10 მიზეზი თუ რატომ უნდა ვცეთ პატივი დელ პიეროს
10 მიზეზი თუ რატომ უნდა ვცეთ პატივის ალესანდრო დელ პიეროს …
1. დელ პიერო – ყველაზე დამსახურებული ვეტერანია იუვენტუსისა
უკვე 16 წელია რაც ალექსი თამაშობს იუვენტუსში. მას ყავს როგორც მხარდამჭერები ასევე მოწინააღმდეგეები, მაგრამ ის, რომ მისი მიღწევები იმსახურებს პატივისცემას, ამას აღიარებს ყველა. თანამედროვე ფეხბურთში ძალიან ცოტაა ფეხბურთელი, რომელიც ერთგულია ერთი კლუბისა. თუ ჩამოვთვლით ყველა იმ ხეირს რაც მან მოუტანა კლუბს, გოლების, პასების, უამრავ ტურნირში მონაეილობის სახით, მაშინ დავრწმუნდებით, რომ ის მართლაც ყველაზე დამსახურებული ვეტერანია იუვენტუსისა. დელ პიერო არ ყოფილა ისეთი კაშკაშა და ძლიერი, როგორიც პლატინი ან ბაჯო, რომლებმაც მიიღეს ოქროს ბურთი და რომლებმაც მოგვაგებინეს ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ სამაგიეროდ დელ პიერომ ჩაატარა მათზე ბევრად მეტი მატჩი და მათზე არანაკლები სარგებელი მოუტანა კლუბს. ის უპრობლემოდ შეგვიძლია დავაყენოთ ისეთი ფეხბურთელების გვერდზე როგორებიც იყვნენ წარსულში ბონიპერტი, ბეტეგა, შირეა.
2. დელ პიერო – იუვენტუსის საუკეთესო ბომბარდირი
მეორე პუნქტი ნაწილობრივ პირველის გაგრძელებაა. დელ პიერო ხომ თავდამსხმელია – და 16 წლის მანძილზე ის სტაბილურად აგროვებდა გოლებს. ის გადავიდა პირველ ადგილზე იუვენტუსის ისტორიაში ბომბარდირთა დავაში. მიუხედავად იმისა, რომ მას პენალტიდანაც გააქვს გოლები, ეს მაინც არის ძალიან დიდი მიღწევა, რომელსაც აუცილებლად უნდა ვცეთ პატივი.
3. დელ პიერო – შესანიშნავი პასების მიმცემი და ფლეიმეიქერი
ბევრი აღფრთოვანებულია ალექსის გოლებით, მაგრამ მწვრთნელები ძალიან ხშირად უსვავენ ხაზს დელ პიეროს პასის ხელოვნებას. ალექსი შესანიშნავად ფლობს პასის მიცემის ხელოვნებას და შესწევს ძალა ერთი პასით მოაქციოს ჩიხში მოწინააღმდეგის მთელი დაცვა. თვითონ დელ პიეროს არ აქვს განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემები და არასდროს გამოირჩეოდა ძალიან მაღალი სისწრაფით, არც მეორე სართულზე თამაშით, არც განსაკუთრებული გოლის ალღოთი მაგრამ ის თამაშობდა წყტვილში, გოლზე დამშეულ ისეთ თავდამსხმელებთან როგორების არიან ინძაგი და ტრეზეგე. ეს სწორედ იმ ტიპის ფორვარდებია , რომლებიც კარგად იხსნებიან საჯარიმო მოედანში და რომლებისთვისაც დელ პიეროს ძალიან უყვარს შესანიშნავი პასების მიცემა. ერთის მხრივ ინძაგი და ტრეზეგე იყვნენ იდეალური პარტნიორები დელ პიეროსათვის შეტევაში და მანაც ბოლომდე გამოავლინა თავისი ტალანტი.
4. დელ პიერო – ხეირიანი ბრენდი იუვენტუსისათვის.
ალესანდრო დელ პიერო – ეს არ არის უბრალოდ ფეხბურთელი, ის უკვე სავაჭრო მარკაა. რეკლამებშჲ მონაწილეობა, აგრეთვე სოციალურ პროექტებში და საზოგადო ღონისძიებებში უბრალოდ ზრდის მის პოპულარობას. იუვენტუსის ხელმძღვანელობას მშვენივრად ესმის დელ პიეროს როგორც ბრენდის მნიშვნელობა და კარგადაც იყენებენ ამას იუვენტუსის სასარგებლოდ. რამდენ ადამიანს დაუწყია გულშემატკივრობა იუვენტუსისა სწორედ დელ პიეროს. ბაჯოსა და ვიალის ეპოქის შემდეგ, მთავარი მაგნიტი გულშემატკივართა ყურადღებისა უდავოდ არის დელ პიერო. ამჟამად იუვენტუსში თამაშობენ ისეთი ცნობილი ფეხბურთელები როგორებიც არიან, ბუფონი, კანავარო, ტრეზეგე მაგრამ მაინც პოპულარობის მხრივ გულშემატკივრებში (განსაკუთრებით დამწყებებში) დელ პიერო პირველ ადგილზეა. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა მოაქვს დამატებითი შემოსავალი კლუბის ხაზინაში ფულის სახით რომელსაც შოულობენ ატრიბუტიკის, ტელე ტრანსლაციებისა და ბილეთების გაყიდვით. ასე რომ დელ პიერო – არა მარტო წარმატებული ფეხბურთელია, ის აგრეთვე წარმატებული საფეხბურთო პროდუქტია.
