენს. :chuvak: :chuvak: :chuvak: კაი ფეხბურთელს, რო უფასოდ არავინ მოგვცემს, მემგონი უმალავენ ამას მაროტას. მოჯის მერე, ასეთი “ტრანსფერების გურუ” ნაღდად აღარ გვყოლია. :chuvak: :chuvak:

giorgi papuashvili
11 years ago

რომაში რომ წესიერი ყოფილიყო კი არ გაუშვებდნენ :lool: :lool: მომინდომეს კონტემ და მაროტან საუკუნის ტრანსფერი ნეტა რა ამოძრავებდათ ამას რომ მოათრებდნენ? : :chuvak: :chuvak: უეჩველი ნათესავია :lool: :lool: და სინაურულ პონტში ვერ გაიმეტეს :lool: :lool: :lool: :lool:

giorgi papuashvili
11 years ago

არა რა დამიაოა თუ ვიღაცა იმას აკვირდებოდნენ და 30 მილიონის გადახდას აპირებდნენ და აგუეროში 35 ვერ გაიმეტეს :blin: :blin: აუ არადა რა თავდამსხმელია თვითონაც არ იყო უარს იძახდა კარგი იქნებაო მაგრამ მორატიმ სულ გააფუჭა საქმე. ბორიელოს როცა 100% საგოლე პასს აძლევდა კიჭა მაშინ ვერ იტანდა და ეხლა როცა სიტოაციის შექმნაა საჭირო და შესრულება ეხლა გაიტანს ეგ გოლს ეგ მართლა (გაზონის მკრეჭავია) ვციტირებ შენს სიტყვებზე :chuvak: :chuvak: ეგ უნდა წაეთრეს ამ გუნდიდან

seba
11 years ago

giogio8428 რა დროს აგუეროა, როცა მაროტამ გოლების მანქანა მოგვიყვანა ბორიელოს სახით. თანაც ვუჩინიჩიც გვყავს, რომელიც როდის აფეთქდება და როდის დაიწყებს თამაშს კაცმა არ იცის, მაგრამ ჩვენ მაინც გვჯერა, რომ ოდესმე გაახსენდება ის რომ ფეხბურთელია და არა გაზონის მკრეჭავი. :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak: უბრალოდ სიმწრისგან მეცინება, რად გადააქციეს ჩვენი საყვარელი გუნდი ამ დილეტანტებმა. :blin: :blin: :blin: :blin: :blin:

giorgi papuashvili
11 years ago

არა რა ნევრები მეშლება მანჩესტერ სიტის შემხედვარე როგორ ახმება აგუერო ჩვენ კი კვალის იმედზე ვართ ეყიდათ რა იქნებოდა :loool: :loool: :loool:

mamuka iosava
11 years ago

სერია “ს”-ში კი უსწრებს მაგრამ სასჰუალო კოეფიციენტი ერტნაირი აქვტ…ან უტოტის მეტი ტამასჰიც აქვს ცჰატარებული სერია აში

ლაშა ცხვარაძე

კაცურად მითხარით ტოტის უფრო მეტი გოლი აქ გატანილი თუ დელპიეროს? :forza:

carvalho amauri buffon
11 years ago

გააჩნია რაში ძმა სერია ა-ში ტოტის ხოლო ყველაფერი რო სჰევკრიბოტ დელ პიერო 29 გოლით უსწრებს

ლაშა ცხვარაძე

ვიკიპედიაზე ეწერა ასე და მიტო ვიკითხე :forza:

11 years ago

bacho

მერე 2006 წელს საფრანგეთი ხოარ გახდა მსოფლიო ჩემპიონი? ვინც ჩემპიონი გახდა იმ წელს იმათ ეხება, თორე მასე იუვეს ყველა უცხოელი წევრი ყველა თავისი ნაკრების წევრია, ლიდერი თუ არა… აქ საუბარია იმათზე, ვინც იუვედან ეროვნულ ნაკრებში მიიწვიეს და პახოდუ ჩემპიონი გახდა (და არა მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა ან მისი ქვეყნის ნაკრებში ისე უთამაშია)

bacho lezhava
11 years ago

ვიეირა და ტურამიც მაგდროს იუვეში იყვნენ მსოფლი ჩემპიონატის მერე გადავიდენ იუვედან

bacho lezhava
11 years ago

მერე ტრეზეგე მაგ დროს იუვეში თამაშობდა 2011 წელს გადავიდა იუვენტუსიდან

11 years ago

bacho

ეგ ხალხი მერე მოვიდა…
აქ ის ხალხია, ვინც იუვედან იქნა გაწვეული ეროვნულ ნაკრებში და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ანუ ვინც იმ წელს თამაშობდა იუვეში, როცა კონკრეტული მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა და მიიწვიეს ნაკრებში იუვედან და გახდა მსოფლიო ჩემპიონი

bacho lezhava
11 years ago

ტრეზეგე ვიეირა ტურამი ტონი იაკინტა, ეს ხალხი რატო არ არი მაგ სიაში:-o

NEDVEDA11..
11 years ago

Facebook-ზე დავაშეატე ეს სიახლე და გამოხტნენ რეალის და სხვა გუნდის ფანები :chuvak:

ფორცა იუვე!
ჩვენ დავბრუნდებით :juvee:

11 years ago
Reply to  NEDVEDA11..

