ბიანკონერები ეროვნულ ნაკრებებში ( მიმოხილვა )
გუშინ ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართულ მეგობრულ მატჩებში მონაწილეობა ტურინის “იუვენტუსის” ათმა ფეხბურთელმა მიიღო.ოთხი შეხვედრიდან ერთი გამარჯვება, ერთი ფრე და ორი მარცხი.
იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა 2012 წლის პირველი შეხვედრა წააგო.ჩეზარე პრანდელის შეგირდებმა გენუაში ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ გუნდს უმასპინძლეს და მატჩი 0-1 დათმეს.ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, ანდრეა პირლო, კლაუდიო მარკიზიო და ალესანდრო მატრი ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, ჯორჯო კიელინი კი თამაშში მეორე ტაიმის დებიუტშივე ჩაერთო.ლეონარდო ბონუჩი სათადარიგოთა სკამიდან არც წამომდგარა.
შვეიცარიის ეროვნულმა ნაკრებმა, რომელშიც შტეფან ლიხტშტაინერი გამოდის, არგენტინის ნაკრებთან 1-3 წააგო.ბიანკონერების მარჯვენა მცველმა 60 წუთი ითამაშა, რის შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა მისი მოედნიდან გაყვანა გადაწყვიტა.გამარჯვებულთა მხრიდან სამივე გოლი ლიონელ მესის ანგარიშზეა.
ურუგვაის ეროვნულმა ნაკრები, რომელშიც მარტინ კასერესი გამოდის, რუმინეთს ეწვია და შეხვედრა ფრედ, 1-1 ითამაშა.მატჩის მეორე წუთზე ანგარიში ედინსონ კავანიმ გახსნა, თუმცა შესვენების შემდეგ წონასწორობა ბოგდან სტანკუმ აღადგინა.ბებერი ქალბატონის მცველმა 90 წუთი ითამაშა.
ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც გუშინ გამარჯვების მოპოვება შესძლო – მირკო ვუჩინიჩია.მონტენეგროს ეროვნულმა ნაკრებმა ისლანდია 2-1 დაამარცხა, სტეფან იოვეტიჩმა კი დუბლი შეასრულა.
ევროპის ჩემპიონობის დროა.
44 წელია არ მოგვიგია. ხუმრობაა???
ეგ არაფერი, უარესებიც მახსოვს მინიმუმ ნახევარფინალამდე მივალთ ევროპაზე
ნახევარფინალამდე თუ მივალთ, მაშინ შანსები მაგრად გაგვეზრდება, როგორც წესი, ჯგუფურში უჭირთ და მერე მაგრად ათამაშდებიან ხოლმე