5. დელ პეირო – 100% იუვენტინი
ვერ ვიტყვით, რომ დელ პიეროს ძალიან ბევრი შემოთავაზებები ქონდა სხვა კლუბებიდან, თავის კარიერაში, ისეთები რომლებმაც შესაძლოა აზრი შეუცვალოს . ზუსტები თუ ვიქნებით ასეთი შეთავაზება სულ იყო ორი-სამი როდესაც ის შეიძლებოდა დასცილებოდა იუვენტუსს. პირველი არჩევანი მან გააკეთა როდესაც ის პადუადან გადავიდა იუვენტუსში და არა მილანში, რომელიც აგრეთვე დაინტერესბული იყო მისით, როგორც ახალგაზრდა თავდამსხმელით. შემდეგ იყო რთული პერიოდა იბრაჰიმოვიჩის მოსვლის გამო, როდესაც დაკარგა ალექსმა ორი წლით ძირითადი შემადგენლობა. მაგრამ ალექსი მოთბინებით ელოდა თავის შანსს და ისიც მოვიდა. კალჩიოპოლის შემდეგ სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა და ბევრი ფეხბურთელი გაიქცა იუვენტუსიდან. დელ პიერო დარჩა კლუბის ერთგული და გადავიდა მასთან ერთად სერია B-ში. იქ ითამაშა უმაღლეს დონეზე და გააგრძელა თავისი გზა სერია A-ში. ანუ, შეიძლება ითქვას, რომ დელ პიერომ გადაუხადა კლუბს მადლობა იმ მანერით როგორითაც კლუბმა. ყველას გვახსოვს მომენტი, როდესაც იუვენტუსმა გაუგრძელა კონტრაქტი დელ პიეროს, როდესაც ამ უკანასკნელმა მიიღო უსერიოზულესი ტრავმა. თავის მხრივ, როდესაც კლუბი აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში დელ პიერომ უერთგულა კლუბს. ამიტომაც სავსებით ლოგიკურია, რომ მოცემულ მომენტში ძალიან ბევრი გულშემატკივრისათვის (არა მარტო იუვენტუსის არამედ საერტოდ ფეხბურთის გულშემატკივრისათვის) გვარი დელ პიერო ასოცირდება იუვენტუსთან, ის ხომ ასი პროცენტით იუვენტინია.
6. დელ პერო – კარგი ადამიანი და შესანიშნავი მაგალითი ახალგაზრდობისათვის
ეს პუნქტი ნაწილობრივ გამომდინარეობს პირველი და მეოთხე პუნქტებიდან. დელ პიეროს, ხომ მთელი თავისი კარიერის მანძილძე არაფრით არ დაულაქავებია თავისი იმიჯი. ისეთი ფეხბურთელებს როგორებიც არიან ტოტი მაგალითად ან იბრაჰიმოვიჩი აქვთ უფრო სკანდალური ფეხბურთელის იმიჯი, სხვადასხვა საქციელების გამო. დელ პიერო კი თავისი ქცევით ყოველთვის იყო შესანიშნავი მაგალითი ახალგაზრდა ფეხბურთელებისათვის. ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჯოვინკო, მარკიზიო, კიელინი ბევრ რამეს იღებენ ალექსისაგან, მოედანზე ქცევის კუთხით. მაშინ როდესაც ინტერის ახალგაზრდა ფეხბურთელები სწავლობენ ამ ყველაფერს იბრაჰიმოვიჩისგან და მაურინიოსგან და ამიტომაც სულაც არ არის გასაკვრი, რომ ახალგაზრდა ტალანტი ბალოტელი ბადებს ამდენ შეკითხვებს თავისი საქციელის გამო მოედანზე.