ჩემთან არ ჩანს სხვა გუნდების ფანების კომენტარები

mishka berianidze
11 years ago

აი ის მსოფლიო ჩემპიონები
1934 – ჯამპიერო კომბი, ლუიჯი ბერტოლინი, უმბერტო კალიარისი, ფელიჩე ბორელი, ლუის მონტი, რაიმონდ ორსი, ჯოვანი ფერარი, ვირჯინიო როზეტა, ჯოვანი ვარლიენი
1938 – ალფრედო ფონი, პიეტრო რავა
1982 – დინო ძოფი, კლაუდიო ჯენტილე, გაეტანო შირეა, მარკო ტარდელი, ანტონიო კაბრინი, პაოლო როსი
1998 – დიდიე დეშამი, ზინედინ ზიდანი
2006 – ჯანლუიჯი ბუფონი, ფაბიო კანავარო, ჯანლუკა ძამბროტა, მაურო კამორანეზი, ალესანდრო დელ პიერო.
ასევე ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკა ყველაზე მეტი კაპიტანი იუვეს ყავდა მსოფლიო ჩემპიონი 1934 – კომბი, 1982 – ძოფი, 2006 – კანავარო.

11 years ago

არადა იუვეს ოფიციალურ საიტზე პირიქით წერია, 1938 წელს 9 კაცი და და 1934 წელს 2 კაცი.
შენი ინფო სწორია

nika kakabadze
11 years ago

იუვენტუსი ყოველთვის იტალიის ნაკრების სახე იყო. :forza: :forza: :forza: :italy: :italy: :italy:
აუ ნაპოლის როგორ გამიტყდა. ჰამშიკმა კი თქვა მილანის არ უნდა გავიმეოროთო და… მილანი კი გავიდა მეოთხედფინალში, ნაპოლიმ იკითხოს. :wow: :wow: :wow:

juveman
11 years ago

ისე აქ ტურამიც უნდა იყოს დამატებული, თუ მხოლოდ ის ფეხბურთელები ითვლება რომლებიც მხოლოდ იმ პერიოდში თამაშობდნენ იუვეში?

11 years ago
Reply to  juveman

ჩავასწორე სტატია უფრო გასაგები რომ იყოს

11 years ago

bero-juve10

ხო მაგას ვამბობ, ანუ 24 არის ის ფეხბურთელი ვინც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების წლებში იყო იუვენტუსელი

Di Francesco # 1
11 years ago

ხო თუარა ისე ბევრად მეტი იქნებოდა, ისე კაი სტატისტიკაა 2014 უფრო გაიზრდება :chuvak:
:italy: :achuu: :italy:

Di Francesco # 1
11 years ago

მერემოსულები არ ითვლება ხო?

mishka berianidze
11 years ago

არა ეს უშვალოდ მსოფლიო ჩემპიონობის პერიოდში ასპარეზობდნენ იუვეში.

11 years ago

ალბათ არა, იმიტომ რომ ტურამი არ წერია ორ უცხოელში, მარტო ზიდანი და დეშამია

mishka berianidze
11 years ago
Reply to 

ტიურამი 2001 მოვიდა საფრანგეთმა კი 1998 წელს მოიგო.

11 years ago

ამას მე ვიძახი რეამდენი ხანია, რომ იუვეს რიგებში სულ იყო, ძირითადი ბირთვი ნაკრებისა, იყო არის და იქნება, 2006 ის მსოფლიოზე, თითქმის მთელი გუნდი თამაშობდა ფინალში :forza: :juvee:
იტალიის ნაკრებში ბუფონი, კანავარო, გროსო, ძამბროტა, კამორანეზი, დელ პიერო, :forza: :juvee:
საფრანგეთის ნაკრებიდამ ტრეზეგე :forza: :juvee: :forza: :juvee:

11 years ago
Reply to 

გროსო მერე გადმოვიდა იუვეში. 2006 არ იყო.
საფრანგეთში პლიუს ტიურამი იყო ტრეზეგესთან ერთად

11 years ago
Reply to 

ხო ეხა ვფიქრობდი ვიღაც გამომრჩათქო :forza: :juvee:

11 years ago
Reply to 

კალჩიოპოლი, რომ არ მომხდარიყო??!!!!!!!!………… :forza: :juvee:

Ladika
11 years ago
Reply to 

+ ვიეირა :)

11 years ago
Reply to  Ladika

კი. ვიეირაც
ზიდანიც ყოფილი იუვენტინო იყო და საერთოდ forza juve :-)))

Lasha chachava
11 years ago
Reply to 

მაშინ გროსო ინტერში იყო ხოლო შემდგომ ლიონშIი და

| Newsphere by AF themes.
37
0
Would love your thoughts, please comment.x