7. ბებერი ხარის რქებიც ხნავენ
ბევრი ამბობს, რომ დელ პიერო ბებერია და რომ დროა გავიდეს პენსიაზე. მაგრამა რ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ გამოცდილებაც ძალიან ბევრს ნიშნავს. 35 წლის ალექს შეუძლია ძალიან დიდი სარგებლი მოტანა თუ მას სწორად გამოიყენებენ. კარგი პასის მიცემა საჭირო მომენტში ანდაც ჯარიმის შესრულება, რომლის აღებაც არცერთ მეკარეს არ შეუძლია – ეს არის ის რისი გაკეთებაც შეუძლია დელ პიეროს თავის 35 წლის ასაკში. უბრალოდ საჭიროა მისი სწორად გამოყენება, საჭირო პოზიციაზე და საჭირო დროს. ამ შემთხვევაში კი მისი უსაზღვრო გამოცდილება კიდევ ძალიან ბევრ სარგებელს მოუტანს გუნდს.
8. დელ პიერო – მომავალი მწვრთნელი ან პრეზიდენტი კლუბისა
ალესანდრო დელ პიერო – ეს არის იუვენტუსის ლეგენდა და უკვე ეხლა შეგვიძლია ვთქვათმ რომ მისი კარიერა იუვენტუსში არ შემოიფარგლება ფეხბურთელის ფუნქციებით. ისეთი ადამიანებმა, როგორებიც იყვნენ ბონიპერტი, ბეტეგა, ტარდელი იმუშავეს კლუბის ხელმძღვანელობაში, ხოლო დინო ძოფმა, ფაბიო კაპელომ და ჩირო ფერარამ მწვრთნელებად. მოსალოდნელია, რომ მალე ჩვენ ვიხილავთ დელ პეროს რომელიმე ასეთ როლში. დასაზუსტებელია მხოლოდ ერთი რამ, თუ რომელი როლის თამაშს მოისურვებს თვითონ ალექსი. ამიტომაც დელ პიერო – ეს არ არის მხოლოს საფეხბურთო წარსული იუვენტუსისა, არამედ ის არის აგრეთვე ადმინისტრაციული ან სამწვრთნელო მომავალი კლუბისა.
9.დელ პიეროს მოწინააღმდეგეები – იუვეს ფანები არიან?
დელ პიერო – კლუბის სიმბოლოა, ასე ამბობს ბევრი. შეიძლება რომ იუვეს გულშემატკივარი არიტიკებდეს კლუბის სიმბოლოს და უთითებდეს მის სუსტ მხარეებზე? ძალიან ბევრისათვის იუვენტუსი და დელ პიერო ერთი მთლიანობაა. ესე იგი დელ პიეროს კრიტიკისას თქვენ აკრიტიკებთ იუვენტუსსაც და მის ხელმძღვანელობასაც? შესაძლოა ასეც არის, რამეთუ ბოლო წლებში წარმოუდგენელია დელ პიეროს ძირითადში ხილვა ისეთი ადამიანების გარეშე როგორიც არის ჯილი და როგორიც იყო რანიერი. კალჩიოპოლის შემდეგ კლუბმა გააკეთა გამიზნული ფსონი დელ პიეროს სასარგებლოდ, და ყოველ გაგრძელებას მისი კონტრაქტისა და უარის თქმა ახალგაზრდა თავდამსხმელის ძებნაზე არაფერია თუ არა ამ არევნის გამყარება. ამიტომ ბებერი დელ პიეროს კრიტიკისას თქვენ აკრიტიკებთ არა მხოლოდ უბრალოდ ფეხბურთელს, რომელსაც სურს თამაში რაც შეიძლება დიდ ხანს, არამედ თქვენ აკრიტიკებთ ხელმძღვანელობასაც და მწვრთნელებსაც, რომლებიც აძლევენ მას უფლებას თამაშისა. მაგრამ რა არის იუვენტუსი? ხელმძღვანელობა თუ ფეხბურთელები? თუ გულშემატკივრები? შესაძლებელია, რომ იუვენტუსი შედგებოდეს რამოდენიმე ნაწილისაგან რომელთაგან თითოეულს აქვს თავ თავისი სახელი.
10. დელ პიეროს ფანები – იუვენტუსის ფანები არიან?
დელ პიეროს დიდი გულშემატკივარი ყოველთვის გახარებულია როდესაც მის კუმირს გააქვს გოლი ან იძლევა საგოლე პასს. ის გახარებულია მაშინაც, როდესაც გუნდი იგებს დელ პიეროს გარეშე, მაგრამ უფრო ნაკლებად ცხადია. შეგვიძლია რომ ჩავთვალოთ დელ პიეროს ფანები იუვეს ფანებად? ამის შემოწმება შეგვეძლება მაშინ როდესაც დელ პიერო წავა ფეხბურთიდან. აი მაშინ ვნახავთ, ვინ არის ნამდვილი იუვენტინი და ვინ უბრალოდ დელ პიეროს გულშემატკივარი, ისეთი ვისაც გუნდი არც თუ ისე ანაღვლებს.